LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით დოიაშვილის შვილი მსოფლიოს დასაპყრობად ემზადება

„საოცარი ემოციები მქონდა, ველოდებოდი პასუხს, ბერკლიდან. ცოტა გაჭიანურდა, საბუთებთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა; გავხდი გრანტის მფლობელი და მივდივარ იანვარში, ბერკლიში; „ანა-ბანა“ რომ არ ყოფილიყო, დღეს არაფერი იქნებოდა. ძალიან ბევრი რამ მომიტანა პროექტმა. პირველ რიგში გამოცდილება და ხალხის სიყვარული; სწორედ ამ სატელევიზიო პროექტმა განაპირობა ის, რომ სიმღერას მოვკიდე ხელი;

შემდეგ ვიყავი იტალიაში, სადაც მესამე ადგილის მფლობელი გავხდი და როცა საქართველოში დავბრუნდი, ბუკა კარტოზიამ შეგვკრიბა ბავშვები და გავაკეთეთ ჯაზ კვინტეტი, რომელმაც მრავალ წარმატებას მიაღწია მსოფლიოში; მხოლოდ ბერკლის სტუდენტი კი არა, ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ვარ; ბევრ სირთულესთან მექნება საქმე იმიტომ, რომ არ არის ადვილი წახვიდე და იყო საუკეთესო; ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბერკლის სხვა ქართველ მოსწავლეებთან ერთად დავიპყრო მსოფლიო და მათთან ერთად ვასახელოთ საქართველო;

ჩემი კუმირი და საყვარელი არტისტი, მუსიკოსი და მსახიობი ბარბარა სთრეიზანდია; ვისი გაცნობაც ძალიან მინდოდა, მათთან უკვე მქონდა შეხება, „New York Voices“-თან. მეორე ხმა, კიმ ნაზარიანი ბერკლიში ასწავლის და უკვე ვეკონტაქტე, მელოდება“.