გიორგი დათიაშვილი: „ოქროს ტალღა High-კლასია“

73

„დიდი პატივია ის, რომ „ოქროს ტალღაზე“ არის ნომინირებული ჩემი ორი სიმღერა. ეს მუსიკოსისთვის დიდი წარმატება, სტიმული და დაფასებაა იმისა, როცა რაღაცას შრომობ, აკეთებ და ძალიან ბევრს აზროვნებ ამისთვის. აღნიშნულს აფასებს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“. მით უმეტეს, როცა ასეთი მასშტაბურია წელს ცერემონია. საინტერესოა, აბსოლუტურად ყველა მუსიკოსისთვის, ნომინირებული იქნება, გამარჯვებული, თუ მონაწილე, ამას მნიშვნელობა არ აქვს; მივესალმები და მადლიერი უნდა იყოს ყველა მუსიკოსი. ვაჟა ტუღუშის სიმღერა „ისევ გეძებენ“ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ვფიქრობ,  შეიძლება არ გამორჩეს ჟიურის. თუმცა, მინდა დავაფასო სხვა მონაწილეებიც, რადგან ძალიან კარგი სიმღერები აქვთ და არ ვიცი რამდენად მოხვდება რომელიმე ნომინაციაში კონკრეტულად ჩემი ნამუშევრები. მონაწილეობა უკვე ძალიან კარგია, რადგან „ოქროს ტალღა“ Highკლასია და მაღალ დონეზე დგას. წინასწარ პროგნოზებს ვერ ვაკეთებ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში გიორგი დათიაშვილმა მუსიკალური დაჯილდოების შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა რომ პროგნოზის გაკეთება უჭირს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმრის, ლიზა ფიშერის მოსმენა, ბევრისთვის მასტერკლასის დინე იქნება.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები