LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გადაიხადე დროულად და დაიბრუნე შენს მიერ გადახდილი პროცენტების ნაწილი საჩუქრებით”.

8

22 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” შპს ”დე კრედიტის” დირექტორი გრიგოლ ბაკურაძე სტუმრობდა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში უმახლესი მათემატიკის მაგისტრის ხარისხის მიღების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის შემდეგ, გრიგოლმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ”დე კრედიტი” გადაინაცვლა და მისი ხელმძღვანელი გახდა. ახალ საქმიანობაში მეგობრების დახმარებით ჩაერთო და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ამ სფეროში.

მიკრპოსაფინანსო სექტორის წარმოშობა და მისი სწრაფი განვითარება გრიგოლის აზრით თანხაზე მოთხოვნამ განაპირობა. ბანკში სესხის მიღება ხანგრძლივ პროცედურასთანაა დაკავშირებული, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი, მომხმარებელს ბევრად უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ. მათ შორის ერთ-ერთი ”დე კრედიტია”, რომელიც სწრაფად, ეფექტურად და რაც მთავარია კლიენტზე მორგებული პირობებით გასცემს სესხებს.

”დე კრედიტი” უშუალოდ ავტოტრანსპორტის გირავნობით სესხის გაცემაზე მუშაობს. ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ორგანიზაციას ავტოტრანსპორტთან დაკავშირებული სხვადასხვა სესხი და ცოტა მაღალი საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ, დამფუძნებელთან ერთად ახალი გეგმა შემუშავდა და 1 აპრილიდან მომხმარებელს ბევრად უფრო მოქნილი და ხელსაყრელი პირობები შესთავაზეს, რაც 20-25 წუთში თითოეული კლიენტის შესწავლას და სესხის მასზე მორგებული პირობებით გაცემას ითვალისწინებს.

ორგანიზაციის საკმაოდ მრავალფეროვან მომხმარებელს შორის საქმიანი ადამიანები ჭარბობენ, თუმცა შესაფერისი პაკეტები ნაკლებად შემოსავლიანი კლიენტებისთვისაცაა გათვალისწინებული. როგორც გრიგოლმა აღნიშნა, ისინი ყოველთვის ზრუნავენ საკუთარ კლიენტებზე და დროულად დაფარვის შემთხვევაში, ყოველ სამ თვეში ერთხელ სხვადასხვა სასაჩუქრე პაკეტებს თავაზობენ მათ. ორგანიზაციის საპროცენტო განაკვეთი 3-დან 6 პროცენტამდე მერყეობს, 6-პროცენტი კი, მაქსიმალური ზედა ზღვარია. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი არასდროს იზღუდება და მას ნებისმიერ მომენტში, თუნდაც მცირე თანხით შეუძლია სესხის დაფარვა, რაც იმავე დღესვე აისახება მის საპროცენტო განაკვეთზე. ”დე კრედიტის” კლიენტებს შორის ისეთებიც არიან, ვინც სხვა ორგანიზაციებიან გადმოვიდა და ახლა მათთან თანამშრომლობს, მათი მომსახურებით უკმაყოფილო და ორგანიზაციიდან წასული კლიენტი კი, გრიგოლის განცხადებით ჯერ არ ყოფილა.

სამომავლოდ ორგანიზაცია გაფართოებას გეგმავს და 15 აპრილს ბათუმში ფილიალის გახსნას აპირებს, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოემსახურება. მოგვიანებით, ავტომობილების შემოყვანა და მათი გაქირავება, ასევე მცირე ტურისტული კომპანიის დაარსებაც იგეგმება.

”დე კრედიტის” შეკრულ და მეგობრულ გუნდში, რომელიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებს, გრიგოლს ყველაზე მეტად თანამშრომლების დისციპლინა და მათი კომუნიკაბელურობა მოსწონს, წარმატების მთავარ ფორმულად კი, შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობას და საქმის სიყვარულს მიიჩნევს, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ”თუ გიყვარს ის საქმე რასც აკეთებ, აუცილებლად ყველაფერი გამოვა”.

აუდიო ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები