LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ლინჩმა „ფორტუნას“ ეთერში საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

6

ცნობილმა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა დევიდ ლინჩმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მოხიბლულია ქართველი ხალხის სითბოთი, სტუმართმოყვარეობით და ინტელექტით. ლინჩმა ასევე განაცხადა, რომ ერთი სული აქვს კიდევ როდის ეწვევა ჩვენს ქვეყანას.

დევიდ ლინჩი საქართველოში დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიის ორგანიზებით 18 ნოემბერს ჩამოვიდა. 20 ნოემბერს ის სტუდენტებს შეხვდა, სადაც ტრანსცედენტალური მედიტაციის შესახებ ლექციაა ჩაატარა, იმავე საღამოს კინო „ამირანში“ „მალჰოლანდ დრაივის“ ჩვენებასაც დაესწრო.

საქართველოში ის  შეხვდა ქვეყნის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის განათლებისა და კულტურის მინისტრებს და მათთან კინოსკოლის დაფუძნებაზე ისაუბრა. ლინჩი ასევე ეწვია ანსამბლ „ერისიონს“, მოისმინა ქართული სიმღერა და ნახა ცეკვა, რითაც აღფრთოვანებული დარჩა, ასევე ერთ-ერთ რესტორანში ქართული კერძებიც დააგემოვნა.

„თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დევიდმა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს სიამოვნებით გაუზიარა შთაბეჭდილებები, რაც მის საქართველოში სტუმრობას ახლავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები