LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე გაგვიტაცა გადაღებამ, ყველაფერი დაგვავიწყდა” – ყველაზე რეიტინგული კლიპის გადაღების დეტალები “არტ-FM”–ში

6

21 ნოემბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”-ს ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე სტუმრობდენენ. მომღერლებმა რადიოს ეთერში კლიპის გადაღების დეტალებზე ისაუბრეს.

– ვის ეკუთვნის ერთობლივი სიმღერის „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ შექმნის იდეა?

ნოდიკო ტატიშვილი: – მე და სალომე დიდი ხნის მეგობრები ვართ, თუმცა არსადროს გვიმუშავია ერთად, ამიტომ არაჩვეულებრივ კომპოზიტორს ლილიკო ნემსაძეს სიმღერის დაწერა ვთხოვეთ, რომელიც საკმაოდ სწრაფად შეიქმნა და ჩვენც ძალიან მოგვეწონა.

სალომე ბაკურაძე: – პირველმა სიმღერა ნოდიკომ მოისმინა, შუაღამისას დამირეკა და ლილიკოსთან მისვლა მთხოვა, გულმა ვერ მომითმინა, რა თქმა უნდა, მივედი და მართლაც ფანტასტიკური სიმღერა აღმოჩნდა.

– რამდენად რთული იყო კლიპზე მუშაობა?

ნოდიკო: – კლიპი ერთ დღე-ღამეში გადავიღეთ. მცირე ტრავმა მივიღე, მაგრამ მემგონი გადავრჩი, სალომეს კი, ხელი ჰქონდა ნაღრძობი. თუმცა, ისე გაგვიტაცა გადაღებამ, ყველაფერი დაგვავიწყდა.

სალომე: – ბათუმიდან ვბრუნდებოდით, მანაქანაში ჩვენს სიმღერას ვუსმენდით და დამაინტერესა, ნოდიკოს როგორ წარმოედგინა კლიპის გადაღება. უცნაურია, მაგრამ ჩვენი აზრები აბსოლუტურად დაემთხვა ერთმანეთს.

– ნოდიკო, რამდენადაც ვიცით, კლიპის გადღების შემდეგ მეტად საინტერესო შეტყობინება მიიღეთ,

– YouTube-ის წერილი მივიღე, სადაც მატყობობინებდნენ, რომ ჩვენი ვიდეო ძალიან ტრენდური და მოთხოვნადი იყო. იმ საღამოს კლიპი რეიტინგის მე-10 ადგილზე გავიდა, მეორე დღეს კი, უკვე პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა მთელი საქართველოს მასშტაბით. სხვათაშორის, დღემდე ვინარჩუნებთ ლიდერობას ტრენდურ ვიდეოებში, მართლაც ძალიან პოპულარული კლიპია და გვახარებს, რომ მაყურებლის უზარმაზარი სიმპათია დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები