ინოვაციები ელექტროენერგიის მოპოვებაში და სახელმწიფოს ჩართულობა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში

ინოვაციები ელექტროენერგიის მოპოვებაში და სახელმწიფოს ჩართულობა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში

ბიას ონლაინპლატფორმის გვერდზე  არსებული 36, 545  კომპანიიდან ენერგეტიკა, ენერგორესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის დარგში 855 ურიდიული პირი ფიქსირდება, აქედან ეკონომიკურად აქტიური 550–მდე კომპანია მოქმედებს.

როგორც კომპანიიდან „ფორტუნას“ აცნობეს, Bia.ge-ზე აღნიშნული დარგი სხვადასხვა ქვესფეროდ იყოფა:

 

ბიას მონაცემთა ბაზის მიხედვით, კომპანიების 26% იმპორტს ახორციელებს. გასულ წელთან შედარებით იმპორტის მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით შემცირდა. იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით კი, გადანაწილება შემდეგნაირია:

  • თურქეთი
  • ჩინეთი
  • იტალია
  • უკრაინა
  • გერმანია

იმპორტიორი პროდუქციის ჩამონათვალში, ძირითადად, გვხვდება:

  1. ენერგოდანადგარების და მოწყობილობების იმპორტი;
  2. ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის  იმპორტი;
  3. დანადგარების სათადარიგო ნაწილების  იმპორტი

კომპანიების 8% ექსპორტზეა ორიენტირებული. ექსპორტიორი კომპანიების  ტოპ ხუთეული ასეთია:

  • თურქეთი;
  • აზერბაიჯანი;
  • რუსეთი;
  • სომხეთი;
  • აშშ

ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში წარმოდგენილია:

  1. შავი და ფერადი ლითონი
  2. მანგანუმი
  3. ქიმიური პროდუქცია და ნედლეული

 

სტატისტიკა წლების მიხედვით:

 

2012 წ. დარგში დარეგისტრირდა 66 კომპანია

2013 წ. – 62 კომპანია

2014 წ. – 89 კომპანია

2015 წ. – 63 კომპანია

2016 წ. – 57 კომპანია

2017 წ.  დღემდე – 26 კომპანია

როგორც „ფორტუნას“ ბიას წარმომადგენელმა სალომე პატარიძემ განუცხადა, საქართველოში ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა გაცილებით აღემატება ქვეყნის მასშტაბით ნავთობის მოპოვების მაჩვენებელს, რომელიც წლიურად 70 ათას ტონამდეა. შესაბამისად, პატარიძის თქმით, ქვეყანა ამ კუთხით დამოკიდებულია იმპორტზე, რომელსაც უმეტესად რუმინეთიდან და აზერბაიჯანიდან ვახორციელებთ.  მისივე ინფორმაციით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან განსხვავებით, საქართველოს გეოგრაფიული განლაგება ხელს უწყობს ელექტროენერგიის მოპოვებას. შენდება ახალი ჰიდროელექტრო სადგურები, ასევე რეაბილიტაცია უტარდება ძველ ჰესებს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ქვეყანაში ინერგება ელექტროენერგიის მოპოვების ინოვაციური გზები, როგორიცაა ქარისა და მზის ელექტროსადგურები.

29 ნოემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები