LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ვაჟა დურგლიშვილის საიუბილეო კონცერტს უმასპინძლებს – „არტ-FM“

10

17 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი და მომღერალი რატი დურგლიშვილი სტუმრობდნენ.

– ბატონო ვაჟა, მალე შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წელს აღნიშნავთ. სად გაიმართება საიუბილეო კონცერტი, რომელიც ამავდროულად საქველმოქმედოც იქნება?

– კონცერტი 21 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე გაიმართება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. მოუთმენლად ველი მსმენელთან შეხვედრას, რომელიც ვფიქრობ ძალიან კმაყოფილი დარჩება, რადგან ძველი და კარგად ნაცნობ სიმღერების გარდა, ბევრ ახალ ნამუშევარსაც წარმოვადგენთ ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად. თავის დროზე, მე ბატონმა რობერტ ბარძიმაშვილმა აღმომაჩინა, ამიტომ ახალა მეც მინდა ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის საშუალება მივცე.

– საინტერესოა, ვინ მიიწვიეთ თქვენს კონცერტში მონაწილეობის მისაღებად?

– სიმღერას „სანატრელი საქართველო“ ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელთა ტრიო იმღერებს. მიხარია, რომ სიმღერა ჩაიწერა და ძალიან კარგი გამოვიდა. მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ანსამბლი „მთიები“, ჩემი შვილიშვილი ლუკა და ხალხური საკრავების ანსამბლი „ურმული“, ახალი საცეკვავო ნომერით. მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგებიან მერაბ სეფაშვილი და ბესო კალანდაძე, ვახტანგ კიკაბიძე და ნუგზურ კვაშალი, ზურა კობეშავიძე ჩემი ძველი სიმღერების პოპურს შეასრულებს, ქალბატონი მანანა თოდაძე კი, სპეციალურად ჩვენი კონცერტისთვის ჩამოვა მოსკოვიდან.

– რატი, რამდენადაც ვიცი, თქვენ საზღვარგარეთ გქონდათ გამოსვლები დაგეგმლი, თუმცა ყველაფერი გვერდზე გადადეთ მამის კონცერტში მონაწილეობის მისაღებად?

– მართალია, სერიოზული გეგმები მქონდა, თუმცა, დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ჩავთვალე, რომ ბევრად მნიშვნელოვანი იყო მამის გვერდით დგომა.

– რა გრძნობაა, როცა ასეთი გამორჩეული მამა გყავთ და რამდენად გეამაყებათ, რომ მისის შვილი ხართ?

– რა თქმა უნდა, ოჯახი ჩემთვის უძვირფასესია და ამაზე არც ღირს ლაპარაკი. მშობლების დიდი მადლიერი ვარ, რადგან ყველა ჩემი დადებითი თვისება სწორედ მათი აღზრდის დამსახურებაა.

– ბატონო ვაჟა, რატი როგორი შვილია?

– ზოგადად, ძალიან მიჭირს შვილების ქება, თუმცა აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ რატის უდიდეს პატივს ვცემ. მართალია, ძალიან მკაცრად გაიზარდნენ, მაგრამ უსაზღვროდ პატიოსნად ცხოვრობენ და ძალიან ვამაყობ მათით.

– რატი, ქართველმა მსმენელმა ძალიან განიცადა დუეტის „ჯორჯია“ დაშლა, თუმცა განსხვავებული ფორმით თქვენ მაინც აგრძელებთ ერთად მუშაობას?

– გეთანხმებით, ჩვენ ყველაფერს ურთიერთშეთანხმებით ვაკეთებთ და არასდროს გვაქვს ერთად მუშაობის პრობლემა. უბრალოდ, ორივე გავიზარდეთ, განსხვავებულად შევხედეთ ყველაფერს და ახლის კეთების სურვილი გაგვიჩნდა, რაც ვფიქრობ ძალიან სწორია. მე და მაკა ბავშვობიდან ერთად ვართ, ერთად გავიზარდეთ და ჩვენი დაშლა თუ დაშორება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

– ბატონო ვაჟა, ანსამბლ „ორერაში“ მოღვაწეობას როგორ გაიხსენებთ?

– პირველად დუშეთში გამოვედი უზარმაზარი ანსამბლის შემადგენლობაში, ერთ-ერთი იტალიური სიმღერა შევასრულე. მერე კი, სიმღერების წერა თვითონ დავიწყე ცნობილი კომპოზიტორების ხელმძღვანელობით, რომლებიც ჩემს ნამუშევრებს აფასებდნენ და მათ დახვეწაში მეხმარებოდნენ, უამრავი სიმღერის შემდეგ ერთ-ერთი სწორედ „ორერას“ რეპერტუარში მოხვდა, რამაც ძალიან გამახარა, რადგან ძალიან მალე გახდა ცნობილი და მთელი საბჭოთა კავშირში მოიპოვა პოპულარობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები