დავით ევგენიძე: ახალი პროექტით პლანეტების ამღერება მინდა | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

დავით ევგენიძე: ახალი პროექტით პლანეტების ამღერება მინდა

დავით ევგენიძე:  ახალი პროექტით პლანეტების ამღერება მინდა

13 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი დავით ევგენიძე სტუმრობდა, რომელმაც 16 მარტს Spacehall-ში დაგეგმილ საღამოზე ისაუბრა.

– დათო, როგორ გაჩნდა პერფორმანსის შექმნის იდეა?

– შეუძლებელია ფეხი არ აუწყო თანამედროვეობას, ამიტომ ჩვენც ნებისმიერ სიახლეს ინტერესით და სიამოვნებით ვიღებთ. ახალი პროექტით პლანეტების ამღერება მინდა, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველა პლანეტას თავისი ხმა აქვს. უამრავი მუსიკოსი მიიღებს ჩვენს კონცერტში მონაწილეობას და მაქსიმალურად ვეცდებით ოთხ საათში ჩავატიოთ ყველაფერი,  რასაც 21-ე საუკუნის მუსიკა ჰქვია. მე და ნიკა მაჩაიძე ხომალდის შტურმანები ვიქნებით, მსმენელს კი, პერფომანსში ჩართვას, ჩვენთან ერთად ფრენას და შტურვალის მართვას შევთავაზებთ. ბაქოშო სტუმრობისას, სადაც აზერბეიჯანის პრეზიდენტის შვილის მიწვევით ჩავედი ბენდთან ერთად, კონცერტის დროს ვიგრძენი, რომ დედა გარდაიცვალა, იმ დღის შემდეგ ნებისმიერი ჩემი გამოსვლა დედას ეძღვნება, ამიტომ პასუხისმგებლობაც მეტია.

– როგორ გაიცანით მეუღლე და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ნინო სოხუმში ცხოვრობდა და მოსწავლეობის დროს ე.წ. პლატონური love story ჰქონდა აფხაზ ბიჭთან. ომის დროს სამწუხაროდ მისი ბებია და ბაბუა დახვრიტეს, რომელიც სწორედ იმ ბიჭმა დაასაფლავა. მათი სიყვარულის ამბავი ჩემთვის რომეოს და ჯულიეტას ისტორიად იქცა და სწორედ ამ ისტორიაზე ვიყავი შეყვარებული, ნინოც ჯულიეტა იყო ჩემთვის, თუმცა საბოლოოდ მე აღმოვჩნდი მისი რომეო, მიუხედავად იმისა, რომ 17 წლით უფროსი ვარ.

– როგორ იქმნება თქვენი მუსიკა?

– ვფიქრობ, ყველფერი ცოცხალი უნდა იყოს და არაფერი არ უნდა აწვალო. შეუძლებელია აწვალო მუსიკა ან ლექსი, რადგან ნაწვალები შემოქმედებით, ისევ თვითონ წვალობ და მსმენელსაც აწვალებ. მართალია, მალე 60 წლის ვხდები, მაგრამ ასაკს ვერ ვგრძნობ, რადგან სინამდვილეში წლებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი გულის, შენი სულის ბიოლოგიური დროა.

– გაქვთ თუ არა საყვარელი ინსტრუმენტი?

– ფორტეპიანო შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელსაც თავისი იდუმალება აქვს და სწორედ ამ იდუმალების ამოხსნაა მუსიკა.

– „უღალატია“ თუ არა ოდესმე თქვენსთვის ინსტრუმენტს?

– მთავარია, თვითონ არ უღალატო, თორემ ინსტრუმენტი არასდროს გიღალატებს, რადგან სარკეა და როგორ სახესაც აჩვენებ – ზუსტად ისეთს მიიღებ საპასუხოდ.

– განსაკუთრებით საყვარელი კონცერტი ხომ რ გაქვთ, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ?

– 1990-იან წლებში სოლო კონცერტი მოვაწყვე. მოცარტის ქურთუკი ჩავიცვი და პარიკი გავიკეთე, დარბაზი კი, სავსე იყო იარაღიანი ბიჭებით. კონცერტი გახმოვანების გარეშე, აკუსტიკურად ჩატარდა, საორკესტრო ორმო კი, სწორედ იმ დღეს დაზიანდა და ჩემსა და მსმელეს შორის უზარმაზარი უფსკრული შეიმნა, რომლის „ამოვსებას“ და მსმენელამდე მიღწევას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. მთავარი მუსიკოსისთვის მსმენელთან ხიდის გადება, მასთან გაერთიანებაა, რადგან სინამდვილეში არც ის მოდის კონცერტზე, არც შენ უკრავ მისთვის, უბრალოდ რაღაც საერთო ხდება, რასაც ნამდვილი დღესასწაული ანუ სასწაული დღე ჰქვია.

– განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ კონცერტის წინ?

– ყველაზე კარგი ისაა, რომ არასდროს ვიცი რა მოხდება კონცერტზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის გავდივარ რეპეტიციას, თუმცა სცენაზე მაინც ყველაფერი სხვანაირად ხდება, რაც არასდროს გამეორდება. როგორც ამბორის მომზადებაა შეუძლებელი, რადგან ყოველთვის წამიერი სურვილია, ისე ვერ შეძლებ კონცერტის მომზადებას, რადგან ისიც ერთგავრი ამბორია.

– რას შესთავაზებთ საღამოზე მოსულ თაყვანისმცემელს?

– პირველ რიგში, ფრენას შევთავაზებ, რადგან სინამდვილეში, ადამიანს ყველა ჩიტზე დიდი ფრთები აქვს, თუმცა ჩვენ არა ფიზიკურად, არამედ ემოციურად და უსაუსრულოდ შგვიძლია ფრენა.

– ახალ ფილმში მონაწილეობაზე ხომ არ მიგიღიათ შთავაზება?

– „მარტივ პასეანსში“ მთავარი როლი შვასრულე, ახლა კი, თვითონ ვაპირებ ფილმის გადაღებას ძალიან საინტერესო სცენარით, რომელიც ქალბატონმა ნანა ჯორჯაძემ წაიკითხა და ძალიან მოეწონა.

გადაცემის ლაივი

გადაცემის ჩანაწერი

14 მარტი, 2018

სხვა ჩანაწერები