იკონტაქტეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე უკეთესები არიან, ვისგანაც ისწავლით და მოგცემენ გაზრდის საშუალებას – FM ქოუჩი

იკონტაქტეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე უკეთესები არიან, ვისგანაც ისწავლით და მოგცემენ გაზრდის საშუალებას – FM ქოუჩი

ცნობილი ბიზნესტრენერი და ქოუჩი ნიკოლაი ლატანსკი 28-29 აპრილს თბილისში მასტერკლასებს ჩაატარებს თემაზე  „გააღვიძეთ საკუთარ თავში გენიალური ადამიანი“. თბილისში ვიზიტისა და მასტერკლასების საკითხზე ლატანსკიმ გადაცემაში “FM ქოუჩი” დეტალურად ისაუბრა.

 

– ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი თბილისში, აქამდე უკვე 2 -ჯერ ჩავატარე ჩემი ტრენინგი სხვადასხვა თემაზე, ახლა უკვე შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც 3 საათი გაგრძელდება, ტრენინგის თემაა „გააღვიძეთ საკუთარ თავში გენიალური ადამიანი“. ეს არის ახალი, უნიკალური პროგრამა, რომელიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი ინტუიცია, გონებრივი შესაძლებლობები და გულისგან მიღებული მინიშნებები გააერთიანონ და შეიცნონ. 2 თვის განმავლობაში ჩვენ ამ პროგრამით 12 ქვეყანაში ჩავალთ. უკვე მოვიარეთ 6 ქვეყანა, რაც შეეხება თბილისს, ჩვენი ტრენინგი 2 ენაზე ჩატარდება, როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენებზე. ჩვენ გვიყვარს თბილისი და სიამოვნებით ვეწვევით თქვენს ქვეყანას.

როგორ ფიქრობთ როგორია გენიალური ადამიანი და რით გასხვავდება ის სხვებისგან?

საინტერესო კითხვაა. როცა ვიკითხავ, ვის მიიჩნევენ გენიალურ ადამიანებად გენიალური ადამიანები, აუდიტორია ასახელებს სტივ ჯობს, ბახს,  აინშტაინს. ამას მოჰყვება  ხოლმე ჩემი მომდევნო კითხვა, რომელიც ასე ჟღერს: გითქვამთ თუ არა თქვენი მეგობრისთვის ან კოლეგისთვის რომ მისი შესრულებული საქმე ან თავად ის გენიალურია, დარბაზში უმრავლესობა ხელს მაღლა წევს. ჩემი აზრით, გენიალური ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენზე წინ არიან წასულები, რომლებსაც შეუძლიათ უფრო მეტის მიღწევა თანაბარკონკურენტულ  გარემოში, ვიდრე სხვებს. მასტერკლასზე სწორედ ამას ვასწავლით,  როგორ უნდა გამოიყენონ მეხსიერება, გონებრივი შესაძლებლობები, როგორ მიაღწიონ უფრო მეტს, მაგალითად გვაქვს ასეთი ტექნიკა, ვასწავლით 5 წუთში 10 სიტყვას. არც ერთი თვის და არც წელიწადის გასვლის შემდეგ ეს სიტყვები და თანმიმდევრობა ჩვენს მსმენელებს არ ავიწყდებათ. ამ ტექნიკის რეზულტატს ადამიანები ხედავენ დარბაზშივე.

 

რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა საკუთარ თავზე, რომ გახდნენ გენიალურები?

მე-20 საუკუნის მეცნიერი ფულერი ამბობდა, რომ გენიალური არაგენიალურისგან განსხვადება იმ ტრავმების რაოდენობით, რომელიც ბავშვობაში გადაიტანა.  მნიშვნელოვანია ფაქტორებია, როგორ აღვიზარდეთ, რა გვასწავლეს მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა, რა ვისწავლეთ სკოლაში, როგორ გვექცეოდნენ, აქედან გამომდინარე გვიყალიბდება საკუთარ თავზე წარმოდგენა, ჩვენ ან ვფიქრობთ, რომ ვართ გენიალურები, განსაკუთრებული პიროვნებებები, ან მაგალითად, ტრენინგებზე ჩემთვის უთქვამთ, რომ ისინი ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეულები არიან.

მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ, 20, 30, 50 ან მეტის, ნებისმიერ დროს თქვენი გენიალობის გახსნა შესაძლებელია, უნდა გჯეროდეთ რომ ნებისმიერი რომელიც ამქვეყანაზე იბადება, უნიკალური და გენიალურია.

 

ამისთვის საჭიროა ვინმეს შთაგონება თუ საკმარისია ადამიანებს უბრალოდ სჯეროდეთ საკუთარი გენიალურობის?

იმისთვის რომ დაიჯეროთ, საჭიროა გარკვეულწილად რაღაცეები ისწავლოთ. ერთხელ ჩემთან მოვიდა 75 წლის ქალი, რომელმაც მითხრა, რომ ხელი ქონდა ჩაქნეული ცხოვრებაზე და სიკვდილს აპირებდა, თუმცა მას მერე რაც გავიცანი, მომისმინა, შეხედულებები შეიცვალა. წერა დაიწყო, 2 წელი გავიდა, ის დღეს 2 წიგნის ავტორია, რომლებიც მოთხოვნადია და  პოპულარობით სარგებლობს, ის სხვებისთვის გახდა სამაგალითო და მისგან სწავლობენ, არადა 2 წლის წინ სიკვდილზე ფიქრობდა.

შეგიძლიათ საკუთარ თავზეც მოიყვანოთ მაგალითი, პირადად თქვენ როგორ აღწევთ შედეგს?

პირველ რიგში, მე არასდროს ვამბობ, რომ რამე არ შემიძლია. რამდენიმე დღის წინ  აუდიტორიის წინაშე გამოვედი, სადაც 650 ბავშვი იყო. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, როდესაც ბავშვების წინაშე ვაპირებდი გამოსვლას, ვნერვიულობდი, რადგან ბავშვები სხვა აუდიტორიაა, მთელი ერთი კვირა ვიმუშავე, მოვემზადე, გავიარე ქოუჩსესია, სანფრანცისკოში ჩემ მეგობარს ვთხოვე სამსახიობო ოსტატობაში დამხმარებოდა. და აი, მეც გამოვედი სცენაზე, გამოვედი ცეკვით. ბავშვები იყვნენ გაოცებულები, მე არ მეცვა პიჯაკი, ვიყავი ჩვეულებრივ უბრალო ფორმაში, ბავშვები ამყვნენ ტაშით, ისინიც ცეკვავდნენ ჩემთან ერთად.

სხვათაშორის მითხრეს, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო გამოსვლა, ამ გამოსვლამ კიევში  ინტერნეტ სივრცე აალაპარაკა. ბევრმა ნახა ვიდეო, სადაც ბიზნესტრენერი პატარებთან ერთად ცეკვავს. ამბობენ, რომ ეს იყო საუკეთესო გამოსვლა. თუმცა  საუკეთესო იყო იმიტომ, რომ მე მოვემზადე მისთვის. სხვათაშორის ეს იყვნენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, რომლებიც განსაკუთრებული ბავშვები არიან.

 

ადამიანები, რომლებსაც  დღეს ვეძახით გენიალურებს, თქვენი აზრით, მათ სჯეროდათ ამის?

ვფიქრობ ასეა, მათ შინაგად ყოველთვის იცოდნენ, რომ შეეძლოთ მეტი, რომ რაღაცისთვის არიან მოვლენილები, მათ სურდათ ეს,  ამიტომაც ხდებოდნენ გენიალურები. თუ გარშემომყოფებზე ვიქნებით დამოკიდებულები, რომლებიც გვეუბნებიან ეს შეგიძლია, ეს კი არა, არაფერი გამოვა და გენიალურსაც ვერაფერს შევძლებთ. ხოლო როგორც კი საკუთარ გულს და ინტუიციას დაუჯერებთ და რაც მთავარია ენდობით საკუთარ თავს, მაშინ  რასაც კი ჩაიფიქრებთ, ყველაფერი გამოგივათ. თავიდან ეს, რა თქმა უნდა, სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამის სწავლა და განხორციელება შესაძლებელია.

 

შესაძლებელია, ის ადამიანი, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების არ სჯერა, გახდეს გენიალური და რა არის საჭირო ამისთვის?

სამწუხაროდ, მანამ ვიდრე ადამიანი არ დაიჯერებს, რომ ის გენიალურია, ჩვენ ვერ შევცვლით მის ცხოვრებას, მგონი დანიელ დეფო ამბობდა, ნახეთ როგორი მარტივია საკუთარი ცხოვრების შეცვლა და რამდენად შეუძლებელია სხვისი შეცვლა, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კატალიზატორები, შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ, ვესაუბროთ, მივცეთ სტიმული ადამიანს, თუმცა ძალით და ხელოვნურად ვერაფერს შევცლით. ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ ატმოსფერო, გარემო, რომ მან შეძლოს საკუთარი რესურსის გამოყენება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ კონკრეტულ ადამიანზეა, მას უნდა სურდეს შეიცვალოს და შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

 

რა არის თქვენი კონკრეტული რეკომენდაციები ამ თემასთან დაკავშირებით?  რა ეხმარება ადამიანს გახდეს გენიალური?

თუ ადამიანი გრძნობს რომ მას შეუძლია, ის შეძლებს კიდეც მეტს. 50 % ჩვენი შესაძლებლობების დამოკიდებულია გარემოზე, თუ როგორი ადამიანები გვყავს გარშემო და ვისთან ვკონტაქტობთ, მაგალითად  ესენი არიან ადამიანიები, რომლებთანაც 10, 30, 40, წელია ერთად მოვდივათ და მივეჩვიეთ ამ კომფორტულ მდგომარეობას, თუ ჩვენ ვკონტაქტობთ მათთან,  ვინც ჩვენზე უფრო წარმატებულია, ყოველ დღე  ვაკვირვებით, ვსწავლობთ მათთგან. სწორედ ასეთ დროს ვხვდებით, რომ ეს ადამიანები გარკვეულწილად ჩვენთვის მაგალითია და ეს გვზრდის.

ერთხელ მექსიკაში ჩავედით , სადაც მილიონერთა კლუბის შეხვედრა იყო. ამ კლუბის წევრები მილიონ დოლარს კვირაში, ზოგიერთი – დღეში გამოიმუშავებს. დიდხანს ვფიქრობდით შევეფერებოდით თუ არა ამ კლუბს. გვეუხერხულებოდა გვეთქვა, რომ ეს თანხა მათგან განსხვავებით წელიწადში გამოვიმუშავეთ. კლუბის ერთმა წარმომადგენლმა ასეთი რაღაც მითხრა, იცი რატომ ჩამოვდივარ აქ, ბოლო პერიოდში მივეჩვიე, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ, ყველაფერი გამომდის და ადამიანები ჩემგან სწავლობენ, ხოლო აქ როცა ჩამოვდივარ, ვხედავ და ვხვდები, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი შეუძლიათ ვიდრე მე და ეს მზრდის. ჩემი რეკომენდაციას ასეთი იქნება, ყოველთვის იკონტაქტეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე უკეთესები არიან, ვისგანაც ისწავლით და მოგცემენ გაზრდის საშუალებას.

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

28 აპრილი, 2017

სხვა ჩანაწერები