LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ცაგარელი, ნინა ნახუცრიშვილი და თეონა ჯორბენაძე სტუმრად ”არტ-FM”–ში

15

14 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს გიორგი ცაგარელი, ნინა ნახუცრიშვილი და თეონა ჯორბენაძე სტუმრობდნენ.

20-21 ივნისს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ეროვნული მუსიკალური ცენტრი სიმფონიური მუსიკის კონცერტებს წარმოადგენს, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და გიორგი ცაგარელი მონაწილეობით. პირველ ნაწილში იოსებ ბარნაბიშვილის კონცერტი შესრულდება ალტისა და ორკესტრისთვის, მეორე ნაწილი კი, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიურ სუიტას ”შეჰერეზადას” დაეთმობა, სადაც ვიოლინოს სოლო პარტიას ვიქტორ კონიაევი შეასრულებს.

– თეონა, დეტალურად ხომ ვერ მოგვიყვებით ღონისძიებებზე, რომელიც რუსთაველის თეატრში იმართება?

– ზოგადად, ივნისის თვე ძალიან დატვირთულია სხვადასხვა ჟანრის მუსიკით. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო გიორგი ცაგარელის კონცერტი, რომელსაც ასევე ჰქვია ”ცაგარელზე მივდივარ”. პროგრამა არაორდინალური იქნება, შედგება ბატონი სოსო ბარდანაშვილის  ნაწარმოების პრემიერა. გარდა ამისა, სპეციალურად ამ საღამოსთვის თბილისში დირიჟორი არიელ ცუკერმანი  ჩამოვა.

– ნინო, რა სიახლეებია სიმფონიური ორკესტრის ცენტრში?

– კარგი იქნება, თარიღების გათვლით, თუნდაც ერთი წლით ადრე რომ შეგვეძლოს საკონცერტო სეზონის გაწერა. თუმცა, ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს დარბაზის არ არსებობიდან გამოდინარე. მართალია, გარკვეული ძვრები არიას, მაგრამ პროცესები საკმაოდ ნელა ვითარდება. იმედი მაქვს, ერთ დღეს ჩვენც მოგვეცემა საშუალება უცხოელი კოლეგების მსგავსად რამდენინმე წლით ადრე გავწეროთ საკონცერტო პროგრამა, მოვიწვიოთ უცხოელი სოლისტები და საჩუქარი გავუკეთოთ ქართველ მსმენელს. მართალია, რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებთ წარმატებულ გამოსვლებს და ძალიან ამაყი ვარ, როცა კონცერტებზე ჩვენი ორკესტრის მუსიკოსებს ვუყურებ.

– გიორგი, როგორ ემზადებით კონცერტისთვის?

– საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის თამაშების ტრანსილაცია მიმდინარეობს, ჩემი მოკლე რუბრიკა მაქვს ფეხბურთის მაესტროებზე და ყოველდღიურად მოკლე ინფორმაციასთან ერთად, კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებულ მუსიკალურ ნომერზეც მიწევს ფიქრი. პარალელურად ვემზადები კონცერტისთვის. სოსო ბარნდანაშვილის კონცერტი ალტისა და ორკესტრისთვის ერთ-ერთი ურთულესი ნაწარმოებია, ამიტომ ძალიან დაკავებული ვარ და მუშაობაც ორივე ფლანგზე საკმაოდ ინტენსიურად მიწევს. მიხარია, რომ ორი კონცერტი გაიმართება და განსაკუთრებულად ვემზადები გამოსვლისთვის. იმედი მაქვს მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს და კონცერტით კმაყოფილი დარჩება.

– უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ ხომ არ გეგმავთ კონცერტების გამართვას?

– შარშან, ბერლინში ერთ-ერთი აგენტი გავიცანი, რომელმაც თავის სააგენტოში ამიყვანა და სექტემბრიდან რამდენიმე კონცერტი დამიგეგმა იტალიასა და გერმანიაში. მრავალი კონცერტი გავმართე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ვთვლი, რომ ასეთი კონცერტები ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული კულტურისთვის, რადგან ჩვენ საზღვარგარეთ ქართული ხელოვნება გაგვაქვს.

– ნინა, ზაფხულის სეზონზე რეგიონებში ხომ არ აპირებთ კონცერტებით მოგზაურობას?

– ჩვენ ხშირად ჩავდივართ რეგიონებში. მართალია, არა სრული შემადგენლობით, არამედ პატარა ჯგუფებით, მაგრამ მაინც ვახერხებთ  კონცერტების გამართვას. სულ ცოტა ხნის წინ ბორჯომში, ბათუმსა და გორში ვიმოგზაურეთ, აგვისტოს დასაწყისში კი, რაჭაში ნიკორწმინდას ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტზე ორკესტრი სრული შემადგენლობით გამოვა.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები