LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით იმედაშვილი: „სიახლეები იქნება – ვეცდებით, კიდევ უფრო წინ წავიდეთ”

„ძალიან საინტერესოა „რუსთავი 2″–თან, ყოველთვის, თანამშრომლობა. ეს, ჩემთვის, საქართველოში საყვარელი არხია და ყველაფერი კარგად იქნება. სიახლეები იქნება და ვეცდებით, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ; ეს რიტორიკული პოსტია. არ ეხება, კონკრეტულად რომელიმე ორგანიზაციას, ან კონკრეტულ საქმიანობას. ეს, უბრალოდ, ზოგადი პოსტია; მნიშვნელობა არ აქვს, რა პროექტს ვაკეთებ, ყოველთვის არის პასუხისმგებლობა. ორმაგი კი არა, ათმაგი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ ხარისხი არა მარტო შენარჩუნებული იქნას, არამედ გაუმჯობესებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის პრობლემა არ დგას საერთოდ და ეს პრობლემა არ იქნება; იქნება უკვე ცნობილი პროექტებიც და იქნება სიახლეებიც, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია; ვიმუშავებ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არიან არხზე და ჩემი გუნდითაც შევუერთდები; უკვე აქტიურად ვიწყებთ მუშაობას”, – დავით იმედაშვილის პირველი კომენტარი.

რადიო “ფორტუნას” ეთერში ტელეკომპანიის “რუსთავი 2” საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შემოდგომისთვის აქტიურ მუშაობას იწყებენ.