LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მიშველაძე: „ჩემი საქმე და მთავარი სიყვარული არის ტელევიზია“

„ბუკა და მაკო ტელესახეები გახდნენ. როგორც ამ ოჯახში ყველაზე გამოცდილი, სატელევიზიო საქმიანობის მხრივ, ძალიან ვამაყობ და მიხარია. მაკო მრავალმხრივად ნიჭიერი ადამიანია. ბევრ სფეროში მუშაობს. დაწყებული მოდიდან, რაც არის მისი პროფესია და დასრულებული სიმღერით, იცი, ეს მისი ჰობია და მისი ძირითადი პროფესიაც აღმოჩნდა. ასევე, კულინარიაშიც სცადა ბედი. კულინარიის აკადემიაში ჩააბარა. მაკო იყო ინტერნეტ ოთახის წამყვანიც, როცა „X ფაქტორი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა. ძალიან მოეწონა და ისე მოხდა, რომ მაკოს დიდი სურვილიც და მისი და პროდიუსერების სურვილები ერთმანეთს დაემთხვა და ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს. რამდენიმე სიუჟეტი გააკეთა. ყველაფერს მეკითხება, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ მეს მივცე თავისუფლება. ვაძლევ რჩევებს და მიხარია, რომ ითვალისწინებს. მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა. აბსოლუტურად სხვა ადამიანი რომ იყოს, მაინც ამას ვიტყოდი – სწრაფად დგამს ნაბიჯებს უკეთესობისკენ. მგონია, რომ მაკოს ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი მთავარი ხაზი გახდება. რაც ეხება ბუკას, ვხედავ, რომ მისი მოწოდება და მისი ცხოვრება არის საერთაშორისო პოლიტიკა, ურთიერთობები, დიპლომატია. ეს ყველაფერი არის მისი. ისე სიღრმისეულად იცის, რომ გაკვირვებული ვარ თავად. ბუკას აქვს კიდევ ერთი უნიკალური თვისება, ასეთი პროფესიის ადამიანებში, პრინციპში, ეს იშვიათობაა, ის საოცრად კომუნიკაბელურია და ძალიან კარგი იუმორი აქვს. თხრობა შეუძლია ძალიან ლამაზად და კარგად. ვთვლი, რომ გიორგი ისაკაძემ ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილება მიიღო და ძალიან კარგი შენაძენია ეს მათი გუნდისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება ეს პროექტი, რაც ჩაფიქრებული აქვთ გიორგის და მას, ერთად. მიხარია, მაკოს და ბუკას ამბავი, მაგრამ თავად მენატრება ტელევიზია. ჟურნალისტიკა არის ისეთი პროფესია, რომელიც სიყვარულის გარდა მოითხოვს იმას, რომ უნდა იყოს შენი. შენი ნაწილი, შენი ცხოვრება; ის სამსახური სადაც ახლა ვარ, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, დიდი გამოცდილებაა. აბსოლუტურად სხვა კუთხით დანახული მოვლენები. მადლობელი ვარ, ყველა იმ ადამიანი, ვინც მომცა საშუალება აქ მემუშავა და პირველ რიგში ეს ადამიანი არის პრეზიდენტი“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ეკა მიშველაძემ ოჯახის წევრების სატელევიზიო საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა. ცნობილმა და გამოცდილმა ჟურნალისტმა საყვარელი პროფესიის, ტელევზიასთან დაკავშირებული მონატრებისა და იმ ლეგენდების შესახებაც ისაუბრა, ვისი დაფასებაც და დასაქმებაც შეიძლებოდა.