გიგა კუხიანიძე: "ფრთხილად სურვილებთან" – ეს არის ახალი საბავშვო ფილმი | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

გიგა კუხიანიძე: „ფრთხილად სურვილებთან“ – ეს არის ახალი საბავშვო ფილმი

გიგა კუხიანიძე:  „ფრთხილად სურვილებთან“ – ეს არის ახალი საბავშვო ფილმი

„უჩვეულო ამპლუაში ვარ. ნიავი უბერავდა მთელი ოთხი წლის განმავლობაში.  ვფიქრობდით, სულ გვინდოდა, უბრალოდ თავი ვერ მოვაბით ამ პროექტის დაწყებას. ჩემი აკვიატება იყო, კარგი, სრულმეტრაჟიანი საბავშვო ფილმი გაგვეკეთებინა. იანვარში მივხვდი, რომ თუ არ მოვინდომე, ეს ასე დარჩება, სურვილად. მე და დიზაინერი მარიკა ქურდუბაძე, რომელიც ათი წელია ჩემთან, სტუდიაში მუშაობს. კოსტიუმებს ქმნის. ბევრი საერთო საქმე გაგვიკეთებია, წავედით ლუდის დასალევად და მოვიფიქრეთ. მანამდე რასაც მოვიფიქრებდით მერე აღარ მოგვწონდა ხოლმე. მორიგ ეტაპზე დავუკავშირდით ხათუნა გიორგობიანს, რომელიც უკვე დღეს ამ ფილმის რეჟისორია. შევთანხმდით, რომ უნდა დაგვეწყო მუშაობა. მერე საქმეში ჩაერთო ივა ფეზუაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივი ახალგაზრდა სცენარისტია. ვიმუშავეთ სამი თვე, სცენარზე და მაისიდან დავიწყეთ. გადაღებები უკვე მიმდინარეობს. „ფრთხილად სურვილებთან“ ასე ჰქვია ამ ფილმს, რომელიც ბავშვებისთვის მნიშვნელოვან თემებს მოიცავს. წინასწარ საუბარი არ მიყვარს. მინდა, რომ ჯერ გაკეთდეს, დავინახო ბოლომდე, რომ ეს მართლაც კარგი გამოვა და შემდეგ ვისაუბრებ დეტალებზე. რუსკა ქარქაშაძე ერთ-ერთ მთავარ როლზეა დაკავებული. კარგი მსახიობია. გვყავს ძალიან კარგი მსახიობები და ბავშვები სტუდიიდან „ბზიკები“. მყავს ძალიან კარგი გუნდი – ეკა ხორგუაშვილი, რომელიც გადაღებას აწარმოებს და მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. დამდგმელი ოპერატორია ბახია“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში გიგა კუხიანიძემ ახალი ფილმის შესახებ ისაუბრა. როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა აღნიშნა ახალი საბავშვო ფილმის პრემიერა დეკემბერშია დაგეგმილი.

30 ივლისი, 2018

სხვა ჩანაწერები