LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო იმედაშვილმა და დუტა სხირტლაძემ ”არტ-FM”–ში ფილმის პრემიერაზე ისაუბრეს

8

12 აპრილს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის შემაჯამაბელ ”არტ-FM”-ს დუტა სხირტლაძე და დათო იმედაშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც ახალ ფილმზე ”ვისი სული გსურს” ისაუბრეს.

– რითი განსხვადება თქვენი ახალი ნამუშევარი სხვა ქართული ფილმებისგან?

დათო იმედაშვილი: ჩვენი ფილმი გასართობ ჟანრშია გადაღებული. მართალია, ის არც არტ-ჰაუსს მიეკუთვნება, არც ინტელექტუალურ კინოს, მაგრამ ვფიქრობ, ორიგინალურ იდეას მივაგენით და ძალიან საყვარელი ფილმი გავაკეთეთ, რომელიც ოჯახთან ან შეყვარებულთან ერთად უნდა ნახო.

დუტა სხირტლაძე: არ შემიძლია, არ ავღნიშნო მსახიობების თამაში. ძალიან რთული სამუშაო გვქონდა, რადგან ორმაგი ამოცანის შესრულება მოგვიხდა – ჯერ საკუთარი პერსონაჟი უნდა შექვექმნა, მერე კი, ამ პერსონაჟში ჩასახლებული მეორე გმირის განსახიერება გვიწევდა. ე.წ. ორსაფეხურიანი გარდასახვა საკმაოდ რთული გასაკეთებელია, რაც ბევრ მსახიობს საერთოდ არ გამოსდის. ვფიქრობ, ფილმი მსახიობების თამაშის შესაფასებლადაც საკმოდ საინტერესო სანახავი იქნება.

IMG_3240 დუტა, ყოველთვის ძალიან დაკავებული ხართ, როგორ ახერხებთ ამდენი რამის მოსწრებას?

– ყველაფერი კარგად მაქვს დაგეგმილი. ძალიან ცოტა მძინავს, რადგან მენანება ჩემი ცხოვრება ძილისთვის. საერთოდ, ცხოვრებას უფრო მეტი დრო უნდა დაუთმო, ვიდრე ძილს. შესაძლოა, მერე დამაკლდეს, მაგრამ ჯერჯერობით ძილს მაინც სიცოცხლე მირჩევნია.

– თქვენი აზრით, რომელია ყველაზე ცუდი ქართული ფილმი?

დათო იმედაშვილი: რთული შეკითხვაა. არსებობს ძალიან ცუდი და ძალიან კარგი ფილმები, შეფასება კი, ყოველთვის სუბიექტურია.

დუტა სხირტლაძე: მართლაც ასეა, რადგან ვიღაცისთვის ძალიან კარგი ფილმი შეიძლება მე საერთო არ მომეწონოს.

დათო იმედაშვილი: ჩვენ კომერციულ კინოში გვაქვს პრობლემა. მარკეტი მცირეა, ჩვენ კი, წარმოების გაიაფებას ვცდილობთ და შესაბამისად, ვკარგავთ ხარიხს. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვი ჩვენს ბოლო ნამუშევარზე, რომელიც ხარისხითაც საკმაოდ კარგი გამოვიდა. ზოგადად ფილმს ძალიან ბევრი რამ აზარალებს – ნაკლები დროის დათმობა სცენარისთვის, რეპეტიციებისა და გადაღებებისთვის, ფინანსების დაზოგვა მის მხატვრულ მხარეზე და ბევრი სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მსახიობების ანაზრაურებაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მსახიობები პრაქტიკულად სიმბოლურ ანაზრაურებაზე მუშაობდნენ, მაინც მაქსიმუმი გააკეთეს და ბოლომდე დაიხარჯნენ.

IMG_3283– დათო, ნებისმიერი ფილმის გადღება საკმაოდ ძვირია. თქვენ როგორ შეძელით საჭორო დაფინანსების მოძიება?

– ზოგიერთი ფილმის გადაღებაში კინოცენტრი მონაწილეობს ანუ სახელმწიფოა ჩართული. მინდა ავღნიშნო, რომ კინოცენტრი ძალიან კარგად მუშაობს და კარგ ფილმებსაც აკეთებს. ჩვენ გასართობ ჟანრში ანუ კომერციულ კინოში ვმუშაობთ და გასაგებია, რომ სახელმწიფო მონაწილეობას ვერ მიიღებს, გამომდინარე აქედან თვითონ გვიხდება დაფინანსების მოძიება. კერძო კომპანიები აქტიურობით არ გამოირჩევიან, ამიტომ საჭირო თანხის მოძიებაც საკმაოდ რთულია. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ისეთი კომპანია მოვძებნეთ, რომელმაც რეკლამის თითქმის არ არსებობის მიუხედავად, მხოლოდ იმიტომ დაგვაფინანსა, რომ შემოქმედებით ჯგუფს ენდობოდა და ძალიან უნდოდა კარგი ფილმი გამოსულიყო.

– ფილმის სიუჟეტზე და მთავარ პერსონაჟზე ხომ ვერ გვეტყოდით რამდენიმე სიტყვას?

– მთავარ პერსონაჟს გიორგი ბახუტაშვილი განასახიერებს, ფილმი კი, თანამედროვე ახალგაზრდა კაცზეა, რომელიც ძალიან ცუდად ექცევა ადამიანებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ყველა და ყველაფერი მას უნდა ემორჩილებოდეს. გამომდინარე აქედან, ბევრ შეცდომას უშვებს, გაბრაზებული ფერია კი, მას მოაჯადოვებს და სწორედ აქ იწყება ყველაფერი – გიორგის სული სხვა ადამიანების სხეულში გადადის და ის საკუთარ თავზე ცდის ყველა იმ პრობლემას, რასაც თავად უქმნიდა სხვებს.

IMG_3256– დუტა, თქვენი აზრით რატომ უნდა ნახოს მაყურებელმა ”ვისი სული გსურს”?

– იმიტომ რომ, სხვანაირი, საინტერესო და დამაფიქრებელი ფილმია, რომელიც არ ჰგავს სხვა ფილმებს.

– დათო, რამდენადაც ვიცი, აზერბეიჯანში მიგიწვიეს შოუ Voice-ზე სამუშაოდ.

– დიახ, აზერბეიჯანული Voice-ის პროდიუსერი ვიყავი. პირველი სეზონი იყო და მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან წარმატებულად ჩაიარა.

– დათო, რატომ არ შესთავაზეთ მეუღლეს მთავარი როლი თქვენს ფილმში?

– სხვათაშორის მე და ანა ერთ-ერთ ეპიზოდში – ქორწილის სცენაში ვჩნდებით.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები