LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯი პი ენი“ – უნივერსალური საკონსულტაციო კომპანია და ერთგვარი ინოვაცია საკონსულტაციო ბაზარზ

4

21 აპრილს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“ კომპანია „ჯი პი ენის“ ერთ-ერთი დამფუძნებელს, მმართველ პარტნიორს და დირექტორს, ბატონ ვახტანგ მაჭავარიანს უმასპინძლა.

– ბატონო ვახტანგ, როდის დაარსდა კომპანია „ჯი პი ენი“ და რა არის მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება?

– „ჯი პი ენი“ თავისი ინტელექტუალური ჰაბით უნივერსალური საკონსულტაციო კომპანია და ერთგვარი ინოვაციაა საკონსულტაციო ბაზარზე, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო ამ ფორმატით საქმიანობა, თუმცა, დამფუძნებელ პარტნიორებს მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს.

– კონკრეტულად რას გულისხმობს ინტელექტუალური ჰაბი?

– ჩვენმა კომპანიამ 200-ზე მეტი ექსპერტი გააერთიანა, რომელთა რიცხი მუდმივად იზრდება, ივსება და იხვეწება ბაზაც. ჩვენი მუშაობის სტილი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა საკონსულტაციო კომპანიებისგან, რადგან არ გვყავს შტატიანი სპეციალისტები და აბსოლუტურად სხვა ტიპის ურთიერთობას ვთავაზობთ ექსპერტებს – სხვადასხვა მიმართულებით ვარჩევთ უმაღლესი დონის სპეციალისტებს და შრომითი ურთიერთობის ნაცვლად ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს ვაფორმებთ მათთან, კლიენტს კი, კონკრეტული საქმის და სპეციფიური მომსახურების გათვალისწინებით ვთავაზობთ მომსახურებას. ჩვენი უპირატესობაც სწორედ ესაა, რადგან არა რამდენიმე, არამედ ასობით ექსპერტიდან ვარჩევთ შესაფერის სპეციალისტს, რომელიც ზუსტად მოერგება კლიენტის მოთხოვნებს.

– რა სფეროებში ახორციელებს კომპანია მომსახურებას?

– კომპანია სამართალის, ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მარკეტინგის და ადამიანური რესურსების მართვის სფეროებს მოიცავს. მაგალითად, საფინანსო სისტემისთვის ისეთი აქტუალური და სფეციფუიკური მომსახურეობები გვაქვს, როგორიცაა ფულის გათეთრების და ტერორიზმის საწინააღმდეგო სისტემების შეფასებასთან დაკავშირებული კონსულტაცია, სამართლის სფეროში ყველა მიმართულებით ვმუშაობთ ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართალის, სასამართლო და საადვოკატო მომსახურების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ნებისმიერ სფეროში შეუძლია მაღალი დონის მომსახურების გაწევა, რადგან არასდროს გვზღუდავს შტატი, გვაქვს სრული თავისუფლება შევარჩიოთ შესაბამისი ექპერტები და შევთავაზოთ კლიენტს ზუსტად ის მომსახურება, რაც მას სჭირდება.

– რა პრინციპით მოხდა ექსპერტების შერჩევა?

– ექსპერტებს პარტნიორები ვარჩევთ საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით. შერჩევისას მთავარი კანდიდატის გამოცდილება და მისი კვალიფიკაციაა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტი  საუკეთესო იყოს კონკრეტულ სრეფოში. ხშირად ექსპერტებს პირადად  ვიცნობთ, გვქონია საქმიანი ურთიერთობა და კარგად ვიცით მათი კვალიფიკაცია. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ ჩვენთვის სანდო ადამიანის რეკომენდაციასა, თუმცა, მხოლოდ დეტალური შემოწმების შემდეგ ვთავაზობთ მემორანდუმის გაფორმებას და ბაზაში გაწევრიანებას, სადაც ყველა ექსპერტი არა ფართო სფეროში საქმიანობით, არამედ ვიწრო სპეციალობითაა წარმოდგენილი.

– თქვენი აზრით, რა უპირატესობა აქვს თქვენს კომპანიას სხვებთან შედარებით?

– ჩვენ მრავალპროფილური მომსახურება გვაქვს. მაგალითად, თუ ბიზნსმენი ახალი მიმართულებით იწყებს საქმიანობას და სჭირდება სხვადასხვა სფეროს სპეციალისტი, თავისუფლად შეგვიძლია შევთავაზოთ კომპლექსური მომსახურება და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, უკვე თავად ვიზრუნოთ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან კოორდინაციასა და კლიენტისთვის სათანადო ვადებში, შედეგით და ხარისხით მომსახურების  უზრუნველყოფაზე.

– რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი მომსახურება?

– ახალი კონცეფციის წყალობით, ჩვენ საკმაოდ შეღავათიან ფასად ვემსახურებით კლიენტებს, რადგან არ გვყავს შტატი, არ გჭირდება ძვირადღირებული ოფისი და ტექნიკური შტატის შენახვა, ნაკლები ხარჯი გვაქვს და არ გავცემთ ხელფასს, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს ექსპერტებთან. გამომდინარე აქედან, საშუალება გვაქვს შევინარჩუნოთ და შესაძლოა კიდევ უფრო დავწიოთ ფასები. რა თქმა უნდა, ანაზღაურება კონკრეტული საქმის სირთულით და ექსპერტის კვალიფიკაციით განისაზღრება, თუმცა, ფასები ნებისმიერ შემთხვევაში ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ბევრად დაბალია, ვიდრე ანალოგიური ექსპერტის მომსახურება.

– კომპანიის კლიენტებს შორის ქართველები ჭარბობენ თუ უცხოელები?

– ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ამ მოკლე დროში უცხოელებსაც გავუწიეთ მომსახურება და ქართველებსაც.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს კომპანიას?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ჩვენი ბაზა მუდმივად იხვეწება და ივსება საუკეთესო პროფესიონალებით. გარდა ამისა, ვაპირებთ ახალი მიმართულებების დამატებას და მომსახურების სფეროს მაქსიმალურად გაფართოვებას. ასე რომ, ნებისმიერ მსურველს ვიწვეთ ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ, ისე რომ არ მოწყდეს ძირითად საქმიანობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები