LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს კონსერვატორიის დიდ დარბაზში თათია შარანგიას სოლო კონცერტი გაიმართება

8

21 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM” პიანისტი თათია შარანგია სტუმრობდა, რომელმაც 22 ივნისს დაგეგმილ კონცერთან დაკავშირებით ისაუბრა.

თათია შარანგია:

– კონცერტი 22 ივნისს 7 საათზე გაიმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში და რობერტ შუმანის შემოქმედებას დაეთმობა. ორნაწილიანი კონცერტის პირველ განყოფილებაში შუმანის ”საბავშვო სცენები” და მეორე სონატა იქნება წარმოდგენილი, მეორე განყოფილებაში კი, მისი ”კარნავალი” შესრულდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საყვარელი მსმენელისთვის ჯერ თბილისში, მოგვიანებით კი, ქუთაისში და ბათუმში დავუკრავ. მოგვიანებით თბილისურ კონცერტს ლონდონსა და პარიზშიც გავიმეორებ. გარდა ამისა, კიდევ უამრავი გეგმა მაქვს, თუმცა ჯერ დეტალები ზუსტდება, ამიტომ მათი გახმოვანებისგან თავს შევიკავებ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები