LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ურუშაძე: “პროდუქტს მომხმარებლის ინტერესიდან გამომდინარე ვარჩევთ”

17

4 აპრილს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” კომპანია ”ნიკორა თრეიდი” და მისი აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე სტუმრობდნენ.

თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, პირველი სამუშაო გამოცდილება ბატონმა გიორგიმ ”ბაზის ბანკში” შეიძინა. 2012 წელს ”ნიკორას” დიდ ოჯახს შეუერთდა, სადაც ჯერ ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა, მოგვიანებით კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

– “ნიკორაპირველი კომპანია იყო, რომელმაც საქართველოში საფირმო ქსელის განვითარება დაიწყო და მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია შეთავაზა. როგორ დაიწყონიკორას” ისტორია 1998 წელს და როგორ შეძელით მაღალი ხარისხი შენარჩუნება 17 წლის განმავლობაში?

– ”ნიკორამ” მოღვაწეობა ხორცის პროდუქტების წარმოებით დაიწყო. ბიზნესი საკმაოდ წარმატებით განვითარდა და დღეს უკვე მულტიბრენდული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აკეთებს აქცენტს. ხორცის პროდუქტებთან ერთად ვაწარმოებთ პურ-ფუნთუშეულს, თევზს, ნაყინს და რძის პროდუქტებს. ორი იმპორტიორი კომპანია გვყავს, ერთს ნედლეული შემოაქვს ჩვენი პროდუქციისთვის, მეორეს კი – ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები.

IMG_1807სახელმწიფო ბიუჯეტში კომპანიამ 200 ათას ლარზე მეტი შეიტანა. რამდენად გიქმნით სახელმწიფო ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს, რათა მიღწეულზე არ გაჩერდეთ?

– განსაკუთრებული შეღავათებით ნამდვილად არ ვსარგებლობთ. ჩვეულებრივი კომპანია ვართ, რომელიც ყოველთვის კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს.

– როგორც ვიცი, სუპერმარკეტების ქსელინუგეშითქვენს 100%-იან მფლობელობაში შემოვიდა. გეგმავთ თუ არა ”ნუგეშის” ჯიხურების ხაზის განვითარებას?

– ”ნუგეშის” შემოერთება ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან ის შედარებით დაბალი ფასების სეგმენტზეა ორიენტირებული, ჩვენ კი, ძალიან გვინდოდა ამ სფეროში შესვლა. ჯიხურები ”ნუგეშის” ბრენდის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ აუცილებლად ვიფიქრებთ მისი ქსელის განვითარებაზე. აქტიურად ვმუშაობთ დაბალი ფასების შენარჩუნებაზეც, თუმცა ზოგჯერ ვალუტის კურსის ცვლილება და სხვა ინფლაციური პროცესები გვიშლის ხელს.

– როგორ ახერხებთ ლარის დევალვაციის პირობებში სტაბილური ფასების შენარჩუნებას?

– ფასების დაბალანსებას ჩვენს ხარჯზე ვახერხებთ, იქ კი, სადაც არ გამოგვდის, ვცდილობთ სხვა ანალოგიურ ქსელებთან შედარებით მაინც შევინარჩუნოთ დაბალი ფასები.

– ”ნიკორა” ყოველთვე ახორციელებს ფასდაკლებების აქციას. რა პრინციპით ხდება პროდუქციის შერჩევა?

– პროდუქტს მომხმარებლის ინტერესიდან გამომდინარე ვარჩევთ. სწორედ იმ პროდუქტზე ხდება ფასდაკლება, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად ყიდულობს, რაც სხვათა შორის მისთვისაც გარკვეული სტიმულია, რათა უფრო ხშირად ესტუმროს ჩვენს მაღაზიებს და უფრო მეტი შენაძენი გააკეთოს.

– რა პრინციპით საზღვრავთ მომხმარებლის ინტერესს?

– ანალიტიკიდან გამომდინარე. ვიკვლევთ პროდუქტებს, რომელთაც საუკეთესო ბრუნვა აქვს და სწორედ მათზე ვაკეთებთ აქცენტს.

IMG_1812– ისევ ხარისხს რომ დავუბრუნდეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურე პერსონალს. არის თუ არა ამ მიმართულებით კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობა და ხდება თუ არა მათი გადამზადება?

– ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ ამ მიმართულებით. ხდება ჩვენი კონსულტანტების გადამზადება, რადგან გვინდა მომხმარებელს ამ კუთხითაც წარმოვუდგინოთ ჩვენი კომპანიის მაღალი ხარისხი.

– დაახლოებით რამდენ კონსულტანტს იღებთ თვეში?

– კომპანიის ზრდის ტემპიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ თანამშრომლს ვიღებთ. რა თქმა უნდა, გადინებაც არის, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია, თუმცა კადრების სიმცირეს ნამდვილად არ განვიცდით.

– გყავთ თუ არა თანამშრომლები, რომლებიც დაარსების დღიდან თქვენთან არიან?

– ძალიან ბევრია ასეთი, რაც სხვათა შორის საკმაოდ იშვიათია. ჩემი აზრით, ამის მიზეზი საქმის სიყვარული და გარკვეული ლოიალურობაა. ზოგადად კომპანიაა იმდენად კომფორტული, რომ ძალიან ბევრი გამოთქვამს ჩვენთან მუშაობის სურვილს.

არის ქალაქები, სადაცნიკორას” ჯერ არ იცნობენ.  აპირებთ თუ არა გაფართოებას?

– ჩვენ ყველაზე ფართო ქსელი გვაქვს, რომელშიც 200-ზე მეტი ობიექტია გაერთიანებული, თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში ვართ წარმოდგენილი, თუმცა, ინტენსიურად ვაგრძელებთ გაფართოებას. უახლოეს მომავალში ქართლში ვაპირებთ ჩვენი მაღაზიების გახსნას.

ახალ მიმართულებაზე რომ ვისაუბროთ. ჩაერთვნენ თუ არა სხვა კომპანიები 5 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციებთან დაკავშირებულ პროექტში?

– ობლიგაცია საბანკო სესხის ანალოგია, რომელსაც თავისი ვადა აქვს და საპროცენტო სარგებელი ერიცხება. თუმცა, ის ბევრად აღემატება საბანკო სესხს, რადგან ობლიგაციის გამოსაშვებად მხოლოდ გადახდისუნარიანობის დასაბუთება არაა საკმარისი. საჭიროა საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობის დასაბუთება, მაღალ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს აღრიცხიანობაც. ობლიგაციების განთავსება საჯარო შეთავაზების გზით ხდება, შესაბამისად საჭიროა ინვესტორების ნდობის მოპოვება, რათა მათ ყველანაირი გარანტიის გარეშე განდონ საკუთარი ფინანსები. ჩვენ პირველები ვართ, ვინც ჩვენ დარგში ობლიგაციები გამოვუშვით, რაც ვფიქრობ კომპანიის განვითარების კიდევ ერთი საშუალებაა. მთელი საქართველოს მასშტაბით კი, სულ რამდენიმე კომპანია არსებობს, ვინც მსგავსი პროექტი უკვე განახორციელა.

IMG_1801– სად უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს საბანკო სისტემაში თუ ბიზნეს სექტორში?

– მუშაობა არსად არ მიჭირდა. სპეციფიკაა განსხვავებული, თორემ ისე ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

– როგორ ხდება კომპანიაში კრეატიული იდეების შემუშავება?

– კრეატიულ იდეებზე ძირითადად მარკეტინგია პასუხისმგებელი, რომელიც საკმაოდ საინტერესო იდეებს გვთავაზობს. წარდგენა პროექტის სახით ხდება, შემდეგ განვხილავთ და განსაკუთრებით საინტერესო იდეებს აუცილებლად ვახორციელებთ.

რა შიდა განაწესი აქვს ”ნიკორა თრეიდს” და რა სამსახურეობრივი ეტიკეტი უნდა დაიცვას ყველა თანამშრომელმა?

– მთავარი შრომისმოყვარეობაა, რადგან კომპანიის დინამიური ზრდიდან გამომდინარე, ჩვენც ძალიან ბევრს ვმუშაობთ.

– ბატონო დავით, როგორი ხელმძღვანელი ბრძანდებით?

– ვფიქრობ, რომ კონსტრუქციული.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდესნიკორა თრეიდის” თანამშრომელი?  

– გუნდური მუშაობა უნდა შეეძლოს და საკუთარი შრომისმოყვარეობით კარგ მაგალითს უნდა აძლევდეს სხვებს.

– რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადრებას თანამშრომლის მიღებისას?

– მის კომუნიკაბელურობას და პროფესიონალიზმს.

რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– მუშაობის ტემპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებაც საკმაოდ სწრაფად მიწევს.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს ”ნიკორას”?

– ”ნიკორა ყველგან!”

სამაგიდო წიგნი, რომელიც ყველაზე კარგი მრჩეველია თქვენთვის?

– როგორც წესი, ცხოვრებისეულ გამოცდილებას უფრო ვენდობი.

-”ნიკორა თრეიდის” სუპერმარკეტების ქსელიდან რომელია თქვენი საყვარელი პროდუქტი?

– ძალიან ბევრია, თუმცა განსაკუთრებით გრილზე შემწვარი ნეკნები მიყვარს.

– რას მიიჩნევთ საუკეთესო განტვირთვის საშუალებად მძიმე სამუშაო დღის შემდეგ?

– აუზზე წასვლას.

რომელი ზღაპარი მოსწონთ თქვენი შვილებს?

– ზღაპრები ნაკლებად მოსწონთ, უფრო მულტფილმებს უყურებენ.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ბევრი თვისებაა საჭირო, თუმცა ორ მთავარს – შრომისმოყვარეობას და სტრესულ მდგომარეობაში სიმშვიდის შენარჩუნების უნარს გამოვყოფდი. არანაკლებ მნიშვნელოვანია იღბალი და გამართლება, რომელსაც ახსნა არ აქვს, მაგრამ აუცილებლად მოაქვს პოზიტიური შედეგი.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები