იტალიური მოდა თბილისში – რა ტრენდია თეთრეულის ხაზში და სად იყიდება „ამორეს“ პროდუქცია

იტალიური მოდა თბილისში – რა ტრენდია თეთრეულის ხაზში და სად იყიდება „ამორეს“ პროდუქცია

„ამორეს“ წარმომადგენელი ნატო ცომაია

 

  • რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზეა კომპანია „ამორე“ და რა მიმართულებებით მუშაობთ
  • ეს არის იტალიური ბრენდი, 8 წელია ბაზარზე ვართ, მომხარებელს მაღალი ხარისხის და პრემიუმ ხაზის პროდუქციას ვთავაზობთ
  • რა ტიპის პროდუქციაზე საუბარი
  • ჩვენი ძირითადი მიმართულებაა შიდა ხაზი, ქალის, მამაკაცისა და ბავშვის თეთრეულს ვთავაზობთ მომხმარებელს
  • ამ მიმართულებით ხომ ბევრი კომპანიაა ბაზარზე, როგორ უწევთ მათ კონკურენციას
  • კი, გეთანხმებით, მაგრამ ეს ჩვენთვის გამოწვევაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სერვისის გაუმჯობესებას. ასევე დინამიურად ვაკონტროლებთ პროდუქციის ხარისხს და მივყვებით მოდის ტენდენციებს. ამისთვის ხშირად დავდივართ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით იტალიაში.
  • ახლა თუ გაქვთ სხვა შეთავაზებები ახალი კოლექციების გარდა
  • ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ მომხმარებელს საინტერესო სიახლეებს. ამ დროისთვის 70%-მდე ფასდაკლება გვაქვს მითითებულ კოლექციაზე, ასევე მეორე ნივთი- ნახევარ ფასად, გარდა ამისა, ასევე გვაქვს თანხის ნაწილის უკან დაბრუნების შეთავაზებაც.
  • ზოგადად ფასები როგორია თქვენს ქსელში
  • ჩვენ მორგებული ვართ საქართველოს ბაზარს. ვითვალისწინებთ ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას და შესაძლებლობას. ასე რომ ყველას შეუძლია სასურველი პროდუქციის შეძენა. ამ ეტაპზე 8 მაღაზია გვაქვს თბილისში, 1- რუსთავში.
  • რას აპირებთ ამ მიმართულებით, რა სიახლეებს გეგმავთ, ქსელის გაფართოებას ვგულისხმობ
  • ამ წლის იანვრიდან ახალი პროდუქტი გვაქვს, ეს არის ონლაინ-მაღაზია. ვითვალისწინებთ მომხარებელთა გადატვირთულ გრაფიკს. ქსელს რაც შეეხება, ვაპირებთ გაფართოებას, რეგიონებში გასვლას, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისში

25 ოქტომბერი, 2018

სხვა ჩანაწერები