LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯემალ ჭკუასელი: „Black Sea Arena-ზე რამდენიმე ახალი ნომერს წარმოვადგენთ”

2

18 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ბატონები ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ჯემალ ჭკუასელი სტუმრობდნენ.

– ბატონო ჯემალ, როგორია „ერისიონის“ განახლებული პროგრამა, რომელსაც Black Sea Arena-ზე წარმოადგენს?

– „ერისიონი“ მუდმივად განახლების პროცესშია და არცერთ კონცერტზე სიახლის გარეშე არ გამოვდივართ, ამიტომ Black Sea Arena-ზეც რამდენიმე ახალი ნომერს წარმოვადგენთ.

– ბატონო ალექსანდრე, სამომავლოდ რა გეგმები აქვს ანსამბლ „ერისიონს“?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ქართული ანსამბლებიდან, შარშან სწორედ  „ერისიონს“ ხვდა წილად  Black Sea Arena-ს გახსნა. რა თქმა უნდა, წელს, 1-ელ აგვისტოს, აბსოლუტურად განსხვავებული პროგრამით წავრსდგებით თაყვანისმცემლის წინაშე, ქართული ფოლკლორი იმდენად მდიდარი და ჯერჯერობით აუთვისებულია, რომ მუდმივად შეგვიძლია მაყურებლისთვის ახლის და საინტერესოს შეთავაზება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – აგვისტოს ბოლოს სამარყანდში მივემგზავრებით ფოლკლორულ ფესტივალზე, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. „ერისიონს“ კი, რომელიც საქართველოს წარმოადგენს, ფესტივალის გახსნის და დახურვის პატივი ერგო, მომავალ წელს კი, კიდევ რამდენიმე კონცერტს გავმართავთ უზბეკეთში. გარდა ამისა, წელს მორიგი ტურნე გვაქვს უკრაინაში, მოლდოვასა და ბელორუსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები