დავით უსუფაშვილმა, შესაძლოა, თბილისის მერად იყაროს კენჭი

დავით უსუფაშვილმა, შესაძლოა, თბილისის მერად იყაროს კენჭი

დავით უსუფაშვილმა, შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატად იყაროს კენჭი, ამის შესახებ გუნდის წევრმა თენგო შერგელაშვილმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „რაკურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილება ივლისში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

„შენების მოძრაობა“ გეგმავს, თბილისის 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში ჰყავდეს კანდიდატი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, შერგელაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ბევრი ახალი სახის წარდგენა საზოგადოებისთვის.

„გადაწყვეტილების მიღებისას, ამა თუ იმ ოლქში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, აუცილებლად გავითვალისწინებთ, რამდენად ახალ სახეებს შევთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას, ეს არის მთავარი კრიტერიუმი და არა ის, რაც შეიძლება მეტი მუნიციპალიტეტი დავფაროთ ადგილობრივ არჩევნებზე,“ – განაცხადა შერგელაშვილმა.

4 ივლისი, 2017

სხვა ჩანაწერები