LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გუდვილის” გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი სტუმრად „წარმატების ფორმულაში“

20

5 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემაში ”წარმატების ფორმულა” კომპანია ”გუდვილის” ახალი გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი ესტუმრა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, გიორგიმ ბრემენის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული სამართლის მაგისტრის დიპლომი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტების მართვის მაგისტრის სერთიფიკატიც მიიღო. არის ქართული იურიდიული საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი, მუშაობდა თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობაში, 2007 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება „გუდაურის“ გენერალური დირექტორი, ლიბერთი ბანკის შვილობილი კომპანიების შპს „ბას–სტოპისა“ და შპს „სმარტექსის“ დირექტორი. 2015 წელს შემოუერთდა სააქციო საზოგადოება „გუდვილის“ სამეთვალყურეო საბჭოს, მოგვიანებით კი, კომპანიის გენერალურ დირექტორის თანამდებობა ჩაიბარა.

– ”გუდვილის” ხანგრძლივი არსებობის მანძილზე არაერთხელ გვისაუბრია მის წარმატებაზე. თუმცა, ახლა კომპანიაში ახალი ერა იწყება. ძალიან გვაინტერესებს თქვენი სტრატეგია და სამომავლო გეგმები. ასევე ”ახალი ოჯახი” ანუ მენეჯმენტი, რომელიც ყოველთვის სიახლეზეა ორიენტირებული.

პირველ რიგში რამდენი ადამიანია დღეს მენეჯმენტში?

– სწორად აღნიშნეთ, ”გუდვილი” მართლაც ერთი დიდი ოჯახია. ნებისმიერი კომპანია შეკრული გუნდი იყოს, რათა განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას. ”გუდვილის” მენეჯმენტს 1200-ზე მეტი თანამშრომლი ჰყავს და ყველა მაღალ ხარისხზე ორიენტირებული, მოტივირებული და პროფესიონალი ადამიანია, რომელთა მთავარი მიზანი მომხმარებლის დაკმაყოფილებაა ჩვენი სერვისითა და მაღალი ხარისხით.

– რა სტრატეგიული ხედვა აქვს ”გუდვილის” ახალ მენეჯმენტს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს პირველ ეტაპზე?

– როგორც იცით ”გუდვილი” ჰიპერმატკეტების პირველი ქსელია საქართველოში, რომელმაც მრავალი მიმართულებით დაამკვიდრა სტანდარტი. ”გუდვილის” დამოკიდებულება მომხმარებელებთან ადრეც განსაკუთრებული იყო და დღესაც ასეთია. ჩვენი მიზანია, იმ ძირითადი პრინციპების შენარჩუნება და უფრო მაღალ ხარისხზე აყვანა, რითიც ”გუდვილი” გახდა ცნობილი და რის გამოც შეიყვარა ის მომხმარებელმა. ჩვენი კომპანიისთვის მთავარი პრიოტეტი ყოველთვის მომხმარებელი და მისი ინტერესები იყო და ყოველთვის ასე იქნება.

– როგორია კომპანიის ახალი მენეჯმენტის ძირითადი განაწესი, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ”ახალ ოჯახს” წარმატების მისაღწევად?

– არა მარტო მენეჯმენტს, კომპანიის წარმატების მისაღწევად აუცილებელია ყველა თანამშრომელი იყოს მოტივირებული, მობილიზირებული და ორგანიზებული. ”გუდვილის” ინტერესებზე ზრუნვა მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნვას ნიშნავს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი თანამშრომლები არ იქნებიან მომხმარებელზე ორიენტირებული, კომპანია ვერ განვითარდება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. დღეს კომპანიაში აქტიური პროცესები მიმდინარეობს ოპტიმიზაციის თვალსაზრისით და თითქმის ყველა სფეროში ხორციელდება. ბევრი რამ არის გადასახედი და ახლებურად გასააზრებელი. მინდა ავღნიშნო, რომ საკადრო ოპტიმიზაცია არ ნიშნავს აუცილებლად კადრების გაზრდას ან შემცირებას. ეს უფრო იმ სკადრო სისტემის შექმნაა, რომელიც სწრაფად და ხარისხიანად განახორციელებს კომპანიის მიზნებს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მომწოდებლებთან, ვქმნით საუკეთესო პირობებს კომპანიისთვის ბაზარზე, რაც საუკეთესო პირობების შექმნას გულისხმობს მომხმარებლისთვის, საბოლოოდ კი, ყველაფერი ეს პოზიტიურად უბრუნდებათ ჩვენს მომწოდებლებს.

– ზოგადად მიღებულია, რომ თუ კომპანია პირველია და მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული, მისი ფასებიც აუცილებლად მაღალი უნდა იყოს. როგორია თქვენი პოლიტიკა ფასებთან დაკავშირებით?

– აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი, რომ ”გუდვილში” ფასები არაა მაღალი. ჩვენ საშუალო საფასო სეგმენტი გვიჭირავს, სწორედ ესაა ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრინციპის შენარჩუნება. გასათვალისწინებელია, რომ გვაქვს ყოველთვის მაღალი ხარისხი და სტანდარტები, ვართ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია და მიუხედავად ამისა ფასები მაინც არაა ჩვენთან მაღალი, ანუ მომხმარებელს ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზოთ და აბსოლუტურად მისაღებ ფასად. გარდა ამისა, ბევრ საინტერესო აქციას ვგეგმავთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სასმელის, ხილის, ბოსტნეულის და პირველადი მოხმარების პროდუქციის სფეროში.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ კონკურენტ კომპანიებთან, რამდენად დიდი მოტივაციაა კონკურენციის არსებობა?

– კონკურენციის გარეშე შეუძლებელია განვითარება და მაღალი ხარისხის მიღწევა. კონკურენციით მომხმარებელიც იგებს და კომპანიაც, რადგან ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს, ვიფიქროთ ჩვენს განვითარებაზე და ახალი პროდუქტის შექმნაზე.

– რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ”გუდვილზე” ლარის დევალვაციამ?

– რა თქმა უნდა, ლარის დევალვაცია მძიმე გამოწვევაა საქართველოში მოქმედი ყველა კომპანიისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. პირველ რიგში ”გუდვილში” მოწოდებული პროდუქტის უმრავლესობა იმპორტირებულია და ჩვენი მომწოდებლებიც ლარის კურსზე არიან დამოკიდებული. მეორეს მხრივ – ობიექტები, სადაც ჩვენ ვოპერირებთ იჯარით გვაქვს აღებული, იჯარა კი, დოლარშია დაფიქსირებული. მართალია, ლარის კურსის ვარდნა ნეგატიურად აისახა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, ჩვენ მაინც მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებლის უფლებების დაცვას და არსებული ფასების შენარჩუნებას.

– რამდენად ხელსაყრელი ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში?

– ზოგადად ხელსაყრელი გარემოა, თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელიც სერიოზული გამოწვევაა საქართველოში მოქმედი ყველა ბიზნესისთვის.

– თქვენი აზრით რომელი ბიზნესია ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მომგებიანი?

– რთულია რომელიმე ერთის გამოყოფა. თუმცა, თუ ბიზნესი სწორადაა გათვლილი, შესწავლილია გარემო და არსებობს ფინანსური რესურსი, მაშინ ძალიან ბევრი ბიზნესის განვითარება შეიძლება.

– პირველი სიახლე რომელსაც ახალი გუნდი შესთავაზებს ”გუდვილის” ფართო მომხმარებელს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– 15 ოქტომბერს ბათუმში ახალი ”გუდვილი” იხსნება. ჩვენ უკვე გვაქვს ბათუმში ერთი მცირე ზომის მარკეტი, ახლა კი, სუპერმარკეტის მასშტაბის ობიექტს ვხსნით, რომელიც შოპირგთან ერთად დასათვარიელებლადაც საინტერესო იქნება. პირობას გაძლევთ, რომ ახალი ”გუდვილი” არა მარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში ყველაზე ლამაზი სუპერმარკეტი იქნება.

– თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია იცოდეს ბიზნესმენმა ეტიკეტის წესები?

– ზოგადად ბიზნეს ეტიკეტი ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერმა უნდა დაიცვას გარკვეული წესები, რაც იმდენად ბუნებრივი უნდა იყოს მისთვის, რომ ზედმეტი ფიქრიც არ დასჭირდეს. მენეჯმენტის კუთხით – მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება მენეჯერი. მისი გარეგნობა არ უნდა იძლეოდეს წინასწარ ნეგატიური დასკვნების გაკეთების საშუალებას.

– რა ძირითადი თვისებები ახასიათებს კარგ მენეჯერს?

– კარგი მენეჯერისთვის აუცილებელია თავშეკავება, ტაქტი და დიპლომატიურობა. მნიშვნელოვანია ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი, ყოველთვის უნდა შეეძლოს გაბედული ნაბიჯის გადადგმა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. მნიშვნელოვანი ე.წ. ”body language”-ის ფაქტორი, არასდროს არ უნდა გამოამჟღავნო საკუთარი ემოციები მოლაპარაკებების პროცესში.

– თვითონ როგორი ხელმძღვანელი ხართ და რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს თქვენს თანამშრომელს?

– მემგონი ყველა ჩამოთვლილი თვისება მაქვს. თანამშრომლებში კი, საქმისადმი ერთგულებას ვაფასებ. ”გუდვილის” თანამშრომელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და ყოველთვის ფიქრობდეს კომპანიის წარმატებაზე და მომხმარებლის კომფორტზე.

– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– სირთულეები ჩემთვის პირველ რიგში მოტივაციაა, რათა უფრო მეტი ძალისხმევა ჩავდო საქმეში სასურველი მიზნის მისაღწევად.

– სწრაფად ღებულობთ გადაწყვეტილებას თუ ნელა და გააზრებულად?

– გადაწყვეტილებას სწრაფად ვღებულობ, თუმცა მას მხოლოდ კარგად გააზრების შემდეგ ვახორციელებ.

ბლიც-კითხვები

– როგორია გიორგი ხაბაშვილის დილა?

– აბსოლუტურად ჰეკტიკური.

– რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?

– ბევრი წიგნი მიყვარს. განსაკუთრებით ნაპოლეონ ჰილი მომწონს და მისი ნაწარმოებები.

– ვინაა თქვენთვის სამაგალითო ბიზნესმენი?

– ძალიან ბევრია, გამორჩეული მათ შორის სტივ ჯობსია.

– ჟურნალისტების რომელი შეკითხვა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

– არცერთი შეკითხვა არ მაღიზიანებს. არსებობს გამოთქმა ”არ არსებობს სულელური შეკითხვა, არსებობს სულელური პასუხი”. ასე რომ ყველა შეკითხვა მნიშვნელოვანია.

– ფრაზა, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად მიმართავთ?

– ძალიან გამიჭირდება გახსენება… ალბათ ერთ-ერთი – ”გავაკეთებთ!” არის.

– აზრი რომელიც ახლა გებადებათ?

– ახლა ზუსტად იმაზე ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი და კარგი გადაცემა არსებობს.

– დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ აუზი გირჩევნიათ თუ ბარი მეგობრებთან ერთად ?

– სიამოვნებით ვიტყოდი აუზს, მაგრამ მაინც ბარი მეგობრებთან ერთად.

– გუდვილის სლოგანი?

– ”ხარისხი და ჩვენი მომხმარებელი!”

– გიორგი ხაბაშვილის ”წარმატების ფორმულა” ?

– ჩემი აზრით არ არსებობს წარმატების დადგენილი ფორმულა, რადგან ის უამრავი ფაქტორის თანხვედრაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი ვიცი, რომ წარმატება შეუძლებელია მოტივაციის და დიდი სურვილის გარეშე. პერსპექტივაში უნდა ხედავდე საკუთარ წარმატებას, ნებისმიერი მარცხის შემდეგ, ისევ სცადო და არასდროს ჩამოუშვა ხელები.

აუდიო ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები