გიგი დედალამაზიშვილი: “თბილისში ბევრი რადიო არ გვიღებს”

გიგი დედალამაზიშვილი: “თბილისში ბევრი რადიო არ გვიღებს”

“ეს არის მეექვსე ალბომი “იასამანი“. გამოუშვით და დავიწყეთ უკრაინიდან; გვქონდა რამდენიმე კონცერტი. ერთ თვეზე მეტია ტურნეში ვართ და ახლა ვართ კრასნოდარში. ეს ტურის პირველი ნაწილია და მეორე ნაწილი იქნება გაზაფხულზე; ოცამდე კონცერტი გვქონდა და რამდენიმე დღეში დავასრულებთ; ჩემი აზრით ყოველ ალბომს ეტყობა ის, რომ… არ გავს იმას, რაც იყო ათი წლის წინ; პირველ ალბომს ეტყობა, რომ იქ მღერიან 18 წლის ბიჭები; ეს ალბომი უფრო სხვანაირია – სოციალური თემებია, მუსიკაც განსხვავებულია; ვცდილობთ ისეთი ალბომი გამოვიდეს, რომ ვიყოთ გულწრფელები; ტურნეს დროს შევასრულეთ ალბომის თოთხმეტივე სიმღერა; ქართველები გვეუბნებოდნენ ხოლმე – არ გეწყინოთ, კონცერტებზე მარტო ქართველები ივლიან, მაგრამ ყველა დადის; პირველი ქართველები ვართ, რომლებიც უკრაინის და რუსეთის რადიოებში მოვხვდით; თბილისში ბევრი რადიო არ გვიღებს, გვეუბნებიან – არ ხართ ჩვენი სტილი. ერთი “ფორტუნა +” გვატრიალებს და “არ დაიდარდო” – რადიო ფორტუნას ეთერში  ჯგუფის “მგზავრები” სოლისტმა ტურნესთან დაკავშირებით ისაუბრა. გიგი დედალამაზიშვილმა აღნიშნა, რომ მეექვსე ალბომი განსხვავებულია და სხვა ქვეყნებში დაგეგმილი კონცერტებიც დააანონსა.

 

 

 

 

 

4 დეკემბერი, 2016

სხვა ჩანაწერები