LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია კიწმარიშვილი: სეზონს ”ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას” კონკურსით გავხსნით

15

31 მაისს რადიო „ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს ია კიწმარიშვილი, ნუკა ყარალაშვილი და ლუკა ჯაჯვანი სტუმრობდნენ.

– ქალბატონო ია, მზადება კონკურსისთვის „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია” უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და რა ტიტულის ან პრიზების მფლობელები გახდებიან კონკურსანტები?

-სეზონს ტრადიციულად „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას” კონკურსით გავხსნით. ჩვენ უკვე დავაანონსეთ რეგისტრაცია, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს. მინდა 14-დან 21 წლამდე ასაკის ყველა მსურველს შევახსენო, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ უფასო რეგისტრაცია, შეავსონ ფორმა და უკვე 18 ივნისს 12 საათზე მობრძანდნენ „ისთ-ფოინთში”, სადაც ნაციონალური ქასთინგი გაიმართება. სწორედ აქ შევარჩევა ის 20 გოგონა და 20 ვაჟი, ვინც ივნისის ბოლოს, ”ელიტ მოდელ ლუქის” საქართველოს ფინალზე წარსდგება. გამარჯვებულს კი, თავად ”ელიტ მოდელ ლუქის” წარმომადგენელი შეარჩევს, რომელიც სპეციალურად ამ მისიით ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში.

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი კონკურსის მონაწილე?

– პირველ რიგში ასაკობრივ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. გარდა ამისა, გოგონას მინიმალური სიმაღლე 1, 70 სმ-ს, ვაჟების კი – 1, 80 სმ-ს უნდა შეადგენდეს.

– ნუკა, რა მოგცათ კონკურსში მონაწილეობამ?

– ელიტ მოდელ ლუქი” ჩემი პირევლი კონკურსი იყო და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა. არასდროს დამავიწყდება ის რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და რაც მთავარია სასარგებლო პერიოდი, როცა ძალიან ბევრი ვისწავლე და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე.

– ლუკა, თქვენ რა გამოცდილება შეიძინეთ კონკურსში მონაწილეობით?

– აბსოლუტურად გამოუცდელი მივედი „იმიჯ ცენტრში”, თუმცა,  ძალიან სწრაფად ვისწავლე ყველაფერი, რაც მოდელის პროფესიისთვისაა აუცილებელი.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები