LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა ოსიყმაშვილი: “ვეცდები, მოლოდინს გადააჭარბოს მორიგმა გამოსვლამ”

“მინდა ყველა მიყვარდეს და ყველას ვუყვარდე”

“ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი იყო. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავდგი ეს ნაბიჯი. ძალიან სასიამოვნოა და ამაღელვებელი ამდენი დადებითი ემოცია. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები და მზად ვარ ყველანაირი გამოწვევისთვის. ვეცდები, რომ მოლოდინს გადააჭარბოს ჩემმა მორიგმა გამოსვლამ; ბავშვობიდან ვმღერი. სახლში მქონდა ხოლმე კონცერტები. შემდეგ ჩავაბარე ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც მუსიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლაზე ვფიქრობდი ბევრს, მაგრამ ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რომ უნდა ვყოფილიყავი მომღერალი და უნდა ვმდგარიყავი დიდ სცენაზე; პატარ-პატარა კონცერტები იყო, მაგრამ დიდი ნაბიჯი პირველია; ყოველთვის მეგონა, რომ კლასიკური ჟანრის გარდა არაფერს ვიმღერებდი, მაგრამ დადგა მომენტი, როცა გადავწყვიტე სხვა რაღაცეებშიც მოვსინჯო თავი; ძალიან ვნერვიულობ ყოველი გამოსვლის წინ; ხან ასეთი ვარ, ხან ისეთი. როგორი ხასიათიც მაქვს, იმის მიხედვით ვიცვლი იმიჯს, მაგრამ ბოლო დროს იმიჯი არის უცვლელი; იყვნენ მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა ნაბიჯის შემდეგ აღარ იყვნენ ჩემს გვერდით; სითამამე და ხასიათის ცვალებადობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე ადამიანებს ზოგადად ვკარგავ, მაგრამ ახლა არ მინდა ვინმე დავკარგო. მინდა ყველა მიყვარდეს და ყველას ვუყვარდე” – რადიო “ფორტუნას” ეთერში “X ფაქტორის” მონაწილემ, გვანცა ოსიყმაშვილმა პირველი გამოსვლისა და იმის შესახებაც ისაუბრა, რის გამო კარგავს ის ადამიანებს.