LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლარის მაქსიმალური ღირებულება, სავარაუდოდ, 2.8 ლარი იქნება

ლარის კურსის ვარდნა კვლავ გაგრძელდება, ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „რაკურსში“ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტმა ირაკლი მაკალათიამ განაცხადა. მისი თქმით, დინამიკა 2008 წლიდან დღემდე აჩვენებს, რომ ლარის კურსი ზამთრის პერიოდში ყოველთვის ეცემა. მაკალათია ვარაუდობს, რომ 1 დოლარის ღირებულება 3 ლარამდე არ ავა და 2.8 ლარი იქნება მაქსიმალური ნიშნული.

ეროვნული ვალუტა კი, ექსპერტის მოსაზრებით, გაზაფხულიდან დასტაბილურდება. ირაკლი მაკალათია დარწმუნებულია, რომ დოლარის ასეთი მაღალი ნიშნული აუცილებლად შემცირდება, თუმცა უჭირს თქმა, რა ნიშნულამდე ჩამოვა აშ-ს ვალუტის ღირებულება.

მოქმედებს თუ არა მთავრობა ეფექტურად, რათა ლარის კურსი დარეგულირდეს, ამ და აქტუალურ კითხვებზე პასუხი ირაკლი მაკალათიასგან გადაცემის პოდკასტში მოისმინეთ.

გადაცემის ჩანაწერი