LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიაში უდიდესი წიგნის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო

9

კავკასიაში უდიდესი წიგნის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. სწორედ ამ თემას დაეთმო  რადიო ”ფორტუნას”  და თათა სადრაძის საავტორო გადაცემა ”არტ-FM”. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ დასმულ კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.

 

– გიორგი მოგესალმები, დიდი მადლობა რომ ეთერში ხარ, მოკლედ ყველაფერს ასწრებ, რეგიონებში დადიხარ, მოგზაურობ, წიგნებს წერ და ასეთი გრანდიოზული პროექტების წამოწყებასაც ახერხებ…

– ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ასეთი ინტერესისა და მხარდაჭერისთვის, არ არის ბევრი ადამიანი ვისაც ასეთი ამბები აინტერესებს, შემიძლია გითხრა ყალბი კომპლიმენტის გარეშე…

– ძალიან დიდი მადლობა, მოგვიყევი, როგორ მოუყარე თავი ამ ყველაფერს?

– ასრულდა როგორც იქნა ჯერ კიდევ გალაქტიონ ტაბიძის ოცნება, რომელიც თავის ერთ-ერთ  ჩანაწერში  წერს, რომ ძალიან კარგი იქნება გვქონდეს ქართული იშვიათი გამოცემების წიგნების მუდმივი გამოფენა  და დღეს ჩვენ გვაქვს უიშვიათესი გამოცემების წიგნების გამოფენა, ამ ყველაფერს აფინანსებს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესისა და  სახელმწიფოს ერთგვარი თანამშრომლობის კარგი მაგალითა. ამ წიგნის მუზეუმში თავს მოიყრის ყველა  იშვიათი გამოცემა, უძველესი წიგნები, ფორმით მნიშვნელოვანი წიგნები და ა.შ. ეს იქნება კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის გამოფენა…

– გიორგი თუ კერძო კომპანიას მოუნდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, რა უნდა გააკეთოს ამისთვის?

-კერძო კომპანია უკვე ჩართულია ამ ფონდის მეშვეობით, მაგრამ თუ სხვა კომპანიებს აქვთ  სხვა დარბაზების გარემონტების ან გაკეთების სურვილი, შეუძლიათ მოგვმართონ და დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ.

– რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი?

– ამ შემთხვევაში ნახევარი მილიონი ლარი, ეს თანხა არ მოგვეწოდება ჩვენ როგორც დაწესებულებას, ისინი ამ ყველაფერს აკეთებენ თვითონ.

– ძალიან დიდი მადლობა გიორგი, წარმატებებს გისურვებთ და ყველას მოვუწოდებ, აუცილებლად ჩაერთონ ამ კეთილ საქმეში.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები