LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ECHOWAVES ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება

1

გადაცემის ლაივი LIVE

3 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“, დავით ქუთათელაზე და ნიკა ქობულაშვილი სტუმრობდენენ, რომელთაც ანაკლიაში 23-26 აგვისტოს დაგეგმილ ფესტივალზე Echowaves ისაუბრეს.

ECHOWAVES“ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება. 4-დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა.  მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს

– რამდენადაც ვიცი, ფესტივალი Echowaves კლასიკურ და ელექტრონულ მუსიკას გააერთიანებს…

– გეთანხმებით, ჩვენი ფესტივალი მართლაც კლასიკური და ელექტრონული მუსიკის ერთგავრი ნაზავი იქნება. დღეს საქართველო ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ითვლება ელექტრონული მუსიკის სფეროში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, პროექტით უამრავი ქართველი მსმენელი დაინტერესდება, მით უფრო, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს უამრავი უცხოელი შემსრულებელის, მათ შორის  ხუან ეტკინსის მონაწილეობით, რომელიც თბილისის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად წარსდგება მსმენელის წინაშე.

– საინტერესოა, რამდენად გამართული იქნება ფესტივალის ინფრასტრუქტურა?

– აუცილებლად ავღნიშნავ, რომ პირველ რიგში სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დავიწყეთ ზრუნვა, რათა თავიდან აგვერიდებინა ზედმეტი პრობლემები. გადაიხურება კარვების ქალაქი, იქნება მოსახერხებელი კვების ობიექტები ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასებით.

– რა განასხვავებს Echowaves სხვა ფესტივალებისგან?

– ჩვენი ფესტივალი თითქმის ყველა მუსიკალურ ჟანრს აერთიანებს, რომელთაც ხუთ დამოუკიდებელ სცენაზე  წარმოვადგენთ.  ხაზგასმით მინდა ავღნოიშნო, რომ ფესტივალი ნებისმიერი ექსცესისგან დავაზღვეულია ამიტომ უსიამოვნების შემთხვევაში ყველა ჩვენი სტუმარი დაიბრუნებს გადახდილ თანხას. გარდა ამისა, მსურველებს მიეცემათ სპორტულ აქტივობებში ჩაბმის შესაძლებლობა, მოეწყობა საპნის ბუშტების შოუ და მრავალი სხვა საინტერესო ღონისძიება ნებისმიერი ასაკის დამსვენებლისთვის.

– თქვენი გათვლით რა რაოდენობის ტურისტი ესტუმრება ფესტივალს?

–  ვფიქრობ, ქართველი და უცხოელი მუსიკის მოყვარულების ჩათვლით, ფესტივალს 15 ათასამდე სტუმარი ეყოლება.

გადაცემის აუდიჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები