ექიმი ენდოკრინოლოგი დავით მეტრეველი გადაცემაში „პულსი“

ექიმი ენდოკრინოლოგი დავით მეტრეველი  გადაცემაში „პულსი“

27 ოქტომბერს რადიო ფორტუნას და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ენდოკრინოლოგი,  ბატონი  დავით მეტრეველი სტუმრობდა.

– ბატონო დავით, რა სიახლეებია ქართული ენდოკრინოლოგიში და რას გვთავაზობენ ენდოკრინოლოგები, რამდენადაც ვიცი, მეტად საინტერესო აქციები აქვს დაგეგმილი თქვენს ცენტრს.

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ქართული ენდოკრინოლოგია მართლაც მაღალ დონეზეა და ნამდვილად იმსახურებს ნდობასა და პატივისცემას, ზოგადად ენდოკრინოლოგოია კი, ის სფეროა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და სწორედ ამიტომ, ყოველი წლის 14 ნოემბერს მსოფლიო დიაბეტის დღეს აღნიშნავს. შაქრიანი დიაბეტი არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაა, რადგან ბევრმა საერთოდ არ იცის, რომ ავადაა და მხოლოდ მაშინ მიმართავს ექიმს, როცა გართულება მხედველობის ან თირკმელების პრობლემებით ვლინდება. გამომდინარე აქედან, აქცია, რომელიც ჩვენს კლინიკაში 13-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება, არა მათზეა გათვლილი, ვისაც უკვე დასმული აქვს დიაგნოზი, არამედ მათზე, ვინც არაფერი იცის დაავადების შესახებ, თუმცა სერიოზული რისკის ჯგუფშია. ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ დიაბეტის განვითარების მთავარ ფაქტორი ასაკი – 45 წლის ზევით, სიმსუქნე, არასწორი კვება და პასიური ცხოვრების წესია. განსაკუთრებით მათ სჭირდებათ გამოკვლელვა, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს ან ვისთვისაც დიაბეტი გენეტიკური დაავადებაა. ხშირად ქალბატონებს ძალიან უხარიათ, როცა 4-კილოგრამიან ან უფრო დიდ ახალშობილებს ბადებენ, არადა სინამდვილეში, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ორსულობის დროს დედას გარკვეული ენდოკრინოლოგიური დარღვევები ჰქონდა. ასე რომ, თუ ქალი დიდ ბავშვს აჩენს, მშობიარობის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიაროს შემოწმება, რათა არ გამოგეპაროს შაქრიანი დიაბეტი, თავად კი, ყურადღბა მიაქციოს კვების რეჟიმს და ფიზიკური აქტივობას.

– რა ტიპის კვლევა ტარდება პირველადი დიაგნოზის დასადგენად?

– პირველადი კვლევა უზმოზე სისხლში გლუკოზის დონე განისაზღვრას ითვალისწინებს, ფარული შემთხვევების გამოსავლენად საჭიროა გლუკოზისადმი ამტანობის შემოწმება, ანუ თუ დიაბეტი აშკარად არ ჩანს, ტარდება გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი. გარდა ამისა, კვლევა გლიკირებული ჰემოგლობინის შემოწმებასა და რა თქმა უნდა, ექიმის კონსულტაციას გულისხმობს.

– მეორე საქველმოქმედო აქცია, რომელსაც თქვენი ცენტრი აწყობს, ოსტეოპოროზის კვლევას ეძღვნება, დაავადებას რომლის შესახებ წლების წინ ბევრი არაფერი ვიცოდიით, დღეს კი,  საკმაოდ აქტუალურ პრობლემადაა ქცეული.

– ოსტეოპოროზი მოტეხილობის მაღალი რისკს ნიშნავს ანუ ძვლების მსხვრევადობის მომატებას, როცა ძვალში კალციუმის რაოდენობა მცირდება და  სტრუქტურის ის ცვლილებები ვითარდება, რაც მოტეხილობას შედარებით ნაკლები ფიზიკური დატვირთვის პირობებში იწვევს. საკმაოდ რთულია მოტეხილობის დროს ოსტეოპოროზის მკურნალობა, რადგან უამრავი გართულება ახლავს თან და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ ვიზრუნოთ ძვლების ჯანმრთელობაზე. ოსტეოპოროზის გამომწვევი მიზეზებიდან პირველ ყოვლისა ენდოკრინული მოშლილობები უნდა ვივარაუდოთ, დაავადება ყველაზე ხშირად პოსტ მენოპაუზის ანუ ჰორმონების სერიოზული დისბალანსის დროს უვითარდებათ ქალბატონებს, სერიოზული ფაქტორია ტოქსიური ჩიყვიც, რომელიც ძვლების დაზიანებით იწყება, ოსტეოპოროზით სრულდება და პათოლოგიურ მოტეხილობებს იწვევს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი პაციენტი მკურნალობს თიროქსინის პრეპარატით, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან დოზის გადაჭარბა ოსტეოპოროზის რეალურ რისკთანაა დაკავშირებული.

– თქვენი კლინიკა რა აქციით პასუხობთ ამ პრობლემას?

– აქცია, რომელიც 1-დან 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და სერიოზულ შეღავათებს ითვალისწინებს, პირველ რიგში მათ გამოკვლევას ისახავს მიზნად, ვისაც მომატებული აქვს ძვლების დაზიანების რისკი. მართალია, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში თანამედროვე მედიცინის წყალობით შეიძლება ოსტეოპოროზით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილება და მისი მკურნალობა, მაგრამ მკურნალობამდე დიაგნოზის დაისმაა საჭირო. გამოკვლელვა თანამედროვე, მაღალი ხარისხის აპარატურით ხორციელდება, რომელიც საქართველიში სულ რამდენიმეა. საბედნიეროდ, ჩვენ კლინიკა ფლობს ამგვარ აპარატურა და შესაძლებლობა გვაქვს დავადგინოთ არა მხოლოდ ძვლის სტრიუქტურის ცვლილებები, არამედ შევაფასოთ რაოდენობრივად ანუ  განვსაზღვროთ რამდენად სერიოზულია დარღვევები, რაც მკურნალობის დროს გვეხმარება ვაკონტროლოთ თუ რა ტემპით უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში შემოწმდება D ვიტამინის დონე და ჩატარდება ყველა ის თანამედროვე, მაღალი დონის გამოკვლევა, რომელიც მთელ მსოფლიოში ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული.

31 ოქტომბერი, 2017

სხვა ჩანაწერები