LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი, სადაც მარტოხელა ადამიანებისთვის უამრავი დამაიმედებელი გზავნილია

არდადეგები რეჯისორ ნენსი მეიერის 2006 წლის ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ქეით უინსლეტი და კემერონ დიაზი ასრულებენ. ისინი ატლანტის ოკეანის ორ საპირისპირო კონტინენტზე მცხოვრებ, მიტოვებულ ქალებს განასახიერებენ,  თუმცა გულგატეხილობისგან თავის დასაღწევად საცხოვრებელ ადგილებს ცვლიან. ახალი გარემო და ახალი ნაცნობები შობის დღესასწაულს მათთვის ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის.

საშობაო თემატიკის რომანტიკული კომედია არდადეგები, ცნობილი მსახიობებით არის დაკომპლექტებული. კეიტ უინსლეტს და კემერონ დიაზს ფილმში პარტნიორობას ჯუდ ლოუ და ჯეკ ბლეკი უწევენ.

ქეით უინსლეტის გმირი აირინი, „დეილი ტელერგაფის“ სოციალური განყოფილების რედაქტორია და ის ლონდონში ცხოვრობს. მას უკვე წლებია ერთი მამაკაცი უყვარს, თუმცა გაიგებს, რომ ის სხვა ქალზეა დანიშნული და ამის გამო აირინი გულგატეხილია.

პარალელურად ფილმში ჩნდება ამანდა ვუდსი, კემერონ დიასის გმირი, რომელსაც ლოს ანჯელესში საკუთარი კომპანია აქვს, რომელიც ფილმების თრეილერებზე მუშაობს. საკუთარ სამსახურზე შეყვარებული ამანდა მოულოდნელად არმოაჩენს, რომ მას ბოიფრენდი ასაკით გაცილებით პატარა გოგოსთან ღალატობს. ამის შემდეგ ის გადაწყვეტს შვებულება მოიწყოს.  ის შედის საიტზე, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები დროებით სახლებს ცვლიან და ის აქ აირინის მიერ განთავსებულ განცხადებას ნახავს და მისი აგარაკით მოიხიბლება. ისინი მალევე შეთანხმდებიან და სახლებს ორი კვირით გაცვლიან.

აირინი ამანდას მდიდრული აპარტამენტებით აღფრთოვანებულია, თავად ამანდა კი ბრიტანეთის ერთ-ერთ სოფელში, ცხოვრების ნელი და მოსაწყენი ტემპით უკმაყოფილოა.. ასე რომ ის მეორე დღესვე უკან დაბრუნებას გადაწყვეტს, თუმცა გვიან ღამით მოხდება ის რაც ამანდას დარჩენას გადააწყვეტინებს. მას მოულოდნელად აირინის ძმა, ჯუდ ლოუს გმირი გრეჰემი ესტუმრება, რომელმაც მისი დისა და ამანდას გარიგების შესახებ არაფერი იცის. ამანდა დაუპატიჟებელ სტუმარს ღამის გათევის ნებას დართავს და ისინი საერთო ენას მალევე გამონახავენ.  დროს უქმად არც აირინი კარგავს, ის ჯეკ ბლეკის პერსონაჟს მაილსს გაიცნობს და მასთან ერთად ახალ მეგობრებს გაიჩენს. მაილსი მეგობარ გოგოს დაშორდება და ეს მას აირინთან კიდევ უფრო დააახლოებს.

საბოლოოდ აირინი მაილსთან ერთად ბრუნდება ლონდონში, სადაც მათ ამანდა და გრეჰემი დახვდებიან, ბედნიერი წყვილები შობის დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.

კინოკრიტიკოსების შეფასება არაერთგვაროვანი იყო. უარყოფითი შეფასება დაიმსახურა ფილმის სიუჟეტმა, რომელშიც კრიტიკოსების აზრით მოულოდნელობის ეფექტის ნაკლებობა იგრძნობა და მოვლენების განვითარება მარტივად პროგნოზირებადია. ქება დაიმსახურა ქეით უინსლეტის და ჯუდ ლოუს სამსახიობო ოსტატობამ. უამრავი კრიტიკოსის აზრით ფილმში არდადეგები, უამრავი დამაიმედებელი გზავნილია მარტოხელა ადამიანებისთვის, რაც ფილმს  დიდ მნიშვნელობას სძენს.. რაც შეეხება ფინანსებს, ფილმის გადასაღებად 80 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ხოლო მისმა მოგებამ 200 მილიონ დოლარს გადააჭარება. ეს კი საშობაო რომანტიკული კომედიისთვის საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია.