LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე: „ქართველ შემსრულებლებთან ერთად უამრავ უცხოელი მუსიკოსსაც ვუმასპინძლებთ“

5

გადაცემის ლაივი LIVE

15 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი გიორგი მიქაძე სტუმრობდა, რომელმაც მეტად საინტერესო პროექტზე „ვოისა“ ისაუბრა.

– გიორგი, უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს პროექტს. საინტერესოა, კონკრეტულად რას წარმოადგენს „ვოისა“?

– პროექტი ამერიკაში გაკეთდა ანსამბლ ბასიანთან“ და ჩემს მეგობრებთან – მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად, რომელთაც მართალია, საკუთარი კარიერა და უამრავი საქმე აქვთ, მაგრამ შევთანხმდით, რომ „ვოისასთვის“ აუცილებლად ყოველთვის მოიცლიან. პირველი სოლო კონცერტი პეკინში გავმართეთ და მსმენელის მოწონებას დავიმსახურეთ. სხვათაშორის, ღონისძიება ჩინეთისა და საქართველოს 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნად მოეწყო. ძალიან მინდოდა, პეკინიდან საქართველოში ჩამოსვლა, რადგან „ვოისა“ პირველ რიგში, ქართული თანამედროვე მუსიკის პროექტია, რომელიც სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს აერთიანებს. ვფიქრობ, ჩვენი პროექტით განსაკუთრებით ახალგაზრდები დაინტერესდებიან, რადგან ეს სწორედ ის თანამედროვე მუსიკაა, რომლესაც ჩემი თაობა უსმენს, თუმცა ქართული ხმოვანებით.

– 4 აგვისტოს „ვოისას“ Black Sea Arena უმასპინძლებს. როგორ ემზადებით კონცერტისთვის?

– საკმაოდ მასშტაბური შოუს მოწყობას ვგეგმავთ, ამიტომ სამუშაოც ბევრია. სპეციალური სამუშაო ჯგუფი შევკარი და ჩემი აგენტიც ჩავრთე სამზადისში. პირველად ვთანამშრომლობ ბასა ფოცხიშვილთან, რაც ძალიან მახარებს, რადგან მართლაც დიდ პატივს ვცემ მის ნიჭსა და შემოქმედებას, სწორედ ის იქნება ჩვენი პროექტის რეჟისორი, რომელიც ეტაპობრივად იკრებს ძალას და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო გამოვა, მით უფრო, რომ ქართველ შემსრულებლებთან ერთად უამრავ უცხოელი მუსიკოსსაც ვუმასპინძლებთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები