LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამართლებას მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობაც ჭირდება

6

6 ივლისს, რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის ”წარმატების ფორმულას” საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა სტუმრობდა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის სპეციალობის მიღების შემდეგ, ლევანმა ტყიბულის შახტაში შეიძინა პროფესიონალური გამოცდილება, საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად ლუდის სადისტრიბუციო კომპანია დააარსა. მოგვიანებით, ლევანმა რამდენიმე წლით სახელმწიფო სამსახურში გადაინაცვლა და ისევ მეგობრებს შეუერთდა წისქვილკომბინატში ”ალაფი”, 2009 წლიდან კი, საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციას ჩაუდგა სათავეში.
სერიოზული ბიზნესი ლევანმა 1989 წელს დაიწო ბათუმში, როცა რამდენიმე მცირე პროექტიდან შემოსული ფინანსური რესურსები მეგობრებთან ერთად მსხვილ ბიზნესში დააბანდა. მაშინდელთან შედარებით, დღევანდელი ბიზნესგარემო ლევანის განცხადებით, ბევრად გახსნილია, თუმცა კონკურენციაც საკმაოდ დიდია. მისი აზრით, ქვეყანაში, რომელიც გარდამავალ პერიოდშია და ჯერ მხოლოდ ვითარდება, ბიზნესს მხარდაჭერა, ბიზნესმენებს კი, შეღავათები ჭირდებათ რათა უცხოური ბიზნესის შემოტევას გაუძლონ, ამისთვის კი, შესაბამისი კანონის შემოღება და შემდეგ ამ კანონის სწორი აღსრულებაა საჭირო.
ხორბლის იმპორტიორებს საქართვლოში დღგ-ს გადახდის ვადა გაუხანგრძლივდათ, შესაბამისი ცვლილებები კი, სახადასახადო კოდექსში შევიდა. ხორბლის ძირითადი შესყიდვები როგორც წესი ხორბლის მოსავლის და მისი ბაზარზე მოზღვავების პერიოდში ხდება, დღგს-გან განთავისფლება და მისი რეალიზაციის დროს გადახდა კი, ხორბლის მარაგის შევსების და კრიზისის შემთხვევაში დაბალანსების საშუალებას იძლევა.

როგორც ხელმძღვანელი ლევანი არც ისე მკაცრია. გუნდური პრინციპით მუშაობის მომხრე, თანამშრომლებში პირველ რიგში საქმისადმი სწორ მიდგომას აფასებს, წარმატების მიღწევის მთავარ პირობად კი, გამართლების ერთად, მიზანდასახულობას და შრომისმოყვარეობას მიიჩნევს.

აუდიო ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები