LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კობახიძე: „მე  Land Cruiser-ს ვანიჭებ უპირატესობას და მოგზაურობის მოყვარულებსაც სწორედ მას ვურჩევ”

9

4 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმომადგენელი გიორგი კობახიძე სტუმრობდა.

ბიზნეს სკოლის დასრულების შემდეგ, გიორგიმ კინგსტონის უნივერსიტეტში გაიარა მაგისტრატურა, დღეს კი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ის შესყიდვებსა და გაყიდვებს ხელმძღვანელობს.

– ბატონი გიორგი, როდის შეუერთდით „ტოიოტას“ გუნდს და რას ნიშნავს იყო წარმატებული კომპანიის წარმომადგენელი?

– საქმიანობა „თეგეტა მოტორს ჰოლდინგში“ 2012 წელს დავიწყე, ერთი წლის შემდეგ კი, როცა კომპანიამ „ტოიოტას“ დისტრიბუციაზე მიიღო ლიცენზია, ოფიციალურად დარეგისტრირების დღესვე შევუერთდი და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ავტომობილიც სწორედ ჩვენ გავყიდეთ. კომპანია სწრაფად განვითარდა და მოიპოვა წარმატება, რაც პირველ რიგში, იმ დიდი გუნდის დამსახურებაა, რომელის ერთ-ერთი წარმოამდგენლი მეც ვარ.

– რამდენად აქტუალურია თქვენს კომპანიაში პროფესიონალი კადრების დეფიციტი და გაქვთ თუ არა გადამზადების კურსები?

– დარწმუნებული ვარ, პაროფესიონალები საკმარისად არიან, თუმცა კომუნიკაციის არ არსებობის გამო საკმაოდ რთულია მათი მოძიება, რაც პირველ რიგში მათ თვითრეალიზაციას აფერხებს.  თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კომპანიაში მშვენიერი გარემოა და ყველა პირობაა შექმნილი ნებისმიერი ადამიანის თვითრეალიზებისთვის. გარდა ამისა, ტრენინგების წყალობით მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რადგან ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი კადრების პროდუქტიულობას და ყოველთვის ვაძლევთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

– რამდენად ბევრი მომხმარებელი ჰყავს „ტოიოტას“ დღეს?

– „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოში. კომპანია მუდმივად იზრდება, ვითარდება და ჩვენც ყოველთვის მომხმარებელის სურვილებზე ვართ ორიენტირებული.

– რა არის თქვენი კომპანიის განმასხვავებელი თავისებურება?

– ჩვენთვის მთავარი დისციპლინა და მიზანდასახულობაა, რადგან ვფიქრობ, სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს წარმატებას.

– როგორ იქნება ნოვაცია თქვენს კომპანიაში?

– კომპანიაში ნებისმიერი თანამშრომლის ახალი იდეა ყურადღებით განიხილება და მუშავდება, მერე კი, ყველა ერთად ვზრუნავთ მის წარმატებით განხორციელებაზე. სხვათაშორის, მეც ნულიდან დავიწყე და ეტაპობრივად განვითარდი. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება, თუ სიამოვნებით და მთელი გულით გააკეთებ.

– საინტერესოა, ამჯერად რა სიახლეს სთავაზობთ მომხმარებელს?

– 16 დეკემბერს Toyota Land Cruiser Prado-ს პრეზენტაციას ვაწყობთ. ძალიან საინტერესო ღონისძიება იქნება და სიამოვნებით ვეპატიჟები ყველას ჩვენს შოურუმში.

– რამდენად მარტივია იყო მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი?

– მარტივი ნამდვილად არაა, რადგან რაც უფრო წარმატებულია ბრენდი, მით უფრო მეტია პასუხისმგებლობა. კონკრეტულად ჩემს სფეროზე თუ ვისაუბრებ, მთავარი იმ პროდუქტის სიყვარული და ზედმიწევნით კარგად ცოდნაა, რომელსაც ჰყიდი, რადგან სხვა შემთხვევაში ვერსადროს მიაღწევ სასურველ შედეგს. ძალიან ამაყი ვარ, როცა ვაცნობიერებ, რომ ჩემს უკან მსოფლიო ბრენდი დგას, მით უფრო, რომ „თეგეტა მოტორსი“ დღევანდელ ქართულ ბაზარზე მართლაც უპირობო ლიდერია.

– თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად პროფესიად გაყიდვების მენეჯერი ითვლება. თქვენი აზრით, საქართველოში რამდენადაა დაფასებული ეს პროფესია?

– ვფიქრობ, პროფესიონალი და გამოცდილი კადრი ნებისმიერ სფეროში დაფასებულია.

– რამდენად დიდი ყურადღება ექცევა კომპანიაში მომხმარებელთან ურთიერთობას?

– რა თქმა უნდა, უდიდესი. სპეციალური ტრენინგები გვაქვს და თანამშრომლებსაც სწორედ მომხმარებლის მომსახურების მიხედვით ვაფასებთ.

– უკმაყოფილო მომხმარებლს როგორ პასუხობთ?

– არასდროს არ უნდა სცადო უკმაყოფილო კლიენტის თავიდან მოცილება. ბევრად უკეთესია მის ადგილას საკუთარი თავის წარმოიდგინო, პრობლემა დეტალურად შეისწავლო და ისე გადაწყვიტო, რომ არც მომხმარებელმა იზარალოს, არც კომპანიამ.

– საქმიანი შეხვედრის დროს პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას?

– პირველ რიგში ვცდილობ გავიგო, რა სურს მომხმარებელს, რათა სწორად გადავანაწილო პრიორიტეტები.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ბიზნეს-ქეჟუალის სტილის ტანსაცმელში. ვფიქრობ, საკუთარი თავის რწმენას ადამიანს ტანსაცმლი და ზოგადად გარეგნული იერიც მატებს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, სწრაფად თუ არ გადაწყვიტე, აუცილებლად სხვა დაგასწრებს.

 

ბლიცკითხვები:

 

– რა სლოგანი აქვს თქვენს კომპანიას?

– „არ არსებობს მიუვალი ადგილები!“

– თავად რომელი ავტომობილი მოგწონთ?

– მე  Land Cruiser-ს ვანიჭებ უპირატესობას და მოგზაურობის მოყვარულებსაც სწორედ მას ვურჩევ.

– როგორ იწყება თქვენი დილა – ყავით თუ ნატურალური წვენით?

– ჩემი დილა ყოველთვის ყავით იწყება.

– სად ისვენებთ სიამოვნებით?

– ყაზბეგში.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– სიმართლე ვთქვა, ბლიცკითხვებმა ცოტა დამძაბა.

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ძალიან მომწონს ბრაიან თრეისის კითხვა.

– ვის რჩევას ენდობით?

– ყველა ჭკვიანი ადამიანის რჩევა საინტერესოა.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– მეტწილად სპორტით და მოგზაურობით ვარ გატაცებული.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი მიზანდასახულობა და საქმის სიყვარულია. ნებისმიერმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი მიღწევა სურს და თავდაუზოგავად იშრომოს მიზნის მისაღწევად.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები