LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი „ტიფლისი“ კონცერტს გამართავს

4

ჯგუფი „ტიფლისი“ დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მუსიკალური კოლექტივი ოთხი წევრისგან შედგება, მათ შორის არის „მგზავრების“ წევრი ბეჟო ამირანაშვილი.

ჯგუფი „ტიფლისი“ ძირითადად საავტორო სიმღერებზე მუშაობს, მათთვის სიმღერებს ბეჟო ამირანაშვილი ქმნის, ამირანაშვილის „ტიფლისში“ გამოჩენას მოჰყვა ხმები იმის თაობაზე, რომ მან ჯგუფი „მგზავრები“ დატოვა, გავრცელებულ ჭორებს მუსიკოსმა „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ FM“-ში უპასუხა: „მგზავრებიდან“ არ წამოვსულვარ. ორ მუსიკალურ კოლექტივში ვმღერი, როცა საზღვარგარეთ გვაქვს კონცერტები ბიჭები ჩემს გარეშე მუშაობენ საქართველოში. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი მეც ვუერთდები“.

ჯგუფი „ტიფლისი“ 26 თებერვალს სოლო კონცერტის გამართვას აპირებს, სადაც მათი ახალი ალბომის პრეზენტაცია შესდგება. ალბომში სულ ათი სიმღერა არის შესული, მათ შორის ერთი მაცაცო სებისკვერაძეს ეკუთვნის, 9 ახალი კომპოზიცია კი ბეჟო ამირანაშვილმა დაწერა.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები