LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად იყავით საუბრისას, რადგან მეორე დღეს შეიძლება ეს სიტყვები სიმღერად იქცეს

15

14 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის ”არტ-FM”-ს კენ ჰენსლი, გიორგი კვაბზირიძე, ნიკა მაჭავარიანი და თეო ჩიტიშვილი სტუმრობდნენ.

საქველმოქმედო კონცერტი ”ცა მეტია, ვიდრე ცამეტი”, რომელიც დღეს სპორტის სასახლეში იმართება, ერთობის და სოლიდარობის აქციაა და 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებით დაზარალებულებებს ეძღვნებათ. კონცერტი გიორგი კვაბზირიძის, ნიკუშა შენგელაიას, დათო ევგენიძის და სხვათა ინიციატივით ეწყობა და ქართველ მუსიკოსებთან ერთად ბრიტანელი მუსიკოსი – კენ ჰენსლიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სპეციალურად საქველმოქმედო კონცერტისთვის ესტუმრა თბილისს.

ლეგენდარული მომღერალი, გიტარისტი და კომპოზიტორი კენ ჰენსლი უკვე მეოთხედ ჩამოდის საქართველოში, საკმაოდ კარგად იცნობს ქართველ მუსიკოსებს და ძალიან უხარია, რომ დაგეგმილ კონცერტზე ისინი მასთან ერთად შეასრულებენ სპეციალურად ამ აქციისთვის შექმნილ კომპოზიციას.

ჯგუფის ”Uriah Heep”-ის ყოფილი წევრი დღეს სოლო შემოქმედებითაა დაკავებული, ჯგუფი კი, როგორც თავად აღნიშნა, მისი შემადგენლობის ხშირი ცვლილების გამო დატოვა. ათწლიანი არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა ბასისტი, ვოკალისტი და საბოლოოდ ”Uriah Heep”-მა საკუთარი სტილი დაკარგა, ერთგვარ ქავერ-ჯგუფად დაემსგავსა და მუსიკოსმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა შემოქმედების გაგრძელება.

ძალიან უჭირს საკუთარი კომპოზიციებიდან რომელიმე ერთის გამორჩევა, რადგან მისთვის ყველა სიმღერას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა, თავისი განცდა და ემოცია აქვს. ჰენსლისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, ყველა მოვლენა და სიტყვაც კი, ამიტომ, როგორც მუსიკოსმა იხუმრა, ნებისმიერი ფრთხილად უნდა იყოს მასთან საუბრისას, რადგან მისი სიტყვები მეორე დღეს შეიძლება სიმღერად იქცეს.

ცნობილი ჰიტი ”Lady in Black” მუსიკოსმა ტურნეში დაწერა, როცა ერთ დილას სასტუმროს ფანჯრიდან გაიხედა და გოგონა დაინახა გრძელ შავ კაბაში. გიტარა აიღო და სწორედ ის გადაიტანა მუსიკაში რაცას ფანჯრიდან ხედავდა, მოდვიანებით კი, კომპოზიცია საკუთარი ფანტაზიით გაამდიდრა. შავებში ჩაცმული გოგონა, რომელიც არც მანამდე ენახა და არც მერე შეხვედრია არასდროს, ჩვეულებრივი ადამიანიდან მისთვის რამდენიმე წამში ქალღმერთად იქცა. ჰენსლის განცხადებით, მის კონცერტებზე ხშირად მიდიან შავ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალები და ყოველი მათგანი სრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ სწორედ ისაა ის მისტიკური ”ქალი შავში”.

საქველმოქმედო კონცერტის შემდეგ, ”ლოკომოტივ-ფრომოუშენი” კენ ჰენსლისთან ისევ აპორებს თანამშრომლობას და კიდევ ერთ პროექტს გეგმავს, რომელშიც ქართველი მუსიკოსები, მათ შორის ჯგუფი ”Vanilla Cage” და თეო ჩიტიშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.

აუდიო ჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები