LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე: „იმედი მაქვს ჩვენი ჩანაფიქრი ძალიან წარმატებული იქნება”

12

13 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს პიანისტი გიორგი მიქაძე სტუმრობდა.

– გიორგი, საკმაოდ გადატირთული წელიწადი გქონდათ, უზარმაზარი გამოხმაურება ჰქონდა თქვენს თბილისურ კონცერტსაც, თავად რამდენად კმაყოფილი ხართ გასული წლის შედეგებით?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ჩამოსვლა, რადგან სამშობლოში კონცერტის გამართვას ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები. მოგვიანებით, ზუსტად იგივე პროგრამა წარმოვადგინე ისრაელში, სადაც ორი კონცერტი გავმართე ორკესტრთან და მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად, იერუსალიმში კი, ჩვენს კონცერტს, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლისთავს მიეძღვნა, სახელმწიფო კაპელაც შემოუერთდა. მანამდე ჩინეთში ვიყავი, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული პროგრამით და განსხვავებულ ამპლუაში წარვსდექი მსმენელის წინაშე. აქვე მინდა ავღნიშნო კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ. საერთოდ, ქართულ ფოლკლორს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ და ყოველთვის ფაქიზად ვეპყრობი. პროექტის გამნხორციელებაში ქართული ფოლკლორის შემსრულებლები, პირველ რიგში ანსამბლი „ბასიანი“ მეხმარება“ და იმედი მაქვს ჩვენი ჩანაფიქრი ძალიან წარმატებული იქნება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები