LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია კიწმარიშვილი: „Elite Model Look Georgia 2017-ის გამარჯვებული ნოემბრის ბოლოს მილანში გაემგზავრება”

13

11 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ია კიწმარიშვილი სტუმრობდა.

– ქალბატონო ია, როდის გაიმართება Elite Model Look Georgia-ს კასტინგი?

– ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენც აქტიურად შევუდექით  ტრადიციული კონკურსებისთვის, მათ შორის Elite Model Look-ის კონკურსის ფინალისთვის მზადებას. ნაციონალურ კასტინგში, რომელიც 15 ივლისს გაიმართება GTS-ის სავაჭრო ცენტრში, 14-დან 22 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

– რა შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს Elite Model Look-ის კონკურსში მონაწილეობა?

– მოდელის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟულია მსოფლიოში, ამიტომ ვისაც სურვილიც აქვს და გარეგნობაც უწყობს ხელს, შეუძლია მოსინჯოს ძალები სამოდელო ბიზნესში, ჩვენი კონკურსი კი, უმოკლესი გზა წარმატებისკენ. თუმცა, კონკურსის მონაწილე გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს – აუცილებლად საინტერესო გარეგნობა ჰქონდეს, ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ მთავარი არა სილამაზე, არამედ საინტერესო გარეგნობაა და გოგონას მინიმალური სიმაღლე 1,70 სმ, ვაჟის კი – 1, 80 სმ. უნდა იყოს. მოდელის კარიერის დაწყებამდე ახალგაზრდამ რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს, რომელთა შორის პირველი ნაციონალური კასტინგია, სადაც 15-20 გოგონასა და ვაჟს შევარჩევთ, მერე კი, მოსამზადებელი პერიოდია, როცა შერჩეული კანდიდატები ნაციონალური ფინალისთვის ემზადებიან, რომელიც წელს 26 ივლისს გაიმართება, Elite-ის წარმომადგენელი დაესწრება და სწორედ ის დაასახელებს გამარჯვებულ გოგონასა და ვაჟს. ვფიქრობ, ეს კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან საქართველოში ყოველთვის ჩნდება მიკერძოებული და არაობიექტური არჩევანის გაკეთების ეჭვი, Elite-ის ავტორიტეტული წარმომადგენლის  გადაწყვეტილება კი, გამორიცხავს ნებისმიერ ეჭვს, რადგან მისი ინტერესი მსოფლიო ფინალზე ღირსეული კანდიდატების წარდგენაა.

– საინტერესოა, რა ჯილდოს მიიღებს კონკურსის გამარჯვებული?

– ჩვენს სფეროში არასდროს იყო განსაზღვრული კონკრეტული ჯილდო, რადგან პირველ ეტაპზე შერჩეულთათვის ჯილდოდ ჩვენი სააგენტოს მოდელობა ითვლება, რაც ნებისმიერ ღონისძიებაზე მისი მინაცემების გაგზავნას და კასტინგში მონაწილეობას გულისხომს, დიზაინერის მიერ არჩევის შემთხვევაში კი, გარკვეული თანხის გამომუშავების საშუალებაც ეძლევა. Elite Model Look Georgia 2017-ის გამარჯვებული კი, ნოემბრის ბოლოს მილანში გაემგზავრება მსოფლიო ფინალში მონაწილეობის მისაღებად, საუკეთესო 15 მონაწილეს შორის მოხვედრის შემთხვევაში კი, ჯილდოს საპრიზო ფონდიდან მიიღებს, რომელიც 730 ათასი ევროს შეადგენს და ყოველთვის გამარჯვებულებზე ნაწილდება.

– რამდენად წარმატებული არიან ქართველი მოდელები საზღვარგარეთ?

– ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული არიან და სასიამოვნოა, რომ ბევრის კარიერა სწორედ ჩვენი კონკურსით დაიწყო. მაგალითად, Elite 2015-ის გამარჯვებული თათია ახალაია ფინალში მოხდა, მილანში გაემგზავრა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა – ხელშეკრულება გააფორმა რამდენიმე სააგენტოსთან და სიამოვნებით თანამშრომლობს მათთან. მართალია, თათია მოდელის კარიერის შეთავსებას სწავლასთან ცდილობს, რაც სიმართლე ვთქვა ცოტა ხელს გვიშლის, მაგრამ რადგან სწავლა მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ დახმარებას. სულ ცოტა ხნის წინ თათიამ Dolce & Gabbana-ს ალტა-მოდას ჩვენებაზე მიიღო მიწვევა, რომელიც 7 ივლისს ჩატარდა პალერმოში და ბრენდის 400-ზე მეტი ყველაზე აქტიური და შეიძლება ითქვას უმნიშვნელოვანესი მომხმარებელი ესწრებოდა, უამრავი ცნობილი ადამიანის ჩათვლთ.

სხვათაშორის, Elite Model Look Georgia-ს პირველივე კონკურსის ყველა გამარჯვებულმა შეძლო პოპულარობის მოპოვება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მართალია, გარკვეულ ეტაპზე ზოგმა სწავლა, ზოგმა კი, ოჯახის შექმნა აირჩია, მაგრამ სამოდელო კარიერა ყველამ გაიკეთა. პირადად მე ძალიან მიყვარს „მისს საქართველოს“ კონკურსი, მაგრამ ვფიქრობ, Elite Model Look -ის კონკურსს მასთან შედარებით უდავო უპირატესოაბ აქვს, რადგან პროფესიონალური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია.

– „მისს საქართველოს“ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რა კრიტერიუმები არსებობს?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ „მისს საქართველო“ შემოდგომაზე გაიმართება, რეგისტრაცია კი, უკვე დაწყებულია. განსაკუთრებული კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ გავქვს, მთავარია, გოგონა საქართველოს მოქალაქე იყოს და არ იყოს დაქორწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები