LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტნესი, საუნა, ესთეტიკის ცენტრი, ანტისტრესული და სპაპროცედურები ერთ სივრცეში

11

ინტერვიუ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კურორტოლოგთან ნანა გულუასთან.

რა ცვლილელები განხორციელდა ბალნეოლოგიურ კორორტზე ბოლო პერიოდში?

ჩვენი ისტორია გოგირდოვანი წყლებიდან მოდის, შემდეგ ნელ-ნელა , განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დაემატა ახალი პროცედურები, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და სხვა. აქ ფართო არჩევანია მომხმარებლებისთვის, გამოკვლევები სხვადასხვა მიმართულებით, ვიწრო სპეციალობის წარმომადგენლები, ესთეტიკის ცენტრი გაიხსნა სულ ცოტა ხნის წინ, ლაზერო-თერაპევტი გვყავს, ასევე იოგა, აკვააერობიკა, ფიტნესი ფუნქციონირებს, გვაქვს საუნა, ფინური და თურქული, ასევე საპრევენციო, სამკურნალო პროცედურები

როგორც მივხვდი, ყველაფერი ერთ სივრცეშია, თუ შეგიძლიათ გვითხრათ მთავარი პროცედურები, რაც თქვენი ძირითადი მიმართულებაა?

გვაქვს სამკურნალო აბაზანები, ძვალ-სახსროვანი დაავადებების დროს, ასევე ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს, ფიგურის საკორექციოდ, ზოგადგამაჯანსაღებელი, ანტისტრესული მასაჟი, მოკლედ, ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია. გვაქვს ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური სამკურნალო პროცედურები

რაც შეეხება ფასებს, გასაგებია, რომ ასე დეტალურად ყველა პროცედურის ფასს ვერ გვეტყვით, მაგრამ მსმენელს რომ უთხრათ, რა პაკეტები გაქვთ ამ დროისთვის?

ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა პაკეტი გვაქვს, ჩვენს გვერდზე სოციალურ ქსელში, შეგიძლიათ შეხვიდეთ balneologicalresortspa და იქ ნახავთ დეტალურად ფასებს, აქციებს და შეთავაზებებს

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნაწილობრივ დასაწყისში უკვე აღნიშნეთ, მაგრამ მე ვიცი, სასტუმროს                  მშენებლობაც მიმდინარეობს?

შენდება მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი ფრანგებისა და იტალიელების დიზაინით, რომელიც კორორტის ბაზაზეა, ასევე ჩვენს ბაზაზე სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება და ყოველთვის ვცდილობთ, რომ განვითარებაზე ორიენტირებულები ვიყოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები