LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმმა–ენდოკრინოლოგმა მარიამ ასათიანმა “პულსში” ჩიყვის მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა

16

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

28 აპრილს, რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა “ენ მედიცის” ექიმი-ენდოკრინოლოგი მარიამ ასათიანი სტუმრობდა, რომელმაც ჩიყვსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე  ისუბრა.

– ქალბატონო მარიამ, ჩიყვი მთელ მსოფლიოში აქტუალურია და განსაკუთრებით საქართველოში. რას გვეუბნება ციფრები, რომელიც ყველაზე ობიექტურად ასახავს რეალობას, როგორია სტატისტიკური მონაცემები და დაავადების ეპიდემიოლოგია?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მართლაც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, რადგან საქართველო იოდის დეფიციტის კერაა. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიას – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ინციდენტობა გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით ვარირებს. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული სიმსივნეების შემთხვევები ერთ წელიწადში დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა და თუ 2014 წელს საერთო რაოდენობა 108-ს შეადგენდა, 2015 წლისთვის უკვე 418 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია, მითუმეტეს რომ 2017 წლისთვის უფრო გაიზარდა.

– რას წარმოადგენს ზოგადად ჩიყვი და როგორ ვლინდება დაავადება?

– ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი პათოლოგია ჩიყვთან ასოცირდება. ჩიყვი გადიდებული ფარისებრი ჯირკვალია რაც სხვადასხვა მიზეზით – იოდის დეფიციტით, დაბინძურებული გარემოთი, არასრულფასოვანი ან არაჯანსაღი კვებით შეიძლება იყოს გამოწვეული. შედეგად, იწყება იმუნური სისტემის ცვლილებები და სწორედ ეს ხდება ფარისებრი ჯირკვლის როგორც სტრუქტურული, ისე ფუნქციური პათოლოგიების მიზეზი. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს – ჰიპერთირეოზი, რომელიც ეთიროიდული ჰორმონის ჭარბი პროდუქციითა გამოწვეული, ჰიპოთირეოზი, რომელიც ესთიროიდული ჰორმონის არასაკმარისი პროდუქციითა განპირობებული და სტრუქტურული ცვლილებები, რომელშიც კვანძოვანი პათოლოგიები, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზია ანუ გაგიდება მოიაზრება და რომელსაც ჩიყვს ვეძახით.

– რა შემთხვევაში უნდა მიიტანოს ადამიანმა ეჭვი დაავადებაზე?

– ჰიპერთირეოზის დროს მომატებულია ნივთიერებათა ცვლა, რადგან მატულობს ეთიროიდული ჰორმონი, რაც თავის მხრივ გაძლიერებულ ოფლიანობას, წონაში კლებას, გულისცემის აჩქარებას, დიარეას და ემოციურ ლაბილობას იწვევს. ჰიპოთირეოზისთვის კი, პირიქით დამახასიათებელია ნივთიერებათა ცვლის დაქვეითება, რაც იწვევს საერთო სისუსტეს, მოთენთილობას და ძილიანობას, კანის სიმშრალეს, თმის ცვენას და ფრჩხილების მტვრევას. ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმაშია ანუ ჰორმონალური სტატუსი შენარჩუნებულია, მაგრამ აღინიშნება სტრუქტურული ცვლილებები – კვანძოვანი წარმონაქმნები და დიფუზური გადიდება. სწორედ ამგვარი დაავადებების თავიდან ასაცილებლად და პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

– აქვს თუ არა დაავადებას ასაკობრივი თავისებურებები ან სქესობრივი კუთვნილება, ანუ რა კატეგორიის ადამიანები შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებული რისკის ჯგუფად?

– განსაკუთრებული რისკის ჯგუფებს ასაკოვანი ქალბატონები მიეკუთვნებიან, თუმცა, ბოლო დროს დაავადება ახალგაზრდებშიც საკმაოდ გახშირდა. თუმცა, ასაკოვან ქალბატონებს მაინც განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და სისტემატური გამოკვლევა სჭირდებათ.

– რა შესაძლებლობები აქვს მსოფლიო და პირველ რიგში ქართულ მედიცინას დაავადების დროული დიაგნისტიკისა და მკურნალობის მხრივ?

– პირველ რიგში, რა თქმა უნდა აუცილებელია დაავადების ზუსტი დიაგნისტიკა, რაც მკურნალობის სწორად  წარმართვაში დაგვეხმარება. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს პაციენტის ანამნეზის ანუ დაავადების ისტორიის დეტალური შესწავლა და განისაზღვროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური სტატუსი, რაც თიროოტროპული ჰორმონის და თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრას გულისხმობს. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ამგვარი ანალიზები საკმაოდ ფაქიზი და მგრძნობიარეა, ამიტომ მათი კვლევა მთელი სიზუსტით უნდა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში. საბედნიეროდ, ჩვენს კლინიკას აქვს ამის საშუალება, რადგან ჩვენთან  გარე ხარისხის კონტროლი მოქმედებს და მაქსიმალური სიზუსტით ხდება ანალიზების გამოკვლევა. გარდა ამისა, ჰორმონალურ გამოკვლევასთან ერთად აუცილებლია ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა მაღალკვალიფიციური რადიოლოგის მიერ, შესაბამისი აპარატურით და ექიმი-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, საჭიროების შემთხვევაში კი, გაიგზავნოს პუქციურ ანუ წვრილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიაზე. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან მასალის აღებას და უჯრედულ დონეზე ციტოლოგიურად შესწავლას გულისხმობს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიღებული ბიოფსიური მასალის ზუსტი დიაგნოსტირება. სხვა სამედიცინო ცენტრებისგან განსხვავებით ჩვენთან აღნიშნული მეთოდი ე.წ. “ლიქვიდ-ბეითზეა” დაფუძნებული ანუ ხდება მიღებული მასალის სითხეში ჩადება, რასაც ორი ძირითადი უპირატესობა აქვს: პირველი – მასალა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახება და საჭიროების, მაგალითად დიაგნოზის გაღრმავების აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება მისი გამოყენება და მეორე – უხეშად რომ ვთქვათ, ხდება უჯრედების განცალკევება ზედმეტი სისხლისგან და მათი უფრო დეტალურად შესწავლა, რაც იძლევა ზუსტი დიაგნისტიკის საშუალებას.

– საბედნიეროდ, კლინიკა “ენ მედიციში” პაციენტს სრულფასოვანი სერვისის მიღება შეუძლია – დიაგნოსტიკით დაწყებული ოპერაცით  დასრულებული.

– ჩვენთან მოსული პაციენტი მართლაც სრულ მომსახურებას ღებულობს ლაბორატორიული თუ ულტრაბგერითი გამოკვლევით დაწყებული, ქირურგიული მკურნალობით დასრულებული.

– როგორც აღნიშნეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაბორატორიული კვლევის სიზუსტე და შეაბამისად კლინიკის ინფრასტრუქტურა. რამდენად გადამწყვეტია ის აპარატურა, რომელის მფლობელიც კლინიკაა და ამ ხრივ, რა მდგომარეობაა თქვენს კლინიკაში?

– როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენთან გარე და შიდა ხარისხის კონტროლი მოქმედებს, შვეიცარიიდან იგზავნება ანალიზები და ხდება მუდმივი კონტროლი, ანუ თითქმის ყოველთვე ხორციელდება მონიტორინგი და ანალიზების შედარება.

– დაავადების მკურნალობის რა მეთოდები არსებობს, რა შემთხვევაში გამოიყენება მედიკამენტური და რა შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა. გარდა ამისა, საინტერესოა, რა შესაძლებლობა აქვს ქართველ პაციენტს და შეუძლია თუ არა მას სრულყოფილი მკურნალობის ჩვენს ქვეყანაში მიღება?

– მკურნალობის მეთოდი ძირითადად კონსერვატიულია – ტაბლეტო-თერაპიის სახით. ფუნქციური უკმარისობის შემთხვევაში ანუ ჰიპოთირიოზის დროს თიროიდული ჰორმონი ინიშნება, სიჭარბის შემთხვევაში კი, ხდება ფუნქციის დათრგუნვა ანუ ინიშნება თირეოსტატიკები. ავთვისებიანი სიმსივნეების, დიდი ზომის ფარისებრი ჯირკვლის და მზარდი კვანძების დროს აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. აქვე ავღნიშნავ, რომ მართალია, ქირურგიული მკურნალობის დროს საკმაოდ მცირეა ხორხის შებრუნებული ნერვის დაზიანების შემთხვევები, მაგრამ ჩვენს კლინიკაში არსებობს ამგვარი გვერდითი მოვლენის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება – ხდება ნეოირომონიტორის აპარატით ინტრა-ოპერაციული მკურნალობა ანუ როცა ქირურგი ხორხის შებრუნებულ ნერვს ეხება, ნეირომონიტორი  მას სიგნალს აძლევს და იცავს მსგავსი დაზიანებებისგან.

– შეიძლება თუ არა პაციენტის სრული განკურნება?

– კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპერთირეოზი და ჰიპოთირეოზი ყოველთვის საჭიროებს დინამიურ დაკვირვებას. პაციენტს, რომელიც სისტემატიურად გადის სამედიცინო შემოწმებას გამოჯანმრთელების ძალიან დიდი შანსი აქვს.

– თანამედროვე აპარატურა უდავოდ საჭიროა, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია პროფესიონალი ექიმები. თქვენს კლინიკას უამრავი ახალგაზრდა კადრი ჰყავს, თქვენი აზრით რამდენად ამართლებს ამგვარი არჩევანი?

– ჩვენთვის დიდი პატივია „ენ მედიცის“ კლინიკაში მუშაობა და რაც მთავარია, ძალიან საპასუხისმგებლოა. მითუმეტეს, რომ ყოველთვის კრიტიკულები, ძალიან მკაცრები ვარ საკუთარი თავის მიმართ და ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯებით მიზნის მისაღწევად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები