LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა დარასელია: “ახლა ვფიქრობ, პირველი შვილი შევამზადო მეორეს შემობრძანებისთვის”

“პირველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კითხულობ, გარკვეული თეორიული ცოდნა გაქვს და გიყვებიან, მაინც არ იცი რა იქნება, როგორ იქნება და დადგენილიც არის, რომ შეუცნობლის შიში გაქვს, ქვეცნობიერად; ამ შემთხვევაში უფრო იმაზე ვარ გადართული, რომ ჩემი პირველი შვილი შევამზადო მეორეს შემობრძანებისთვის; რაც გავიგეთ, რომ მეორე ბავშვს ველოდებით, იმ დღიდან ფსიქოლოგიურად ვამზადებთ ერეკლეს. რაც მთავარია, თვითონ ძალიან მიწყობს ხელს – კარგი ბიჭია, ძალიან მზრუნველია. ბევრი ისეთი რამ ესმის, რაც მიკვირს; ძალიან ელოდება, ერთი სული აქვს; ვნახოთ როგორ იქნება, ვაპირებ, რომ ასევე გავაგრძელო ძალისხმევის დახარჯვა იმაზე, რომ არ მოაკლდეს მას თავად ყურადღება. ცოტა ეგოისტი დედა ვარ და არ მინდა რომ დამეჩაგროს; საბოლოო ჯამში, ბევრი რამ არის მშობელზე დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, იღლები, თუ არა, გეძინა, თუ არა, მაინც უნდა მოახერხო და შვილს დაუთმო დრო;

ერეკლეს უცნაური შეკითხები აქვს – პირველ რიგში აინტერესებს, მე რომ მუცელი ამტკივდება და სამშობიაროში წამიყვანენ, რა მოხდება. აინტერესებს, თუ შეუძლია მოვიდეს და იქ დარჩეს; ირგვლივ ყველას ბიჭი ჰყავს და ოჯახში ძალიან დიდი მოლოდინი იყო – აბა, ვინ გააჩენს გოგოს” – გვანცა დარასელიამ “ფორტუნას” მსმენელისთვის იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ემზადება ის მეორე შვილის დაბადებისთვის. ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, როგორც თავად აღნიშნავს მეორე შვილის დედა, სულ რაღაც ათ დღეში გახდება.