LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მულტიმედია პლათფორმისთვის უნივერსალურ ჟურნალისტებს ამზადებს

3

3 მარტს, რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ჭალაგანიძეს და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულს პროფესორს, მულტიმედია ცენტრის რედაქტორს და ისტორიკოსს, ქალბატონ ქეთევან შოშიაშვილს უმასპინძლა.

– ქალბატონო ნინო, რას სთავაზობთ მომავალ ჟურნალისტებს?

– ჟურნალისტიკა საქმიანობის ის სფეროა, სადაც პროდუქტიულობას და ეფექტიანობას მეტწილად ტექნიკური წინაპირობები განსაზღვრავს. რთულია თანამედროვე ტიპოგფარიული ტექნიკის გარეშე ხარისხიანი გაზეთის გამოშვება, ძალიან გაჭირდება ტექნიკურად გამართული გადაცემის გაშვებაც თუ ის VHS-ის ფორმატშია ჩაწერილი. დღეს ძალიან სწრაფად იცვლება ტექნოლოგიები, ამდენად ჩვენი „კოზირი“ პირველ რიგში ის ტექნიკური ბაზა – მულტიმედია ცენტრია, რომელიც უნივერსიტეტს გააჩნია. ჩვენ უნივერსალურ ჟურნალისტებს ვამზადებთ, როგორც რადიო- და ტელეჟურნალისტიკაში, ისე ბეჭდური მედიისა და მულტიმედია პლატფორმისთვის. მართალია, ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური აღჭურვილობა, მაგრამ აქვე, ჩემს ერთ საყვარელ გამოთქმას ვიტყვოდი, რომელიც არა ჩემი მოგონილი, არამედ CNN-ის სლოგანია „ჟურნალისტიკას ქმნის არა ტექნოლოგიები, არამედ ინტელექტი“, რადგან რაც არ უნდა ძლიერი იყოს ტექნიკური ბაზა, ინტელექტის გარეშე ჟურნალისტიკა მაინც ვერ შედგება. გამომდინარე აქედან, ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ინტელექტუალური რესურსი პედაგოგების სახით, ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე და მზადაა ყოველწლიურად ჟურნალისტების ახალი თაობა მოამზადოს.

– სწავლების რა მეთოდოლოგიაა თქვენს უნივერსიტეტში და რაზე კეთდება აქცენტი?

– ზოგადად, ჟურნალისტიკის სწავლების მეთოდოლოგია ძალიან ფართოა. მე განსაკუთრებით ორს – კოლაბორაციულ ანუ ჯგუფური მუშაობის მეთოდს და თანამშრომლობით მეთოდს გამოვყოფდი, რომელიც პროფესორ-მასწავლებლების სტუდენტებთან მხარდამხარ მუშაობას ითვალისწინებს.

– აძლევს თუ არა უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი სტუდენტებს საშულებას თავად მოამზადონ სიუჟეტები და რეპორტაჟები?

– სტუდენტებს პირველივე კურსიდან ეძლევათ საშუალება მოსინჯონ საკუთარი ძალები. მესამე კურსიდან კი, ეს სავალდებულო ხდება. ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტები აუდიტორიების ნაცვლად სტუდიებსა და სამონტაჟოებში მუშაობენ. გამომდინარე აქედან, მათ ყოველთვის შეუძლიათ შექმნან პროდუქტი მულტიმედია პლატფორმებისთვის. აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი ჩვენს ერთ-ერთ ტრადიციასაც – საუკეთესო სტუდენტებს უნივერსიტეტში ვტოვებთ სამუშაოდ. გარდა ამისა, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დამსაქმებლებთან და ყოველწლიურად მინიმუმ 10 ადამიანს ვასაქმებთ სხვადასხვა მედია-საშუალებებში.

– სად შეიძლება სტუდენტების მომზადებული სიუჟეტების ნახვა?

– სიუჟეტებს, ასევე გადაცემებს და დოკუმენტურ ფილმებს სტუდენტები პირველ რიგში ჩვენს საიტზე ათავსებენ, თუმცა მათი ნახვა ხშირად შეიძლება სხვადასხვა ქართულ არხებზე, მათ შორის რეგიონულ ტელეარხებზე.

– ქალბატონო ქეთევან, რა უპირატესობებით სარგებლობს კავკასიის უნივერსიტეტი და რატომ ურჩევთ აბიტურიენტებს სწორედ თქვენს უნივერსიტეტში ჩაბარებას?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამედროვე ახალგაზრდობის მომავალს ქმნის! – ეს ჩვენი სლოგანია და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ამართლებს, რადგან ჩვენ პირევლივე დღიდანვე ვუქმნით სტუდენტებს შესანიშნავ გარემოს და ყველა პირობას, რათა ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო პროცესში. უნივერსიტეტში ოთხი ფაკულტეტი არსებობს და ოთხივეს თავისი ტექნიკური ბაზა აქვს. მედიცინის ფაკულტეტს თავისი კაბინეტები აქვს, სადაც სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ ცოდნის მიღება და გაღრმავება. ასევე, იურიდიულ, საერთაშორისო ურთიერთობების და რაც მთავარია მეღვინე-მევენახეობის ფაკულტეტებზე, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი უნიკალური ფაკულტეტია. სხვათაშორის, ჩვენ მილანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთანაც ვთანამშრომლობთ, სადაც ჩვენი მაგისტრანტები გაცვლითი პროგრამით სწავლობენ. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ რამდენიმე გაცვლითი პროგრამა გვაქვს, რომლებშიც ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული სტუდენტები.

– თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით და ძალიან ბევრ ისტორიულ პროექტზე მუშაობთ. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს პროექტები?

– აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ ისტორიული პროექტების იდეა ქალბატონ ნინოს ეკუთვნის, უზარმაზარი მხარდაჭერა მივიღეთ უნივერსიტეტისგან და კონკრეტულად ჩვენი კანცლერისგან ბატონ ვახტანგ წივწივაძისგანაც. პირველი პროექტი „ქვათა ჰარმონია“ იყო, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა ხუროთმოძღვრულ ძეგლზე აწვდიდა საზოგადოებას ფართო ინფორმაციას. პროექტი მეტად საინტერესოდ იყო აგებული – საუკუნეების მიხედვით ავსახეთ, თუ როგორ ვითარდებოდა ქართული კულტურა და როგორ იქმნებოდა ესა თუ ის ისტორიული ძეგლი. აღნიშნული გადაცემები რეგიონალური ტელეარხებით გადაიცა. გადრა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი პროექტი – „ვეფხისტყაოსნის“ იუბილეს აღსანიშნად, ბატონ თამაზ კვაჭანტირაძესთან ერთად უნიკალური 8-სერიანი ფილმი გავაკეთეთ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ვამაყობ პროექტით „ქართლის ცხოვრება“, რომელიც ქალბატონ მარიკა ლორთქიფანეძესთან ერთად შეიქმნა და 16 ფილმად, 4 დისკზე გამოიცა, რომელიც მართალია საგანმანათლებლოა, მაგრამ ვფიქრობ ყველას დააინტერესებს.

– ქალბატონო ნინო, რამდენადაც ვიცი, იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც მომზადების საშუალება არ აქვთ, თქვენ სპეციალური პროგრამა შეიმუშავეთ.

– დიახ, ეს მართლაც უპრეცენდენტო პროექტია. მართალია, ამ ფორმით პირველად ვმუშაობთ, მაგრამ უნივერსიტეტი მანამდეც უსასყიდლოდ ამზადებდა მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს. ახლა კი,   ორგანიზაციასთან „განათლების სახლი“ ვთანამშრომლობთ, რომელსაც  აბიტურიენტებსა და მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებთან  მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. მოსწავლეების შერჩევა სამოტივაციო წერილით ხდება და მათ ვამზადებთ საკუთარი ხარჯით, ვისაც  ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების საშუალება არ ვაქვს. გარდა ამისა, აკრედიტირებული პროგრამის პარალელურად უკვე სტუდენტებს ვამეცადინებთ უსასყიდლოდ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები