გუგა კობახიძე: 2018 წელი წარმატებით დაიწყო და მოლოდინიც შემართებასთან ერთად საკმაოდ დიდი გვაქვს

გუგა კობახიძე: 2018 წელი წარმატებით დაიწყო და მოლოდინიც შემართებასთან ერთად საკმაოდ დიდი გვაქვს

29 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საკონსულტაციო კომპანია IBF-ის დამფუძნებელი გუგა კობახიძე სტუმრობდა. სადაზღვევო ბაზარზე აქტივობის, მრავალრიცხოვანი ტრენინგებისა და ფორუმების მოწყობის შემდეგ, ბატონმა გუგამ საკონსულტაციო კომპანია IBF დააფუძნა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში.

– ბატონო გუგა, გაყიდვების აგენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია მთელ მსოფლიოში. როგორც შეაფასებდით ამგვარ საქმიანობას საქართველოში?

– დაგეთანხმებით, გაყიდვები ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. რამდენიმე ქართულ კვლევას გავეცანი, რომელთაც დაადასტურეს, რომ მართლია, გაყიდვების აგენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, მაგრამ ნაკლებად პოპუარული, რადგან გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება. შესაძლოა, თვითონ ტერმინის „გაყიდვების აგენტი“ განმარტებამ აზარალა პროფესია. თუმცა, დღეს საკმაოდ ბევრი პროფესიონალი აღწევს წარმატებას ამ სფეროში, რაც ძალიან მახარებს და დიდი იმედი მაქვს, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

– უზარმაზარი გამოცდილების პარტონს რამ გადაგაწყვეტინათ საკონსულტაციო კომპანიის დაარსება და რა არის IBF-ის მთავარი მიზანი?

– კომპანიის მთავარი მიზანი ფორუმების გამართვა და ღონისძიებებში ქართველი, უცხოელი სპიკერების და ტრენერების, ქოუჩების და უბრალოდ წარმატებული ადამიანების მოწვევა და მათი გამოცდილების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებაა. ძალიან გვინდა, რომ ახალგაზრდა ქართული ბიზნესი უფრო გლობალურად ჩაერთოს გარკვეულ საკითხებში და სწორედ ამიტომ ვეპატიჟებით უცხოელ პროფესიონალებს, რომელთა ცოდნა და გამოცდილება უდავოდ ბევრად მდიდარი და მრავალფეროვანია, მათი მოსმენა, გამოცდილების გაზიარება და ქართულ რეალობაში ადაპტირება კი, ვფიქრობ მეტად მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ჩვენი ღონისძიებები ძალიან კარგი პლატფორმაა ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ბიზნესის გასავითარებლად.

– რამდენად შედეგიანია ამგვარი ღონისძიებების გამართვა?

– ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ღონისძიებების წყალობით ბევრმა ორგანიზაციამ და კერძო პირმა საერთაშორისო კონტრაქტები გააფორმა, რადიკალურად შეცვალა საკუთარი ცხოვრება და კორპოტარიული ბიზნესიდან წამოსულმა საკუთარი საქმეც წამოიწყო. ჩვენი მიზანიც ეს იყო, სწორედ ამგვარი შედეგის მიღებას ველოდით, რაც ჩვენთვისაც ერთგვარ სტიმულად იქცა. მუდმივად ვცდილობთ შედეგების გაანალიზებას და მათ დახვეწას, ვიყენებთ ევროპულ გამოცდილებას, რომელთა დახმარებით ბევრად მარტივია დაინტერესებულ ადამიანებთა ხელშეწყობა და სასურველი შდეგის მიღწევა.

– უცხოელ სპიკერებს რა შთაბეჭდილება შეექმნათ ჩვენს ქვეყანაზე?

– ჩვეულებრივ, საქართველოდან ყველა სასიამოვნოდ გაოცებული მიდის. როგორც აღმოჩნდა, მათი გაოცება არა მხოლოდ სტუმარ-მასპინძლობით, არამედ პროფესიონალიზმითაც შეგვიძლია.

– რამდენადაც ვიცი, სოლიდური ფორუმის მომზადებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, გეგმავთ თუ არა ახლო მომავალში მორიგი ღონისძიების გამართვას?

– წელს ბევრად მეტ ღონისძიებას გამართავთ, ვიდრე გასულ წლებში. სავარაუდოდ, 6-7 მასტერკლასს მოვაწყობთ განსხვავებულ თემაზე, რომლებიც მეტწილად ტოპ-მენეჯერებზე იქნება მორგებული. განსაკუთრებული მზადება გვაქვს ნოემბრის თვეში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებისთვის, ჯერ დეტალებს ვამუშავებთ სპიკერებთან, რომელთა რიცხვი წელს ბევრად გაიზრდება. 2018 წელი წარმატებით დაიწყო და მოლოდინიც შემართებასთან ერთად საკმაოდ დიდი გვაქვს.

– თავად სად შეიძინეთ პირველი პროფესიული გამოცდილება?

– მუშაობა GPI-ჰოლდინგში დავიწყე სადაზღვევო აგენტად. სიმართლე ვთქვა, ჯერ მხოლოდ სტუდენტი ვიყავი და წარმოდგენა არ მქონდა რას ვიწყებდი, თუმცა სწრაფად გამიტაცა და აქტიურად ჩავები საქმიანობაში. მოგვიანებით რამდენიმე სხვა სექტორში ვიმუშავე გაყიდვების სფეროში და როგორც ჩანს სწორედ ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე, რადგან უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს.

– რა გეხმარებათ წინსვლაში?

– ვფიქრობ, თვითმოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თვისებაა ნებისმიერი ადამიანისთვის.

– რამდენად აუცილებელია ეტიკეტის ცოდნა საქმიან შეხვედრაზე წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, აუცილებელია, რადგან ეტიკეტის არ ცოდამ თავისუფლად შეიძლება შექმნას უხერხულობა და ჩაშალოს მოლაპარაკება.

– თავად თუ გიგრძვნიათ უცხოეთში უხერხულობა ადგილობრივი ეტიკეტის არცოდნის გამო?

– საბედნიეროდ, ამგვარი შემთხევა არ მქონია და იმედი მაქვს, არც მომავალში მექნება, რადგან ყოველთვის წინასწარ ვემზადები და ვცდილობ ყველაფრი დეტალურად დავგეგმო.

– რა შემთხვევაში ამბობთ უარს მოლაპარაკებაზე და როდის წყვეტთ ურთერთობას საქმიან პარტნიორთან?

– თუ ვიგრძნობ, რომ მიმდინარე საკითხი პარტნიორისთვის ნაკლებად საინტერესოა, მეტწილად პაუზის აღება მირჩევნია, მოლაპარაკებას გარკვეული პერიოდის შემდეგ ვაგრძელებ, როცა სასურველი შდეგის მიღწევის  შესაძლებლობა მეძლევა.

– გაქვთ თუ არა კომპანიაში შიდა განაწესი და აუცილებელი პირობა, რომელსაც ხელმძღვანელი აწესებს?

– ძალიან არ მიყვარს დაგვიანება, თუმცა ძალიან გამიმართლა, რადგან თანამშრომლებიც ჩემს შეხედულებებს იზიარებენ.

– რამდენად დაცულია კომპანიაში გენდერული ბალანსი?

– გერდერული ბალანსი აშკარად დარღვეულია, რადგან თანამშრომელთა უმრავლესობას ქალბატონები წარმოადგენენ, რაც სხვათაშორის, ძალიან მახარებს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

ალბათ, გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუმცა ძირითადად სწრაფად მიწევს გადაწყვეტა, რადგან ცხოვრებაა სწრაფი, არც დრო გრჩება დასაფიქრებლად.

ბლიც-კითხვები:

– IBF-ის სლოგანი და ფრაზა თანამშრომლების მოტივაციისთვის?

– პირადად ჩემი დევიზია – “ Just do it!” რადგან ვფიქრობ, თუ რაიმე გინდა – აუცილებლად უნდა გააკეთო.

– რა ფრაზას მიმართავთ დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად?

– არ ვიცი, არასდროს მიმიქცევია ყურადღება.

– ეცნობით თუ არა ბიზნეს ლიტერატურას გამოცდილების გასამდიდრებლად?

– ძალიან მომწონს ბრაიან ტრეისი და ნაპოლეონ ჰილი, რომელმაც ერთგვარი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცნობიერებაში.

– საჩუქარი, რომელიც განსაკუთრებით გახარებთ?

– საჩუქრის მიღება ძალიან მიყვარს, თუმცა ზოგჯერ ემოციების გამოხატვა მიჭირს ძალიან.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– ერთხელ ვცადე ვისკის შეგროვება, თუმცა ვერ შევძელი და თავი დავანებე.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– NIKE-ს ლოგოს, რომელიც ჩემთვის წარტამებასთან ასოცირდება.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– თვითმოტივაციასთან ერთად, რკინის ნერვების ქონაა აუცილებელი, რათა ნებისმიერი მარცხი დაძლიო და მუდმივად გააგრძელო წინსვლა.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

 

 

31 იანვარი, 2018

სხვა ჩანაწერები