დავით კენჭაძე: „სრულ თავისუფლებას ვაძლევ გუნდის წევრებს და მხოლოდ შედეგს ვითხოვ” (ვიდეო)

დავით კენჭაძე: „სრულ თავისუფლებას ვაძლევ გუნდის წევრებს და მხოლოდ შედეგს ვითხოვ” (ვიდეო)

28 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ბიზნესკონსულტანტი დავით კენჭაძე სტუმრობდა.

მონაცემები:

2005-დღემდე – საკონსულტაციო ჯგუფი, გენერალური დირექტორი

2010 – ელიტ ელექტრონიქსი, გენერალური დირექტორის მოადგილე

2011-2015 – თიბისი ფეი, გენერალური დირექტორი

2011-2015 – www.davidkenchaze.com,  ბლოგერი

2012-2015 – სქაი სეილის დირექტორთა საბჭო, თავჯდომარე

2012-2013 – პროგრამა „პროფესიონალი“  რადიოწამყვანი

2013-2016 – HR გილდიის წევრი

– ბატონო დავით, თქვენი საკონსულტაციო ჯგუფი 2005 წელს დაარსდა, 11 წლის განმავლობაში კი, 150-ზე მეტ კომპანიასა და თითქმის 500 000 ინდივიდუალურ პირს დაეხმარა წარმატების მიღწევაში. პირადად თქვენთვის რას ნიშნავს წარმატება?

– წარმატება წამიერია, რადგან ის გარკვეული მიზნის მიღწევას ანუ სასურველი შედეგის მიღებას ნიშნავს. გამომდინარე აქედან, ადამიანი წარმატებული მხოლოდ მცირე ხნითაა, რადგან მიღწეულის შემდეგ,  ახალ მიზანს ისახავს და ახლა მის განხორციელებაზე ზრუნავს. ჩემი აზრით, ადამიანი მუდმივად ბრძოლაში უნდა იყო და არასდროს შეჩერდეს მიღწეულზე, რადგან ერთ ადგილზე გაჩერება ნებისმიერისთვის დამღუპველია.

– როდის გადაწყვიტეთ საკონსულტაციო კომპანიის დაარსება და როდის გაგიჩნდათ სურვილი გაგეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება სხვებისთვის?

img_5561– ჩემი პირველი მცდელობა საკონსულტაციო ტრინინგ-ბაზაზრზე ძალიან საინტერესო და სხვათაშორის, შემთხვევითი იყო. ჩემს კოლეგას  მარკეტიგის ლექციის წაკითხვა შესთავაზეს, მას კი არ უნდოდა და მე გადავწყვიტე მისი ჩანაცვლება. სწორედ მაშინ გამიჩნდა აზრი, შემექმნა კომპანია და პროფესიონალურად დამეწყო ამ სფეროში მუშაობა.

– რამდენად მზად იყვნენ ქართველი ბიზნესმენები ამგვარი ტრენინგებისთვის?

– თავიდან, რა თქმა უნდა, უცხო ხილი იყო. განსაკუთრებული აღმავლობა ამ სფეროში 2007-2008 წლებში იყო, ომის და კრიზისის შემდეგ კი, გარკვეული ჩავარდნა გვქონდა. მართალია, მოგვაინებით  ბიზნესი მაინც განვითარდა, მაგრამ ძველ პარამეტრებს მაინც ვერ დავუბრუნდით.  2013-2014 წლებში კი, ბიზნესმენები მიხვდნენ, რომ ტრენიგი ნაკლებად ეფექტური საშუალება იყო თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, თუმცა, მათ არ იციოდნენ რა მეთოდისთვის უნდა მიემართათ. არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიები. მაგალითად, აწყობ სისტემას გარკვეული მიმართულებით, მერე კი, ამ სისტემით ხელმძღვანელობ და არა ერთჯერადი ტრენინგით. ამგვარი მეთოდოლოგიის გამოყენებისას კომპანიის ტოპ- მენეჯერს არ ჭირდება ყოველდღიურ საქმეში ჩართვა, რადგან ყველა თანამშრომელს ზუსტად აქვს გაწერილი საკუთარი ფუნქცია და ზუსტად იცის რა გააკეთოს.

– თქვენი აზრით რა არის ქართული ბიზნესის მთავარი პრობლემა?

– ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ბიზნესის ნაკლები ცოდნაა. მართალია, ბიზნესმენებს გამოცდილება აქვთ, მაგრამ ეს საკმაორისი არაა, რადგან მხოლოდ გამოცდილებით და ცოდნის გარეშე, შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა.

– რა შეგრძნებაა, როცა თქვენს ე.წ. ქოუჩს სხვები ასე წარმატებულად ირგებენ. არის თუ არა ეს მოტივაცია თქვენთვის, გააკეთოთ უფრო მეტი ამ მიმართულებით?

– რა თქმა უნდა, სხვების წარმატება იმდენად სერიოზული მოტივაციაა ჩემთვის, რომ სურვილი მიჩნდება, ქუჩაში გავიდე და თითოეულ ადამიანს დავეხმარო.

– ყოფილა თუ არა თქვენს კარიერაში წარუმატებელი მცდელობებიც?

– რა თქმა უნდა, ყოფილა და სიმართლე გითხრათ ძალიან არასასიამოვნო გრძნობაა, რადგან ძალიან ბევრს მუშაობ, საბოლოოდ კი, შენი მუშაობა, დახარჯული დრო და ენერგია აბსოლუტურად ფუჭი აღმოჩნდება.

– გაწეული სამუშაოდან, რა პერიოდში ღებულობთ შედეგს?

– ყველა შემთხვევა განსხვავებულია, რადგან ყველაფერი კონკრეტულ კომპანიასა და პროექტზეა დამოკიდებული.

– თქვენი უზარმაზარი სამუშაოს გათვალისწინებით, სად გრძნობდით თავს ყველაზე კომფორტულად?

– ყველაზე კარგად თიბისი ფეიში მუშაობის პერიოდი მახსენდება, რადგან კომფორტულად ყოველთვის იქ ხარ, სადაც კარგი უფროსი გყავს.

– თქვენი აზრით, ბიზნესის რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე პერსპექტიული საქართველოში?

– ძალიან მოთხოვნადია IT-მიმართულება, თუმცა ბაზარზე არ არის შესაბამისი მიწოდება, გვაკლია პროფესიონალი კადრებიც. ვფიქრობ, ვისაც დღეს უნდა კარიერის გაკეთება, სწორედ ამ მიმართულებით უნდა იფიქროს.

– რამდენად დიდია კონკურენენცია საკონსულტაციო სფეროში?

– კონკურენცია ნაკლებია. თუმცა ვთვლი, რომ კონკურენცია აუცილებელია, რადგან ის პირველ რიგში ჩვენი განვითარებისთვისაა საჭირო.

– როგორია თქვენი კომპანიის საფასო პოლიტიკა?

img_5571– პროექტს გააჩნია. თუმცა, ჩვენ განსხვავებული მიდგომა გვაქვს ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის ქვევით უბრალოდ არ გვიღირს მუშაობა, თუმცა ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც შედეგზეა დამოკიდებული. ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვთანხმდებით კლიენტთან, თუ რა შედეგს უნდა ელოდოს ჩვენგან ერთი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში კი, თუ სასურველი შედეგის მისაღების შანსი დაბალია, საერთოდ უარს ვამბობთ პროექტზე მუშაობაზე.

– გყავთ თუ არა მუდმივი კლიენტები, ანუ ისინი, ვინც ყოველთვის თქვენს რჩევაზეა დამოკიდებული?

– ასეთი კლიენტები მყავს, თუმცა ისინი მეგობრები უფრო არიან, ვიდრე კლიენტები, რადგან კლიენტთან ურთიერთობა ერთჯერადია, მეგობრობა კი, წლების მანძილზე გრძელდება.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კომპანიის ხელმძღვანელის ჩაცმულობა?

– ალბათ, არ უნდა ჩამორჩეს თანამედროვე მოთხოვნებს და ყოველთვის აუწყოს ფეხი არსებულ ტრენდებს. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი არა ჩაცმულობა არამედ ფიზიკური ფორმაა და ის, თუ როგორ გამოიყურები.

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს თქვენი კომპანია და რა მთავარ პრინციპებს ითვალისწინებთ მათი შერჩევისას?

– კომპანიაში 20 თანამშრომელია, მათი შერჩევა კი, ინდივუდუალურად ხდება. დამწყებებ თანამშრომლებში პირველ რიგში ენთუზიაზმს ვაფასებ, კონსულტანტების შერჩევისას კი, მათთან მუშაობის საკუთარ გამოცდილებას ვითვალისწინებ, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი ცოდნა და გამოცდილება.

– როგორი ხელმძღვანელი ხართ?

– ყოველთვის სრულ თავისუფლებას ვაძლევ გუნდის წევრებს და მხოლოდ ერთს – შედეგს ვითხოვ მათგან. ჩვენ ყოველთვის გუნდური პრინციპით ვმუშაობთ და ჩვენი სიძლერეც სწორედ პარტნიოორობშია ანუ როცა ჩვენი ინტელექტუალური რესურსი ერთიანდება, სწორედ მაშინაა შედეგი ყველასთვის მისაღები და მოსაწონი.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გააჩნია გადაწყვეტილებას. ზოგადად ძალიან კარგია, როცა გადაწყვეტილებას ინტუიციით იღებ და ის ამართლებს. თუმცა, იმისთვის, რომ ინტუიციას დაეყრდნო, საჭიროა გქონდეს განათლება და გამოცდილება.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს თქვენს საკონსულტაციო კომპანიას?

– „კლიენტების მოგების ზრდაზე ორიენტირებული საკონსულტაციო კომპანია!“

– ფრაზა, რომლითაც თავს იმხნევებთ სირთულეების დროს?

– „სხვას თუ შეუძლია, შეძლებ შენც!“

– ფრაზა, რომელითაც ყველაზე ხშირად მიმართავთ თანამშრომლებს?

– „Yes, We Can!”

– განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

– კითხვა.

– რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?

– სამაგიდო წიგნი არ მაქვს, რადგან მე კითვის განსაკუთრებული მეთოდი მაქვს. შეიძლება ითქვას, წიგნს კი არ ვკითხულობ, არამედ ვეძებ იდეებს. თუმცა, არის წიგნები, რომლებმაც მართლა შეცვალეს ჩემი ცხოვრება, მათ შორისაა ბრაიან ტრეისის „მიზნები“, რობერტ კიოსაკის „ღარიბი მამა, მდიდარი მამა“ და დონალდ ტრამპის „მოლაპარაკებები“.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გამოდიხართ სახლიდან?

– საათი და სამაჯური.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– ფინჯანი ყავით, ჰერკულესით და შვიდი კვერცხით.

– როგორ ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

– ოჯახთან ერთად, რადგან ძალიან ცოტა დრო მრჩება მათთან ურთიერთობისთვის.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– რა კარგი გადაცემაა და რატომ არ ვყოფილვარ აქ აქამდე?

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი ენთუზიაზმი, მოტივაცია და მონდომებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის რწმენა, რომ ყველაფერს მიაღწევ.

გადაცემის ჩანაწერი

29 ნოემბერი, 2016

სხვა ჩანაწერები