LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კახიანის და ნინი ბადურაშვილის სიმღერის პრემიერა „არტ-FM”-ში

13

6 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი სტუმრობდა.

– ქალბატონო ეკა, ძალიან საინტერესო  და რაც მთავარია, ხალისიანი, ზაფხულის სეზონისთვის შესაფერისი გამოვიდა თქვენი და ნინის ახალი სიმღერა „სამბა“. ვის ეკუთვნის სიმღერის ტექსტი?

– სიმღერა ბრაზილიური სამბას სტილში გავაკეთეთ. ძალიან მიყვარს ეს მუსიკალური ჟანრი, რადგან ზაფხულთან, მზესთან, ზღვასთან და ჩემს ბავშვურ მოგონებებთან ასოცირდება. სიმღერის ტექსტი დათო ევგენიძეს ეკუთვნის, ძალიან კარგი ტანდემი გვაქვს მე და დათოს და ყოველთვის  სიამოვნებით ვთანამშრომლობთ, რადგან ბავშვობიდან ვმეგობრობთ და კარგად გვესმის ერთმანეთის. დათომ ზუსტად იცის, როგორ მუსიკას ვწერ, როგორი ტექსტი მჭირდება  და ძირითადად სწორედ ის მუშაობს ჩემს სიმღერებზე.

– აუცილებლად უნდა გავიხსენო თქვენი ულამაზესი თეატრალიზებული კონცერტი, რომელიც მუსიკისა და დრამის თეტრის ეზოში მოეწყო. ანალოგიური კონცერტის გამართვას ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში?

– საავტორო საღამო მართლაც საინტერესო გამოვიდა და ძალიან მიხარია, რომ ჩემი სიმღერები ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა წარმოადგინეს. გარდა ამისა, რამდემიმე ნომერი ჩემი სპექტაკლებიდან „მარლენ დიტრიხი“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“ შესრულდა. სიამოვნებით გავაკეთებდი ახალ კონცერტს, რადგან უამრავი სიმღერა და როლი დამიგროვდა, თუმცა კონცერტის მოწყობა საკმაოდ რთულია. მომავალ წელს ჩვენი თეატრი ახალ შენობაში გადავა და ვფიქრობ, იქ, სადაც კარგი გახმოვანება და განათება იქნება აუცილებლად ვიზრუნებ ახალი კონცერტის მოწყობაზე, მანამდე კი, ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიან ოპერაზე“ ვმუშაობთ, რომლითაც სეზონს გავხსნით ოქტომბრის თვეში.

– ნინის რა გეგმები აქვს სამომავლოდ?

– ნინი ორ ახალ სიმღერაზე მუშაობს. ერთი ენერგიული, საზაფხულო განწყობის სიმღერა იქნება, მეორე კი – ჩემს საყვარელ, ე.წ. სოფთ-როკის ჟანრში, რომელსაც კარგად მოერგო და ძალიან უხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები