LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენძელა მაჭავარიანის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

5

რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი გადაცემა „რას უსმენენ ცნობილები“ დაიწყო. მუსიკალური პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს.

გადაცემას ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი სტუმრობდა. აღმოჩნდა, რომ მისი საყვარელი სიმღერების შვიდეული ქართული ჰიტებითაა დაკომპლექტებული.

როგორ შეარჩია გადაცემის სტუმარმა 7  საყვარელი სიმღერა, ამას „ფორტუნას“ მსმენელი გადაცემიდან შეიტყობს.

მეშვიდე ადგილი – „ეს სიმღერა  „ხმელო ფოთოლო”  არის ჩემი საყვარელი პოეტის, ტარიელ ხალხელაურის ტექსტზე შექმნილი, ხოლო კომპოზიტორია იაკობ ბობოხიძე“

მეექვსე ადგილი  – „მახსოვს, მქონდა დიდი რადიომიმღები საკრავი ფირფიტებით. მათ შორის დები იშხნელების, რომლებიც ძალიან მიყვარდა. სიმღერა ,,არ დაიჯერებ” დღემდე ჩემთვის სულის მუსიკაა და ძალიან მიხარია, როდესაც  ძველ სიმღერებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ ხოლმე. მანანა მენაბდემ ეს საოცრად გააკეთა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. ეს სიმღერა ჩემს ცხოვრებას ალამაზებს და უკეთეს ადამიანს მხდის“

მეხუთე ადგილი  – „ალექსანდრე ბასილაია ჩემი საყვარელი კომპოზიტორია, მისი სიმღერა ,,მერე” ხშირად არის ჩემთვის სტიმულის მომცემი. თუ ცუდ ხაიათზე ვარ, ყოველთვის ამ სიმღერას ვუსმენ“.

მეოთხე ადგილი – „როცა უნივერსიტეტელები სადმე ერთად ვიკრიბებით, ყოველთვის ისმის ზურა დოიჯაშვილის ,,მელიქიშვილის გამზირი”. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს ნინო ჩხეიძის სიმღერები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ ეს ჟანრი ისევ აქტუალური გახადა.

https://www.youtube.com/watch?v=IdhXIkxfy90

მესამე ადგილი  –  „მოგახსენებთ, რომ ვარ კომიტეტის წევრი, სადაც მოადგილე გახლავთ ზაზა ხუციშვილი და ჩვენ ხშირად გვიწევს ერთად მგზავრობა ქუთაისში. გზაში კი ხშირად ვუსმენთ მუსიკას. ხან ცოცხალს, ხან აუდიო ვერსიას. მესამე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი მუსიკოსი, ზაზა ხუციშვილი სიმღერით ,,ჩემი სიმღერა”.

მეორე ადგილი  – „მიმაჩნია, რომ გია ყანჩელი არის გენიალური ადამიანი. ეს ის მუსიკაა, რომლის მოსმენის დროსაც უბრალოდ უნდა დადუმდე, ამიტომ არაფერს აღარ ვიტყვი და წარმოგიდგენთ ჩემი შვიდეულის მეორე ადგილზე გასულ სიმღერას. გია ყანჩელი, ნატო მეტონიძე ,,ყვითელი ფოთლები“.

 პირველი ადგილი  – „რამდენად დაღლილიც არ უნდა ვიყო, ვუსმენ ამ სიმღერას და მუდამ ვივსები ენერგიით. ჩემთვის ირაკლი ჩარკვიანი არის  პირველ ადგილზე, სიმღერით ,,მოდი წავიდეთ“.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები