ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სტატისტიკა 300%-ით გაიზარდა – ონკოლოგი დავით ბახტურიძე გადაცემაში „პულსი“

16

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

17 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ყბა-სახის ქირურგი, ონკოლოგი დავით ბახტურიძე სტუმრობდა, რომელმაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგოებსა და ქირურგიაზე ისაუბრა.

– ბატონო დავით, როგორია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სტატისტიკა დღეს?

– ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები განსაკუთრებით აქტუალური ბოლო წლებში გახდა. 20 წლის განმავლობაში 300%-ით გაიზარდა პირველადი პაციენტების რაოდენობა. 1996 წელს, ჩვენს განყოფილებაში სულ რაღაც 8-10 ოპერაცია კეთდებოდა თვეში, ახლა კი, ამდენივე პრაქტიკულად ერთ დღეში კეთდება. როგორც ხედავთ, ზრდა მართლაც კატასტროფულია, რისი მიზეზიც პირველ რიგში ჩერნობილის ავარია და მომატებული რადიაციააა.

– დილეტანტები ხშირად კითხულობენ, რა შუაშია წლების წინ მომხდარი ავარია დღევანდელ შედეგებთან?

– რადიაცია საკმაოდ ვერაგი მოვლენაა, რომელიც დიდი ხნით რჩება ორგანიზმში და „ბოროტ საქმეებსაც“ წლების მანძილზე აკეთებს, პიკს კი, დაახლოებით 25 წელიწადში აღწევს. სამწუხაროდ, ავარიები კლების ნაცვლად მატულობს, სულ ცოტა ხნის წინ იყო მორიგი ავარია მოხდა იაპონიაში. ერთი შეხედვით აზიური ქვეყანა ძალიან შორსაა ჩვენგან, თუმცა არასასიამოვნო მოვლენები გროვდება და შედეგასაც სავალალოს ვღებულობთ.

– რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება და რამდენად მარტივია თქვენთვის, როგორც ქირურგისთვის მისი ადრეულ ეტაპზე მკურნალობა?

– არსებობს მოსაზრება, თითქოს ქართველები არასდროს აქცევენ სათანადო ყურადღებას  საკუთარ ჯანმრთელობას, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რადგან პაციენტი ყოველთვის დროულად ხვდება კომპეტენტურ ენდოკრინოლოგთან, რომელიც ერთგვარ მონიტორინგს ახორციელებს, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ციტოლოგიურ კვლევას ატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება პაციენტი ქირურგთან.

– რამდენად ხშირია გადაცდომები, როცა ერთის მხრივ არაა აუცილებელია ოპერაცია, თუმცა მაინც კეთდება და მეორეს მხრივ, როცა საჭიროა ქირურგიული ჩარევა, თუმცა ექიმი და პაციენტი მის გარეშე ცდილობენ პრობლემის დაძლევას?

– დღეს ჩვენ მეტწილად ამერიკის და ევროპის გაიდლაინებით ვსარგებლობთ, რომელიც ნებისმიერი შემთხვევისთვის გვაძლევს მინიშნებას, თუ რა გზა უნდა ავირჩიოთ ეფექტური შედეგის მისაღებად. რა თქმა უნდა, გადაცდომებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკაში მკაცრად კონტროლდება ყველა ოპერაცია, მოგვიანებით კი, აუცილებლად ხდება მისი განხილვა.

– თანამშრომლობს თუ არა თქვენი კლინიკა უცხოელ სპეციალისტებთან?

– ზოგადად, ჩაკეტილობა პროგრესის ყველაზე დიდი მტერია, ამიტომ აუცილებელია, როგორც ჩვენი საზღვარგარეთ სტუმრობა, ისე უცხოელი კოლეგების ჩამოსვლა, გამოცდილების გაზიარება კი, პირველ რიგში ახალი მეთოდოლოგიების დანერგვასა და იმ ნიუანსების დახვეწაში გვეხმარება, რაც პაციენტის რეალიბიტაციას უწყობს ხელს.

– რა შესაძლებლობები აქვს ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიას დღეს?

– მართალია, არ იცვლება ადამიანის ანატომია, მაგრამ იცვლება მიდგომები. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიაში მნიშვნელოვნად შემცირდა განაკვეთების ზომა, რაც ვფიქრობ საკმაოდ გამართლებულია, რადაგან კუნთების გარკვეული ჯგუფების კვეთის თავიდან აცილებით საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს პაციენტის რეაბილიტაცია.

– დიდი ხანია წარმატებით ხორციელდება თქვენს კლინიკაში დანერგილი ახალი მეთოდი. საინტერესოა, რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდს როგორც ექიმისთვის და პაციენტისთვის?

– მეთოდები ყოველთვის განსხვავებულია, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე მაღალ ტექნოლოგიებთან – ლაპარასკოპიულ აპარატურასთან გვაქვს, რომელიც ძალიან კარგ გამოსახულებას და მისი გადიდების საშუალებას, ანუ საუკეთესო ვიზუალიზაციას იძლევა, რაც თავის მხრივ, 5-მილიმეტრიანი განაკვეთის იღლიაში გაკეთებაში გვეხმარება. ამგვარი ოპერაცია პირველ რიგში  პაციენტისთვისაა მოსახერხებელია, რადგან გადადგილება მხოლოდ კანქვეშ ხდება სხვა ქსოვილის დაზიანების გარეშე, თუმცა ამგვარი მეთოდის გამოყენება რეკომენდირებული არაა ავთვისებიანი სიმსიმნის შემთხვევაში.

– რამდენად სერიოზულია განსხვავება დღევანდელ და თუნდაც 20 წლის წინამდელ ქირურგიას შორის?

– ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის ცოდნა და გამოცდილება, რათა ზუსტად განისაზღვროს რა ტიპის ოპერაციაა ჩასატარებელი. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ონკოლოგიური დაავადებების შემთხვეაში, როცა ყველა მონაკვეთი ისე უნდა დამუშავდეს, დარწმუნებული ვიყოთ, მაქსიალურ ეფექტურობაში. დღეს ამგვარი ოპერაციების დროს საშუალება გვაქვს შენარჩუნოთ სისხლძარღვოვანი კონები, ნერვული დაბოლოებები და ბოჭკოები, რათა ოპერაციის შემდეგ პაციენტს ნაკლები პრობლემა შეექმნას. გარდა ამისა, მომიჯნავე სპეციალისტებთან ერთად გაცილებით ეფექტურად ხდებ მკურნალობა, ვიდრე ეს წლების წინ იყო და თავისუფლად შეიძლება არაოპერაბელური შემთხვევების წარმატებით ოპერირებაც.

– რამდენად ეფექტურია ოპერაცია ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი პაპილარული სიმსივნეებია, რომელიც ადრე არც შედიოდა ავთვისებიან სიმსიმნეთა რიცხვში. დღეს კი, ოპერაციათა 95%-ით წარმატებით სრულდება, რაც საკმაოდ სერიოზული შედეგია სიმსივნეების შემთხვევაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები