გიგი ადამაშვილი: “არ მყოფნის სიყვარული, რომ ყველასთვის გავცე”

“მაქვს ტურნე, საქართველოს მასშტაბით. ჩავატარე 21 კონცერტი, სხვადასხვა ქალაქებში და მივიღეთ “თბილისი არტ ჰოლიდან” მიწვევა, რომ ჩაგვეტარებინა კონცერტი; სიხარულით დავთანხმდით იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ამბავია; თბილისში არასდროს ჩამიტარებია გრანდიოზული კონცერტი, როგორიც ეს არის და 30 ივნისს ყველას ველოდები რვა საათზე. ჩემთვის, მარტო თბილისი და დიდი ქალაქები არ ნიშნავს არაფერს – ყველას ვურჩევ ნახონ კულტურის სახლები, ქალაქები. ძალიან ლამაზია, საქართველო, ზოგადად. ყველგან იმხელა სითბო მხვდებოდა და მეც, გავცემდი – ამ შეგრძნების გარეშე არტისტი ვერასდროს იქნება შემდგარი; სხვადასხვა ქალაქებიდან გვწერდნენ, ვიცით, ვერასდროს გნახავთ, ამიტომაც გადავწყვიტეთ თავად მივსულიყავით ხალხთან; კონცერტზე შესრულდება როგორც ქართული, ასევე ინგლისური სიმღერებიც. ქართული ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დაივიწყოს არტისტმა; მე მიყვარს ქართული სიმღერა და სხვა გულით მემღერება; კონცერტზე სპეციალური სტუმარი სოფო ნიჟარაძე იქნება, რომელთან ერთადაც დუეტს შევასრულებ; გვინდოდა, რომ კონცერტისთვის გაგვეკეთებინა პრემიერა, მაგრამ გადაწყდა, რომ დავიცადოთ სექტემბრამდე; კლიპზე უკვე ვმუშაობთ; სიყვარული ხომ უცებ უნდა მოვარდეს და გაგიტაცოს – ჯერ არ მოვარდნილა; მყავს კონკრეტული არტისტი, ვისთანაც მინდა დუეტის გაკეთება, მაგრამ ჯერ არ დავასახელებ; არ მყოფნის სიყვარული, რომ ყველასთვის გავცე” – გიგი ადამაშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში 30 ივნისს დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა შემსრულებელს სამომავლოდ უამრავი გეგმა აქვს. გიგიმ გადაცემაში “ლიმონი” ახალი სიმღერის პრემიერაც დააანონსა და სპეციალურად “ფორტუნას” მსმენელისთვის ცნობილი ოქროს ჰიტი, “Fly Me To The Moon” პირდაპირ ეთერში შეასრულა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nkatsia/videos/1935011980090621/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=4&video_creator_product_type=0&app_id=6628568379&live_video_guests=0″ width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]