LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მწითურიძე: „მთავარია ადამიანს ჰქონდეს მიზანი და ამ მიზნის მიღწევის სურვილი”

9

23 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ცენტრალი“ კომერციული დირექტორი გიორგი მწითურიძე სტუმრობდა.

ფინანსურ სექტორში 35-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა ჯგუფის მიერ დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ცენტრალის“ მთავარი მიზანი  მომხმარებლისთვის საუკეთესო ფინანსური პროდუქტის და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე ძლიერი და ჯანსაღი საზოგადოების შექმნაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუტანს სარგებელს.

– ბატონო გიორგი, როდის დაარსდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ცენტრალი“?

– სოლიდური გამოცდილების მქონე დამფუძნებლების და მეჯმენტის ხელშეწყობით ჩვენი ორგანიზაცია ორ წელიწადზე მეტია არსებობს და ამ ხნის მანძილზე გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, რადგან მომხმარებელს მართლაც მრავალფეროვანი პროდუქტი შესთავაზა.

– რა უპირატესობით სარგებლობს თქვენი ორგანიზაცია სხვა კომპანიებთან შედარებით მეტად კონკურენტულ ბაზარზე?

– ქართული ბაზარი დღეს მართლაც ძალიან კონკურენტულია და შესაძლოა იმაზე მეტად, ვიდრე ვისურვებდით. ვფიქრობ, ჩვენი კომპანიის მთავარი უპირატესობა საბანკო სისტემას სრულად მორგებაა. ერთადერთი, რაც ბანკისგან განგვასხვავებს ჩვენი პროდუქტია, რადგან ჯერ მხოლოდ მიკროსაფინანსო პროდუქტით ვართ წარმოდგენილი.

– რამდენი ფილალი აქვს კომპანიას?

– საქმიანობა თავიდანვე სამი ფილიალით დავიწყეთ, რაც ვფიქრობ აბსოლუტურად მისაღებია სტარტისთვის. მართალია, ჯერ მხოლოდ თბილისში ვართ წარმოდგენილი, მაგრამ მალე რეგიონებშიც გადავინაცვლებთ, მანამდე კი, დედაქალაქიდან ვემსახურებით რეგიონალურ მომხმარებელს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

– რამდენად გეხმარებათ გავითარებაში კონკურენტულ გარემოში მუშაობა?

– რა თქმა უნდა, გვეხმარება, თუმცა ბევრად უკეთესი იქნება, თუ ყველა კომპანია დაიცავს ჯანსაღი კონკურენციის პროინციპებს. ზოგადად, რაც უფრო სერიოზულია კონკურენცია, მით უფრო სწრაფად ვითარდება კომპანია, მთავარია სწორად აირჩიოს საქმიანობის მიმართულება.

– საზოგადოებას გარკვეული უნდობლობა აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ. საინტერესოა, რა კატეგორიის მომხმარებელზეა გათვლილი თქვენი მომსახურება?

– ჩვენი პროდუქტი მეტწილად არასაბანკო სეგმენტზეა გათვლილი. მართალია, ბანკს საკუთარი კლიენტი ჰყავს, მაგრამ არსებობს მომხმარებელთა ის კატეგორიაც, ვისაც სწრაფად და მოკლე  ვადით სჭირდება ფინანსები ზედმეტი პროცედურის გავლის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს  სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვამოწმებთ კლიენტის გადახდისუნარიანობის, მეტიც, სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ჩვენ აუცილებლად ყველა რისკფაქტორს ვითვალისწინებთ და შედარებით რთულად გავცემთ სესხს.

– სად საქმიანობდით მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოხვედრამდე და რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს „ცენტრალში“?

– ჩემი პროფესიული გამოცდილება მხოლოდ ფინანსურ სფეროზე ვრცელდება. საქმიანობა საბანკო სექტორში დავიწყე და სერიოზული გამოცდილება შევიძინე, რამაც ძალიან გამიმარტივა შემდგომი მუშაობა, რადგან ერთგვარი წინათგრძნობა გამომიმუშავდა და ყოველთვის ზუსტად ვიცი, როგორ განვითარდება ბაზარი.

– ბავშვობაში რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით?

– ჩემს ბავშობაში განსაკუთრებული პოპულარობით ექიმის და იურისტის პროფესია სარგებლობდა. ფინანსური სფერო კი, ჯერ მხოლოდ ვითარდებოდა და მშობლებმაც სწორედ ეს სფერო აირჩიეს ჩემთვის.

– რა სიახლეს შესთავაზებთ მომხმარებელს უახლოეს მომავალში?

– სამომავლოდ ახალი პროდუქტის – იპოთეკური და ბიზნესსესხების დანერგვას ვგეგმავთ. გარდა ამისა, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ფილიალს გავხსნით თბილისსა და რეგიონებში.

– როგორია კომპანიის შიდაგანაწესი, გაქვთ თუ არა განსაკუთრებული მოთხოვნები თანამშრომლების მიმართ?

– განსაკუთრებული, მათ შორის მოთხოვნა დრესკოდზე კომპანიაში არ არსებობს, რადგან ჩვენთან საკმაოდ თავისუფალი გარემოა შექმნილი. ვფიქრობ, მთავარია თანამშრომელმა იგრძნოს თავი კომფორტულად და მაშინ მისი მუშაობაც ბევრად შედეგიანი იქნება.

– რამდენად დაცულია კომპანიაში გენრედულ ბალანსი?

– კომპანიაში ქაბატონები უფრო მრავლად არიან, ამიტომ ვფიქრობ, გენდერული ბალანსიც სრულადაა დაცული.

– რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– საერთოდ, სპორტული ტანსაცმელი მომწონს, თუმცა 10 წლის მანძილზე კლასიკური ჩაცმის სტილსაც მივეჩვიე და საკმაოდ კომფორტულადაც ვგრძნობ თავს.

– რა პრინციპით ხელმძღვანელობთ თანამშრომლების შერჩევისას?

– ვფიქრობ, მთავარია ადამიანს ჰქონდეს მიზანი და ამ მიზნის მიღწევის სურვილი.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– იძულებული ვარ სწრაფად, პრაქტიკულად მომანტალურად მივიღო ნებისმიერი გადაწყვეტილება.

ბლიცკითხვები:

– რა სლოგანი აქვს „ცენტრალს“?

– „ხარისხიანი მომსახურება!“

– რას ეუბნებით უკმაყოფილო მომხმარებელს პირველ რიგში?

– ჩვენი მუშაობით იშვიათადაა ვინმე უკმაყოფილი, თუმცა, მაინც ნებისმიერს ვუსმენთ და მისთვის საინტერესო საკითხებს განვუმარტავთ, რადგან ჩვეულებრივ, უკმაყოფილების მიზეზი სწორედ გაურკვევლობაა.

– აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– მობილური ტელეფონი და საათი.

– გაქვთ თუ არა საოცნებო პროფესია?

– ძალიან მომწონს ხეზე მუშაობა და ხშირად ვერთობი ფიგურების კეთებით.

– თქვენი აზრით, ბიზნესის რა სფეროა დღეს ყველაზე მომგებიანი?

– ვფიქრობ, ყველაზე მომგებიანი ფინანსების და ტურიზმის სფეროა.

– როგორ იწყება თქვენი დილა – ფინჯანი ყავით თუ ნატურალური წვენით?

– დილა ყოველთვის ფინჯანი ყავით იწყება.

– სად ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ, აუზზე თუ ბარში მეგობრებთან ერთად?

– დასვენება ყოველთვის მეგობრებთან ერთად მირჩევნია.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– სიმართლე ვთქვა, ამოჩემებული ფრაზები არასდროს მქონია.

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ნაპოლეონ ჰილის „წარმატების სტრატეგია“.

– კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– ძალიან მიყვარს კერძების მომზადება და ვფიქრობ, ყველა ჩემი კერძი გემრიელია.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდე ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი მეტის მიღწევის და ახლის შექმნის სურვილია!

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები