LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კერესელიძემ ელტონ ჯონის დიდი ხნის ნანატრი კონცერტის დეტალებზე ისაუბრა

2

გადაცემის ლაივი LIVE

19 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM, Eastern Promotions-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე სტუმრობდა, რომელმაცს Black Sea Arena-ზე დაგეგმილ ელტონ ჯონის კონცერტზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, უამრავი სირთულის შემდეგ მაინც შეძელით მსმენელისთვის საჩუქრის გაკეთება. საინტერესოა, როდის გაიმართება ერთხელ უკვე გადადებული კონცერტი?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ჩვენი საქმიანობა სწორედ იმიტომაა სარისკო, რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანური ფაქტორი, რაც კონცერტის გადადების ან საერთოდ გაუქმების მიზეზიც ხშირად ხდება. სირთულეები მართლაც არ გვაკლდა, თუმცა ყველაფერი დავძლიეთ და 30 ივნისსა და პირველ ივლისს მსმენელს დიდი ხნის ნანატრ საღამოს შვთავაზებთ.  რამდენიმე დღით ადრე ტექნიკური სტაფი ჩამოვა 28 ადამიანის შემადგენლობით, რომელიც მუსიკოსის ცნობილ როიალს ჩამოიტანს და Black Sea Arena-ის  ტექნიკურ აღჭურვაზე იზრუნებს.

– საინტერესოა, რა რეპერტუარით წარსდგება მუსიკოსი მსმენელის წინაშე?

– ელტონ ჯონმა უკვე აღნიშნა, რომ მხოლოდ ორი წელი გეგმავს აქტიურ მოღვაწეობას, მერე კი, თავს ანებებს ტურნეებს. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ 2018 წელს ევროპის ტერიტორიაზე მხოლოდ საქართველოში იქნება შესაძლებელი მუსიკოსის ხილვა, რადგან მთელი წელი ამერიკის კონტინენტზე გეგმავს გასტროლებს. 22 კონცერტი უკვე გამართა ლას-ვეგასში, შეერთებულ შტატებში მოწყობილი კიდევ რამდენიმე შოუს შემდეგ კი, კანადასა და სამხრეთ ამერიკაში გადაინაცვლებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კონცერტები დასკვნითი და ერთგვარად გამოსამშვიდობებებლია, ამიტომ რეპერტუარიც შესაბამისი  იქნება – ახალ კომპოზიციებთან ერთად, ის სიმღერებიც შესრულდება, რომელთა წყალობით მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.

– ვარსკვლავებს რაიდერიც ყოველთვის „ვარსკვლავური“ აქვთ. ელტონ ჯონს ხომ არ მოუთხოვია რაიმე უცნაური?

– რა თქმა უნდა, სხვების მსგავსად მასაც აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები. უამრავ მცენარეს და განსაკუთრებით ფიკუსს ითხოვს კულისებში, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ძალიან დადებით აურას ქმნის. ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა გავიგე, რომ ძალიან უყვარს ფეხბურთი და ინგლისის ნაკლებს გულშემატკივარობს, ამიტომ, კულისებში სატელიტური სპორტული არხები მოითხოვა. სხვათშორის, ელტონ ჯონის კოცერტი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალებს ემთხვევა, ამიტომ, Black Sea Arena-ზე უზარმაზარი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც მუსიკის მოყვარული ჯერ ფეხბურთით, მერე კი, საყვარელი მუსიკოსის შოუთი დატკბებიან.

– რამდენადაც ვიცი, მისტერ ჯონს ძალიან უყვარს თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა, რომელთაც სცენაზე იწვევს და მათთან ერთად ასრულებს რამდენიმე სიმღერას. როგორ ფიქრობთ, საქართველოში რამდენად მოაწყობს მსგავს შოუს?

– შოუების ექსპრომტად მოწყობა მეტწილად მის განწყობაზეა დამოკიდებული. სასიამოვნოა, რომ საქართველოში ყველას პოზიტიური განწყობა ექმნება, ჩვენი სამზარეულოს გაცნობის შემდეგ კი, განსაკუთრებით კმაყოფილები და ნასიამოვნები რჩებიან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები