LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იქნება ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული ტური – ეს იქნება შოკი”

2

გადაცემის ლაივი LIVE

22 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“   პროექტის „მხოლოდ ქართული“ კონკურსანტები სოფო ბათილაშვილი და კონსტანტინე კარანაძე სტუმრობდნენ, მათ „ფორტუნას” ეთერში პროექტის დეტალებზე ისაუბრეს ისაუბრეს.

რა მოგიტანათ პროექტმა „მხოლოდ ქართული“?

სოფო: მე პირადად დამაწყებინა ქართული მუსიკის მოსმენა და ქართულად მღერა,  აღმოვაჩინე, რომ ძალიან სასიამოვნო ყოფილა პროცესი, როდესაც ქართულად მღერი და აუდიტორიას, რომელიც ქართულენოვანია, მათ და შენ ენაზე უმღერი.

კონსტანტინე:  მხოლოდ ქართული” არის ძალიან, ძალიან მაგარი პროექტი, აქამდე არ ვეხებოდი ქართულ სიმღერას, ზოგადად მიყვარს არაორდინალური იდეების სიმღერაში და ჩადება  ქართულ სიმღერაში ეს მიძნელდებოდა, ენაც ისეთია… ახლა როდესაც შევეხე, ორმაგად დამეუფლა ის გრძნობა რომ ძნელია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ეს გრძნობა.

როგორია ემოციები როდესაც ჟიურის წევრები განსაკუთრებულ ქულებს გიწერენ და მაყურებელი გგულშემატკივრობს?

სოფო: ორი გრძნობა მეუფლება ხოლმე, ძალიან დიდი სიხარული დ ამავე დროს შიშის მომენტი მაქვს, პასუხისმგებლობის, რადგან ამ ტურში ასეა, შემდეგში პროგრესი უნდა გქონდეს, რომ შეინარჩუნო ეს ყველაფერი. ქულებზე დიდად არ ვფიქრობთ ხოლმე, მაგრამ როდესაც ძალიან მაღალი ქულები იწერება დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ მაყურებლის და ჟიურის წინაშე, იძულებული ხარ პროგრესზე იმუშაო.

როგორია ოჯახის წევრების ემოცია?

სოფო: სულაც არ მეუბნებიან არაჩვეულებრივი იყავიო, საკმაოდ კრიტიკულები არიან და ბევრ კომპლიმენტს ზოგადად არცერთ თემაზე არ მეუბნებიან. მეც ვცდილობ ნაკლოვანებებზე გავამახვილებინო ყურადღება და ვკითხო რა მაქვს გამოსასწორებელი.

კონსტანტინე: ოჯახი ამაყობს ალბათ,  მაგრამ მე არანაირი ამბიციები და პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ მინდა რომ ბევრი ვისწავლო და მივიღო სიამოვნება თვითონ სცენაზე, ყოველთვის მაინტერესებდა ეს რა იყო. ხან კარგად გამომდის სიმღერა, ხან არა, მაგრამ ჩემები რახან ხედავენ, რომ მე ამ სიამოვნებას ვიღებ, მაინც უხარიათ.

ვინ არის ის შემსრულებელი რომლის ნამუშევარსაც ყველაზე დიდი სიანმოვნებით შეასრულებდით?

სოფო: აღფრთოვანებული ვარ ზვიად ბოლქვაძით, ეს არის მუსიკოსი, რომელთან ერთადაც მუშაობა დიდი ფუფუნება და სიამოვნებაა.

კონსტანტინე: ხომ ამბობენ, რომ ქართული ესტრადა სულს ღაფავს, ბევრი უგემოვნო შემსრულებელია და ა.შ., მე ვფიქრობ არიან ადამიანები, ღირსეულები, ვინც  იცის ქართული სიმღერა, თუნდაც ფოლკლორიდან დავიწყოთ  და სწორედ ის ადამიანები არიან ვინც ძალიან გემოვნებიანია და გადაარჩინა ქართული ესტრადა.

რით იქნება გამორჩეული შემდეგი ტური, ვის სიმღერებს შეასრულებთ?

სოფო: ეს იქნება ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული ტური, ჯერ არ ვამხელთ, დაელოდოს მაყურებელი.

კონსტანტინე: ეს სიმღერები და ეს რეპერტუარი ყველასთვის, პატარიდან დაწყებული დიდით დამთავრებული  უდიდესი სიამოვნების მომგვრელი იქნება, ეს იქნება შოკი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები