LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახაბერ ცისკარიძე: „ყაბალახების ახალი ვერსია; ფაფახების პირველი პრეცედენტი”

“სულ იმაზე მეცინება, რომ მთელი ცხოვრება მუსიკოსი ვარ და მთელი ცხოვრება ვცდილობ, რომ მუსიკა შევთავაზო საზოგადოებას, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ოთხი მოდელი მოვიგონე და გამოუშვი, როგორც ტანსაცმელი და ბუმი ატყდა; უკვე გავცდი საზღვრებს და ამას დავადასტურებ იმ ფაქტით, რომ უკვე კონცერტი გვაქვს დუბაიში, აპრილში; უკვე მოითხოვეს ჩატარდეს “სამოსის შოუ”, მე ასე ვუწოდებ; ყველას აქვს მოლოდინი, რომ უნდა გავაკეთო ჩვენება, მაგრამ ვეცდები მაყურებელს შევთავაზო სულ სხვა რამე და იმიტომ, რომ მე ვარ მუსიკოსი, ამიტომ ყველაფერი იქნება პერფორმირებული; ვაერთიანებ კონცერტს და ჩვენებას; რაც შეეხება კოსტიუმებს, ეს არის პირველი პრეცედენტი – ჯერ ის, რომ ექსკლუზიური სამოსი გამოვუშვით, რაც ამ დრომდე არ გამოსულა, საქართველოში არ ყოფილა, ტრანსფორმირებულია ყველაფერი. ეს არის ქართული ფოლკლორიდან , ისევე როგორც ჩემი მუსიკა, გათანამედროვებული – ყაბალახების ახალი ვერსი, ფაფახების პირველი პრეცედენტი; რაც ყველაზე საინტერესოა, ეს არის კოლაბორაცია არტისტებთან; სამოსი აბსოლუტურად ხელმისაწვდომია და ის ყველას უხდება; ოთხი სამოსით იმდენი ვერსიის შექმნა შეგიძლია, რომ ერთ დღეში შეგიძლია დაესწრო სამ სხვადასხვა წვეულებას; სამოსს ქართული სილუეტი აქვს და ყველაფერი საკუთარ თავზე დავტესტე; ეს ჩემი ჩაცმულობაა, რაც მომწონს და როგორც მომწონს; ფასები საქართველოსა და უცხოეთისთვის განსხვავებულია, მაგრამ ხელმისაწვდომია ყველასთვის; საინტერესო ის არის, რომ ჩვენ დავიწყეთ აქცია – ყველა გაყიდული პროდუქტიდან ხუთი ლარი გადაირიცხება ჩვენი ქვეყნის დასასვენებელი პარკების გასაშენებლად; იცით, რომ ჩემი სამოსის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი მთავარი ფოტოა, რომელზეც დიდი ბაბუაა გამოსახული; კიდევ შოკოლადი გამოვა, რაზეც მოგვიანებით მოგიყვებით, მალე იქნება “ხანუმების შოკოლადი”; დიდი მადლობა ყველას, ვინც დაიჯერა ჩემი, თანადგომა გამიწია და მომცა იმის ძალა და ენერგია, რომ ეს ყველაფერი შემექმნა” – კახაბერ ცისკარიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში საკუთარი სამოსის ხაზის შესახებ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.